imedi /  11 იანვარი 2020, 11:20 / სანდო წყარო

ირანის პრეზიდენტი: ადამიანურმა შეცდომამ 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

ჰასან როუჰანი

ჰასან როუჰანი

ირანის პრეზიდენტი თეირანის მიერ უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებას უპატიებელ შეცდომას უწოდებს და გამოძიების პროცესში სამართლებრივი დევნის საჭიროებაზე მიუთითებს. ირანელი ლიდერის ტექსტი ამ თემაზე Twitter-ზე განთავსდა.  

„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, ადამიანური შეცდომის გამო, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება, უპატიებელი შეცდომაა“, - ნათქვამია პოსტში. 

11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

03 აპრილი 2020, 08:15

COVID19

თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2020, 02:00

COVID19

განმეორებითი ტესტირების შედეგად დონალდ ტრამპს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი მეორედ ჩააბარა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის სტეფანი გრიშემის განცხადებით, დონალდ ტრამპს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2020, 01:38

COVID19

გიორგი ვოლსკი: თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ საზოგადოებაზე

დღეს შევაჯამეთ ის ინფორმაცია, დამოკიდებულებები და პოზიციები, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრებს, არამარტო პარტიის თუ პარლამენტის წევრებს გვქონდა სოლიდარობის აქტთან მიმართებაში, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გავუზიაროთ მათ, ვინც შემოსავალს დაკარგავს და აღმოჩნდება შედარებით მძიმე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 აპრილი 2020, 01:25

COVID19

დავით ზალკალიანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე: მეამაყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

საქართველომ მაშინ დაიწყო საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, როდესაც სხვა ქვეყნები ამ პროცესით ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების დაბრუნების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენი ათეულ ათასობით მოქალაქე და ხელისულება პროცესს ეტაპობრივად მიუყვება.

03 აპრილი 2020, 01:25

COVID19

Lamborghini-მ პირბადეებისა და სამედიცინო ფარების წარმოება დაიწყო

Lamborghini-მ პირბადეებისა და სამედიცინო ფარების წარმოება დაიწყო, რასაც იტალიური ავტომწარმოებელი, ბოლონიაში მდებარე საავადმყოფოს Sant’Orsola-Malpighi-ს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. Lamborghini-ი გეგმავს დღეში 1000 ნიღაბი და 200 სამედიცინო ფარი გამოუშვას.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2020, 01:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა დაინახოს, როგორც ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ეს არის იმ ადამიანების სახე, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ თურმე კორონავირუსის თემა გადაფარა სახალხო დამცველის განცხადებამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აი, ამ ფორმატში მინდა დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამ ეს უბედურება და სტრასბურგის გადაწყვეტილება, და დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი, სერიოზული, ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

თმის გაყინვის კონკურსი

03 აპრილი 2020, 01:05

ტაბლოიდი

კანადაში თმის გაყინვის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ტახინის წყაროებს დეკემბრიდან მარტის ჩათვლით უნდა ესტუმრონ, როცა ჰაერის ტემპერატურა -20 С გრადუსზე დაბალია. შემდეგ კი გაშლილი თმით ცხელ წყაროში შევიდნენ და თმას ყინვაში ბუნებრივად გაშრობის საშუალება მისცენ. როცა მონაწილეები მიღებული შედეგით კმაყოფილები არიან, ფესტივალის თანამშრომელს უხმობენ და ისინი მათ საკონკურსო ფოტოს უღებენ.

ეკა ჭოლაძე

03 აპრილი 2020, 01:01

COVID19

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას 12 პაციენტი განაგრძობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას 12 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 7 პაციენტი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 1 ასაკოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში ასევე 2 არასრულწლოვანი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის ინფექციონისტ ეკა ჭოლაძის თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

03 აპრილი 2020, 00:59

რეგიონი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს სწავლის ახალი მეთოდოლოგია ბაღდათში მცხოვრებმა მასწავლებლმა გააცნო

საგანმანათლებლო სისიტემა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სწავლის ახალი მეთოდოლოგია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ გააცნო.

03 აპრილი 2020, 00:58

საზოგადოება

4 აპრილს ლონდონი-თბილისის რეისი განხორციელდება

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს რეისი გეგმიურია და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.„შესაბამისად 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ აღნიშნული მგზავრები, ხოლო დარჩენელი ბილეთები გაიყიდება 3 აპრილს თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან კომპანია Georgian Airways-ის ვებგვერდზე“- აღნიშნილია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანტონ ფეიქრიშვილი

03 აპრილი 2020, 00:55

COVID19

World Rugby ანტონ ფეიქრიშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

მსოფლიოს რაგბის ოფიციალური facebook გვერდი ქართველი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ერთობა კორონავირუსის ფონზე, სახლის პირობებში ცნობილი სპორტსმენი და ბილიარდს სხვადასხვა ხილის დახმარებით თამაშობს.

სან რაფაელი

03 აპრილი 2020, 00:50

ტექნოლოგიები

ეკვადორში ქვეყნის ყველაზე მაღალი და მძლავრი ჩანჩქერი გაქრა

მდინარე კოკაზე არსებული ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობა იყო და ყოველწლიურად ათობით ათას ტურისტს იზიდავდა. წყალი აქ 150 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა. ახლა ჩანჩქერის ნაცვლად აქ მხოლოდ რამდენიმე ნაკადი დარჩა. ჩანჩქერი კი ეკვადორის მოგზაურობის ვებგვერდიდანაც ამოიღეს.

