imedi /  20 ოქტომბერი 2019, 09:23 / სანდო წყარო

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა მისთვის ხელი არ მოუწერია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს

მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა.  კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

„მზად ვარ იმისთვის, რომ ევროსაბჭომ ბრიტანული პარლამენტის მიერ მოთხოვნილ გადავადებას დაუჭიროს მხარი, პრემიერის პოსტზე არჩევის დღიდან მე ყოველთვის ვამბობდი, რომ Brexit-ის გადავადება ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ინტერესებს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს დააზარალებს. ვისურვებდი, რომ ბრიტანულ პარლამენტს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა უკვე 21 ოქტომბრიდან მთავრობა დაიწყებს მუშაობას იმაზე, რომ პროცესი 31 ოქტომბრამდე დავასრულოთ“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის წერილში.

17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა. ლონდონმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

დაკავება აჭარა

15 ნოემბერი 2019, 11:22

ძალოვნები

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. სამართალდამცავები მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ღვინო

15 ნოემბერი 2019, 11:19

კულტურა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებზე მსოფლიო ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნები თავმოყრილია.

როჯერ ფედერერი

15 ნოემბერი 2019, 11:11

სპორტი

ფედერერმა ჯოკოვიჩს მოუგო

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე როჯერ ფედერერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და შვეიცარიელის გამარჯვებით, 6:4, 6:3 დასრულდა. ფედერერი ჯოკოვიჩის დამარცხებას ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. წელს ჩოგბურთელები უიმბლდონის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

შინდისი

15 ნოემბერი 2019, 11:00

კულტურა

დიმიტრი ცინცაძეს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფილმისთვის „შინდისი“ გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

Su-35

15 ნოემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

WSJ: აშშ ეგვიპტეს სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-მა გააფრთხილა ეგვიპტეს ხელისუფლება, რომ რუსეთისგან Su-35-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ფინქი

15 ნოემბერი 2019, 10:40

ტაბლოიდი

PINK შემოქმედებით პაუზას იღებს

პოპვარსკვლავი ფინქი 2020 წელს მუსიკისგან დროებით დასვენებას აპირებს. Usatoday-ის ინფორმაციით , ამის შესახებ მომღერალმა ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წელიწადი სურს, რომ უმეტესად ოჯახს დაუთმოს. ფინქმა აღნიშნა, რომ შვილები სკოლისთვის ემზადებიან და ქმარს მისი გვერდით დგომა სჭირდება.

ვენესუელა ნავთობი

15 ნოემბერი 2019, 10:26

ეკონომიკა

Bloomberg: ვენესუელა ინდოეთში, ჩინეთსა და რუსეთში ფარულად მილიონობით ბარელ ნავთობს აგზავნის

ვენესუელა ინდოეთში, ჩინეთსა და რუსეთში ფარულად მილიონობით ბარელ ნავთობს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ნავთობი მიეწოდება ტანკერებით, რომლებზეც ადგილმდებარეობის მანიშნებელი გადამცემებია გათიშული.

პარლამენტი

15 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

დღეს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რიცხვი

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

რუსთაველის გამზირი

15 ნოემბერი 2019, 09:53

საქართველო

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ამის მიზეზად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების განთავსებას ასახელებს და განმარტავს, რომ ტერიტორია ჯებირებით უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრეს.

ბათუმი

15 ნოემბერი 2019, 09:43

საქართველო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირება მოახდინა

ნაციონალურმა მოძრაობამ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირება მოახდინა.პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს შეუშვებენ. პიკეტის ავტორები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.

კალიფორნია

15 ნოემბერი 2019, 09:36

მსოფლიო

კალიფორნიაში სროლისას სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ

დაშავებულია თავდამსხმელიც, რომელმაც სროლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. როგორც ირკვევა, ისიც ამავე სკოლის მოსწავლეა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

საფრანგეთი

15 ნოემბერი 2019, 09:30

მსოფლიო

საფრანგეთში უხვ თოვლს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ ყველაზე მეტად დრომის, არდეშის, იზერისა და რონის დეპარტამენტები დააზარალა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 200 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ჯოზეფ ბაიდენი

15 ნოემბერი 2019, 09:10

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის მედია ბაიდენს „ცოფიან ძაღლად“ მოიხსენიებს

„ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ფსიქიკური აშლილობის ბოლო სტადია აქვს და დროა მოკვდეს. ბაიდენის მსგავს ცოფიან ძაღლებს ბევრი ადამიანისთვის შეუძლიათ ზიანის მიყენება. მათ სული ჯოხით უნდა ამოხადო, ვიდრე გვიან არ არის“, - წერს KCNA.

აქცია რუსთაველის გამზირზე

15 ნოემბერი 2019, 09:00

საქართველო

უცხოელი ექსპერტები საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეიძლება გამოხატოს შეშფოთება, თუ „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმას არ განახორციელებს“, - ასე ეხმაურება Imedinews-თან ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი, ლუის ნავარო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას.

ადამ კინზინგერი

15 ნოემბერი 2019, 08:49

საქართველო

კონგრესმენი კინზინგერი: პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება

„ამ დილით შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმა ჩავარდა და პარლამენტის წევრებმა არ მისცეს ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი (რესპ. ილინოისის შტატი) პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილების ვერმიღების საკითხს ეხმაურება.

საქართველოს ნაკრები

15 ნოემბერი 2019, 08:32

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდება. საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიაკციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

აქცია დასრულდა

15 ნოემბერი 2019, 08:31

საქართველო

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ გაიმართება

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ განახლდება. 14 ნოემბრის მიტინგის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და გზის სავალ ნაწილზე ხის კონსტრუქციები დევს და კარვებია გაშლილი. კონსტრუქციები დევს და კარვებია გაშლილი. აქცია გაიმართა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.

Google

15 ნოემბერი 2019, 08:30

ტექნოლოგიები

Google-ის ვიდეოთამაშების სერვისი 19 ნოემბრიდან ამოქმედდება

Google-ი ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ერთვება. ტექნოლოგიური გიგანტი ახალ პლატფორმა Google Stadia-ს ქმნის. პროექტი 19 ნოემბრიდან ამოქმედდება. მედია წერს, რომ ეს არის ახალი, ძალიან ამბიციური პლატფორმა, რომელიც ვიდეოთამაშების „Netflix“-ი იქნება.

ვლადიმერ პუტინი

15 ნოემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

პუტინი: 9 მაისის აღლუმზე ტრამპის დასწრება კარგი ნაბიჯი იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ამერიკელი კოლეგა 9 მაისის აღლუმს დაესწრება. პუტინმა თქვა, რომ ტრამპის მხრიდან ეს კარგი ნაბიჯი იქნებოდა, როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ტრამპს მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ჩასვლა სურს.

ევროსაბჭო

15 ნოემბერი 2019, 00:35

საქართველო

PACE-ს თანამომხსენებლები პოლიტიკურ ძალებს მიმართავენ

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები წუხილს გამოხატავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვისთვის ცვლილება ვერ განახორციელა. ისინი ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.