imedi /  23 აგვისტო 2019, 19:52 / სანდო წყარო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირი

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს.

ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ. ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩართოს. 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონისა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშის განცახდებას გამოეხმაურა, რომლებმაც ამაზონის ხანძრის გამო შეშფოთება გამოხატეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ჟაირ ბოლსონარომ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა: „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“.

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ. 

ამაზონის ტყე იწვის. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს, წაიკითხეთ ამ ბმულზე

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 4827 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

03 აგვისტო 2021, 10:44

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს

​​​​​​​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.

03 აგვისტო 2021, 10:23

საზოგადოება

8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში:

03 აგვისტო 2021, 10:18

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

03 აგვისტო 2021, 10:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიანიჭონ.

03 აგვისტო 2021, 10:00

საზოგადოება

აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

ბილ და მელინდა გეითსები

03 აგვისტო 2021, 09:30

ტაბლოიდი

ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

როგორც სასამართლოს დოკუმენტებში წერია, ყოფილი ცოლ-ქმარი ქონების, ვალებისა და სასამართლო ხარჯების გაყოფაზე შეთანხმდა. ბილ და მელინდა გეითსების 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ 4 მაისს გახდა ცნობილი. მათ სამი შვილი ჰყავთ.

რამაზ ზოიძე

03 აგვისტო 2021, 09:09

სპორტი

რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი - რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.

გიორგი მელია

03 აგვისტო 2021, 08:50

სპორტი

გიორგი მელია ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს. ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში უნგრელ შოკასთან დამარცხდა.

03 აგვისტო 2021, 08:25

სამართალი

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება. პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით დასრულდა გარდაცვლილის მეგობრის გამოკითხვა, რომელმაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

03 აგვისტო 2021, 08:01

საზოგადოება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, პატარიძის, პილსუდსკისა და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, მათ შორის არაღიარების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, მუდმივად მყარი პოზიციები გვქონდეს ამ თვალსაზრისით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მუდმივად ჰქონდეს მყარი პოზიციები არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, უშუალოდ პარლამენტიც არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს

„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ის არის ძლიერი ინსტიტუტი და ის არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ამ ფეიკნიუსებით ხდება ამ დარტყმების განხორციელება. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს. ეს არის ის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. თუ რამეს სჭირდება გამოძიება, ამაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში

დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ათივე კანდიდატი ღირსეულია და მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

03 აგვისტო 2021, 00:27

მსოფლიო

დომინიკელთა რესპუბლიკაში ათასობით ღორს დაკლავენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის 11 პროვინციაში აფრიკული ღორის ცხელება დაფიქსირდა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ათასობით ღორს დაკლავენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის 11 პროვინციაში აფრიკული ღორის ცხელების გავრცელება დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:15

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებზე სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ გიორგი ტყემალაძე დასახელდება

„ჯერჯერობით ჩვენ დასახელებული გვყავს მერობის კანდიდატები და თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. თუმცა, რაც შეეხება თბილისს, აქ მგონი, სურათი ნათელია, გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, ის მოიგებს ვაკეში არჩევნებს და ამის შემდეგ ალბათ გააგრძელებს მუშაობას ამ პოზიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ენტონი ბლინკენი

03 აგვისტო 2021, 00:01

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს და სანქციების მოხსნას არ მიაღწევს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

გიორგი ტყემალაძე

02 აგვისტო 2021, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, რომელიც თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, იყოს იმ გუნდის კანდიდატი, რომლის სწორი პოლიტიკითა და პრიორიტეტებით თბილისში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განხორციელდა.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში

ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი. დეტალებში აღარ შევალ, - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გამოჩნდება 2 ოქტომბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს 64-ვვე მუნიციპალიტეტში.