imedi /  22 მაისი 2019, 23:25 / სანდო წყარო

ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

ანდრეა ლიდსომი
ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი

ანდრეა ლიდსომი
ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი

ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა მინისტრთა კაბინეტი დატოვა, წერს BBC-ი. 

ლიდსომმა განაცხადა, რომ Brexit-თან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომების არ სჯერა. მისი თანამდებობიდან წასვლა  Brexit-თან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის და დეპუტატ კონსერვატორების დაპირისპირების ფონზე მოხდა. 

ანდრეა ლიდსომი, როგორც თემთა პალატის ლიდერი სახელმწიფო ბიზნესის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირიდან შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ გამოსვლის უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ Brexit-ის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ.

BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მეიმ ლონდონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ის შესახებ კენჭისყრა 3 ივნისს უნდა გაიმართება. 11 აპრილს ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ.

დიდ ბრიტანეთს შეუძლია ამ თარიღს არ დაელოდოს და ფორმალურად უფრო ადრე გავიდეს ევროკავშირიდან, თუ თემთა პალატა Brexit-ის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. 

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა Brexit-ის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

გადის თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 16:08

COVID19

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა. ინიციატივა „დინა თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს, ალექსანდრე ამისურლაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელიცაა. დაახლოებით 150-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც მოწყვლად ოჯახებს თელაველმა ფეხბურთელმა გაუგზავნა, ადგილობრივმა მერიამ დღეს მიიღო. პროდუქტების დარიგება ეტაპობრივად ხდება.

პაცინეტი

10 აპრილი 2020, 16:01

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 38 პაციენტია გაწერილი, მათგან იყო მძიმე პაციენტები - მძიმე პნევმონიით და სეფსისით. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

დიდი ბრიტანეთი

10 აპრილი 2020, 16:00

COVID19

101 წლის ბრიტანელი კაცი კორონავირუსისგან განიკურნა

101 წლის ბრიტანელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ის დაავადებას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მიიჩნევა ყველაზე უხუცეს პაციენტად, რომელმაც ეს ვირუსი გადაიტანა.

მარიამ ჯაში

10 აპრილი 2020, 15:59

საზოგადოება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მარიამ ჯაშს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელიც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა მარიამ ჯაში. მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. - ნათქვამია მადლობის წერილში​

10 აპრილი 2020, 15:49

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 118 235 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 607 კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავიამზიდი შარლ დე გოლი

10 აპრილი 2020, 15:43

COVID19

ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ 50 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში დაადასტურეს, რომ ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ 50 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ავიარეისი

10 აპრილი 2020, 15:36

COVID19

თბილისი-ლარნაკას სპეცრეისით საქართველოში მოქალაქეები დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით საბერძნეთიდან, იქ დარჩენილი მოქალაქეები ჩამოიყვანა. რეისი თბილისი-ლარნაკას მიმართულებით შესრულდა. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

10 აპრილი 2020, 15:32

COVID19

BBC: ნიუ-იორკში სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა. უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ყველა ქვეყანაში მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აპრილი 2020, 15:27

საზოგადოება

კახა კალაძე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციას გაეცნო. 300-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები საკრებულოს კომპანია „გრინლაიფმა“ (150 ნობათი), კომპანია „სოლო დეველოპმენტმა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურმა (60 ნობათი) გადასცეს.

10 აპრილი 2020, 15:18

ეკონომიკა

გამოკითხულ მეწარმეთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა

კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს. შეზღუდვების დაწესების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებას პალატა უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც სავაჭრო პალატის ცნობით, კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2020, 15:07

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას გაეცნო

პაციენტის მომართვიანობს შემთხვევაში მინდა სწორად შევაფასოთ, რამდენად არის კლინიკების რესურსი საკმარისი, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა. დიმიტრი ხუნდაძე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსებს შეხვდა და აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო.

10 აპრილი 2020, 15:07

COVID19

ესპანეთში 24 მარტიდან პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში 24 მარტიდან პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 605 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 843 ადამიანს შეადგენს, ხოლო 157 022 ადამიანი დაინფიცირდა.

10 აპრილი 2020, 14:53

ეკონომიკა

„ლიბერთი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს

„ლიბერთი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს. „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: „ავერსი“, „ფარმადეპო“ და „პსპ“. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50-ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

გიორგი გახარია

10 აპრილი 2020, 14:47

COVID19

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 14:47

COVID19

თეა წულუკიანი: მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი. - ამის შესახებ მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:45

COVID19

ლევან გოფოძე: კორონავირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია ექიმთან დაგვიანებული მიმართვით

მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიივე თქმით, მათთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ არის.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 14:39

COVID19

პაატა იმნაძე: ლუგარის ცენტრი თავისი მოდელით ვაქცინაზე სამუშაოდ არ არის გათვლილი

ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცდები ცხოველებზე უნდა ჩატარდეს.

10 აპრილი 2020, 14:33

COVID19

აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით

აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:32

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ კიდევ ერთი პაციენტი დაგვემატა. გარდა ამისა გვყავს ორი საეჭვო პაციენტი, რომლთაც დღეს ტესტირება უტარდებათ და ვნახოთ. ეპიდანამნეზი ისეთი აქვთ, რომ შესაძლოა კორონავირუსი მათაც დაუდასტურდეს. თუმცა, სანამ არ გვექნება დადასტურებული ანალიზის პასუხი, ვერაფერს ვერ ვიტყვით“, - განაცხადა გოფოძემ.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 14:32

COVID19

თეა წულუკიანი: 1 კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი

ერთი კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.