imedi /  03 დეკემბერი 2019, 18:34 / სანდო წყარო

ილონ მასკის სასამართლო პროცესი დაიწყო

ილონ მასკი

ვერნ ანსუორტი და ილონ მასკი

Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკის მიერ ბრიტანელი მყვინთავისთვის, ვერნ ანსოურტისთვის „pedo guy“-ს (პედოფილი) წოდების გამო ლოს-ანჯელესის სასამართლოში განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მყვინთავის ადვოკატები მასკის განცხადებას "საზიზღარობად და სიცრუედ" აფასებენ. მყვინთავი ვერნონ ანსვორტი 75 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

ილონ მასკმა ბავშვებისა და მწვრთნელის გამოსაყვანად მათ სუბმარინი (წყალქვეშა ნავი) შესთავაზა, თუმცა სამაშველო კოორდინირებულმა ცენტრმა მის გამოყენებაზე უარი თქვა. 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

14 ივლისს ბრიტანელმა მყვინთავმა ილონ მასკს ტაილანდის მღვიმისთვის შექმნილი სუბმარინის გამო დასცინა. ამის პასუხად კი მასკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში მას „პედოფილი“ უწოდა

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2020, 20:39

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს

ახალგაზრდების ჯგუფი უკვე მეექვსე დღეა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს და ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატზე უარის თქმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

24 თებერვალი 2020, 20:36

მსოფლიო

გერმანიაში უცნობი პირი ავტომობილით კარნავალის მონაწილეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. „ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ არა დაკავებული“, - განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარნავალო ღონისძიებები გააუქმა.

24 თებერვალი 2020, 20:30

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენმდივანს შეხვდა

გაეროს გენერალურ მდივანთან საუბრის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გაერო აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და გენერალური მდივნის ყურადღება გავამახვილე გაეროს მხრიდან კიდევ უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობაზე.

24 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

ლონდონში ჯულიან ასანჟის სასამართლო პროცესი დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ლიუისმა სასამართლოს განუცხადა, რომ ასანჟის ექსტრადირება აშშ-ში უნდა მოხდეს, რათა ის საიდუმლო მასალების გავრცელებისთვის გასამართლდეს. მისივე თქმით, საიდუმლო მასალების გავრცელებამ ერაყში, ირანსა და ავღანეთში ინფორმატორებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

24 თებერვალი 2020, 20:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსა და დირექტორის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება მაია მერკვილაძე. მათივე თქმით, საფრთხეშია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ამ მძიმე ჟამს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსურვებ სიძლიერეს სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

24 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

ჩინეთის მოქალაქეები თბილისი ცენტრალიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩინეთის მოქალაქეები, რომელთაც დღეს თბილისი ცენტრალში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ.

მთები

24 თებერვალი 2020, 19:52

საქართველო

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „საქართველოზე ფიქრისას პირველი რაც მოგზაურებს ახსენდებათ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, ეპიკური ყველიანი პურები და ტრენდურლი ღამის კლუბებია. თუმცა, სინამდვილეში ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია“, - წერს გამოცემა.

თბილისი-ცენტრალი

24 თებერვალი 2020, 19:38

საქართველო

თბილისი-ბათუმის მატარებელი მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო საათნახევრით შეაფერხეს

თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ. მგზავრების განცხადებით, მათ კორონა ვირუსის შეეშინდათ და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

ცემის ფაქტი

24 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს. ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

24 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრი ტემპერატურის გამო ქუთაისის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგოს აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

24 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

მაია მერკვილაძე: აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში ჩემი ადგილი ვერ იპოვნეს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძე აღარ იქნება. მისი თქმით, დირექტორმა თოქ-შოუს ხელმძღვანელობა შესთავაზა და თუ არ დასთანხმდება რადიოში გადაყვანას უპირებს. მერკვილაძე აცხადებს, რომ მიზანმიმართულად ანგრევენ ახალი ამბების რედაქციას

პაატა იმნაძე

24 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს

პაატა იმნაძემ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა და განმარტა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად მატულობს. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 19:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: თეთრზე შავის თქმა არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. დავით ზალკალიანმა ჟენევაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამ კრიტიკას არ და ვერ მიიღებს. საქმე ეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას. საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც მე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ელჩებს, მთავრობის წარმომადგენლებს, პრემიერს და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს არ წამოგვეჭრა ეს საკითხი.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

24 თებერვალი 2020, 18:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თაჯ-მაჰალს ეწვივნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ აგრაში თაჯ-მაჰალს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიცია

24 თებერვალი 2020, 18:38

ძალოვნები

ბაკურიანში სრიალისას ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ბაკურიანში 22 წლის ქალი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.

გოჩა სვანიძე

24 თებერვალი 2020, 18:37

სპორტი

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გადადების მიზეზები განმარტა

„რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები არ შედგა იმიტომ რომ, კრების ჩატარების დროს ჩვენ წესდებაში გვაქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს წარმოდგენილი კლუბების ნახევარზე მეტი და ხმების 2/3“, - ამის შესახებ რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დერეკ მიტჩელი არჩილ თალაკვაძე

24 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია. განვიხილეთ რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მიმდინარე პოლიტიკური თემები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხი“, - წერს თალაკვაძე.

გრიგოლ ვაშაძე

24 თებერვალი 2020, 18:25

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციისთვის დიალოგის დაწყება მორალურად მძიმე იყო

პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეყვეტა, საქმეების დახურვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამის გარეშე ყოველგვარი დიალოგი წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 18:19

საქართველო

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს და კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ანდერს კნაპეს და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.