ლევან დავითაშვილი

03 აპრილი 2020, 00:44

COVID19

ლევან დავითაშვილი: ჩვენ შემოდგომაზე შედეგებს მივიღებთ იმის მიხედვით თუ რას დავთესთ ახლა

ჩვენ იმ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ყველაზე აქტიურად მიდის სახნავ-სათესი სამუშაოები, რომელიც შემდეგ განაპირობებს მთელი წლის შედეგებს. ჩვენ შემოდგომაზე შედეგებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რას დავთესთ ახლა - ამის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, დღეს არსებულ პირობებში მნშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ფერმერებს სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის. მინისტრის განმარტებით, ხორციელდება დისტანციური შეხვედრები ფერმერებთან და ეს კოორდინაცია კვლავაც გაგრძელდება.

არჩილ თალაკვაძე

03 აპრილი 2020, 00:43

COVID19

არჩილ თალაკვაძე: აპრილის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება, ვინ დაკარგა სამსახური და მათ მიმართ ცალკე დახმარების პაკეტი იქნება

მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა და ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ამ მომენტისთვის ეკონომიკის მიმართულებით ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯები გადადგა, ეს მოიცავს დახმარებას, როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესისა და კერძო სექტორის მიმართ დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ღია ეთერში“ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ის პუნქტები ჩამოთვალა, რითაც ხელისუფლება მოქალაქეებს ეხმარება.

ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2020, 00:38

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გვადანაშაულებდნენ, თითქოს ვიზიარებთ რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას, დღეს გვედავებიან რატომ არ მივბაძეთ მათ

ბოლო წლებში ძალიან მიაჩვიეს საზოგადოება, რომ შესაძლებელი არის ნებისმიერი თემით ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა. „მაგალითისთვის ვიტყვი, როდესაც უკრაინის ეკლესიის ცნობასთან დაკავშირებით გვადანაშაულებდნენ, თითქოს მუდამ ვიზიარებთ რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას, დღეს გვედავებიან, ჩვენმა სინოდმა რატომ არ მიბაძა მათ ზიარების კოვზის სპირტით გაწმენდაში. აი, მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება რუსეთის სინოდისაგან და რამე შეიცვალა? არაფერი შეიცვალა. არ დასრულდება ეს, რაც არ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, მუდმივად იქნება ასეთი შეკითხვები“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2020, 00:37

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ჯერ არ ვიცით, იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს როგორ ჩამოვიტანთ

ჯერ არ ვიცით იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოტანა როგორ მოხდება. ისევე, როგორც მსოფლიოში, იერუსალიმშიც ყოველდღე იცვლება გარემოებები, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, იერუსალიმში ტაძრებთან დაკავშირებით განრიგი რამდენჯერმე შეიცვალა. „ამიტომ ჯერ ადრეა, ამის თქმა, თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში ჩამოვა“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2020, 00:35

COVID19

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ

ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს მიმართ გაიცა. თქვენ ნახეთ, რომ ეს პატრიარქის მიმართვაშიც იყო და სინოდის გადაწყვეტილებაშიც ეს მოწოდება პირდაპირ, რომ დავემორჩილოთ წესებს და შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ვიღებთ, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აპრილი 2020, 00:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს ქმედითი ხელისუფლება სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შექმნილია

ცინიკური იყო, რომ ჩვენი ოპონენტები ამ რთულ დღეებში სვამდნენ რიტორიკულ შეკითხვას თუ სად იყო ასეთ დროს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სხვათა შორის იგივე ადამიანები სვამდნენ ამ შეკითხვებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სვამდნენ შეკითხვებს, თუ რატიმ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესსა და მენეჯმენტში - - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ „ღია ეთერში“ ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, სისტემა რომელიც ასე უმკლავდება დღეს შექმნილ კრიზისს სწორედ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. „ქვეყანაში კორონავირუსთან შექმნილმა სიტუაციამ აჩვენა, რომ საქართველოს ყავს ქმედითი ხელისუფლება ეფექტური მენეჯმენტი, რომელიც არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი. შესაბამისად მისი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქვეყანას ჰყოლოდა ეფექტური ინსტიტუტები და ქვეყანას ჰყოლოდა ეფექტური და ქმედითი ხელისუფლება. ეს პოლიტიკური. მენეჯმენტი არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან დავითაშვილი

03 აპრილი 2020, 00:24

COVID19

ლევან დავითაშვილი: დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება

დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ ვმუშაობთ მუდმივ რეჟიმში, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი და ყველა რგოლთან გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია იმისთვის, რომ ფაქტობრივად შეფერხების გარეშე მიდიოდეს პროცესი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აპრილი 2020, 00:19

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირად არ დავუკავშირებთ ხელოვნურად, მიმდინარე სიტუაციას არჩევნებს

ჩვენ რა თქმა უნდა არანაირად არ დავუკავშირებთ ხელოვნურად, მიმდინარე სიტუაციას არჩევნებს - - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ „ღია ეთერში“ ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებას მშაობა ახლაც გრძელდება. „სახელმწიფოს , დემოკრატიას და არჩევნებს პირველ რიგში სჭირდება მოქალაქეები, რომელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის დაცული. ყველა ვთანხმდებით, რომ მთავარი ამოცანა არის ჩვენი.მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. შემდეგი ამოცანა არის ის, რომ ადამიანებს არ გაუჭირდეთ ისე, რომ საბაზისო საჭიროებებზე მათ შეექმნათ პრობლემა.