imedi /  11 იანვარი 2020, 11:45 / სანდო წყარო

ზელენსკი: ირანისგან დამნაშავეების დასჯას, კომპენსაციის გადახდასა და ბოდიშის მოხდას ველით

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლება მიესალმება ირანის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბრალის აღიარებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არაა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა, თუმცა ჩვენ ბრალის სრულ აღიარებას ვითხოვთ. ირანმა სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები, გადმოგვცეს ცხედრები, გადაიხადოს კომპენსაცია და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში. 45 უკრაინელ სპეციალისტს სიმართლის დასადგენად მასალებზე სრული წვდომა უნდა მიეცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.

 ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 21:49

სპორტი

ცნობილია, რა განრიგით იასპარეზებს ქართველ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა.

04 აგვისტო 2020, 21:40

მსოფლიო

ისრაელური მედია: ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს

ისრაელს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ისრაელური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ზინადინ ზიდანი

04 აგვისტო 2020, 21:31

სპორტი

L’Équipe-მა ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა. მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

04 აგვისტო 2020, 21:21

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლება უარყოფს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება

ლიბანის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა აბას იბრაჰიმმა უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის საწყობზე აფეთქებას უკავშირდება.

რიკარდას პუისისი

04 აგვისტო 2020, 20:57

მსოფლიო

5 წლის წინ გაუჩინარებული ლიეტუველი კაცი ბრიტანეთის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს

რიკარდას პუისისი, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს, კემბრიჯის მახლობლად, ქალაქ უისვეჩთან იპოვეს. სამართალდამცველების ცნობით, გაუჩინარებამდე პუისისი ერთ-ერთ ფერმაზე მუშა იყო, ბოლოს ის 2015 წლის სექტემბერში, კემბრიჯშირის საგრაფოში თანამემამულეების გარემოცვაში ნახეს. ივნისში კი პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია და ტყეში იმალება.

04 აგვისტო 2020, 20:47

მსოფლიო

მედია: ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ვიდეო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ალ არაბია“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები. აღსანიშნავია, რომ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი პიროტექნიკის საწყობში მდებარეობდა, თუმცა აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიხეილ ჩხენკელი

04 აგვისტო 2020, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.

04 აგვისტო 2020, 20:24

COVID19

ნიუ-იორკში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ქალაქ ნიუ-იორკში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი საქართველო

04 აგვისტო 2020, 20:21

COVID19

ელიავას ბაზრობის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ გამოუვლინდა

„ბაზრობები, მოგეხსენებათ, სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებული რისკია. ამიტომ, ამ ტიპის ე.წ. რანდომული კვლევები შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩატარდეს სხვადასხვა ბაზრობაზე მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად დიდი მობილობისა ბაზრობებზე, სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ალეკო ელისაშვილი

04 აგვისტო 2020, 20:16

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს რეგიონებშიც წარადგენს

საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება. შესაძლოა, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში არა, მაგრამ ნამდვილად გვეყოლება", - ამის შესახებ პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ნინო ლომჯარია

04 აგვისტო 2020, 19:57

საზოგადოება

ომბუდსმენი: კორონავირუსის პანდემია გენდერულ თანასწორობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

„ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე“.

პოლიცია ზუგდიდი ავარია

04 აგვისტო 2020, 19:55

სამართალი

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დიდი სიჩქარით მოძრავმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდებარე ხეს შეასკდა.

04 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

04 აგვისტო 2020, 19:41

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქება მოხდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში აფეთქება მოხდა. Al-Arabia წერს, რომ აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. დაზიანებულია ახლომდებაბრე შენობები. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

კორონავირუსი აფხაზეთი

04 აგვისტო 2020, 19:37

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. აქედან, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 19:28

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 561 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 561 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 750 318 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 94 665 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

04 აგვისტო 2020, 19:25

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 32 910 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 473 ადამიანი, 28 358 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

04 აგვისტო 2020, 19:21

COVID19

გერმანიის ექიმთა ასოციაცია: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დადგა

გერმანიის ექიმთა ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დადგა.

ამირან გამყრელიძე

04 აგვისტო 2020, 19:18

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა

„ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ ანალიზს ვაქვეყნებთ და უკვე მესამე გამოქვეყნებული ანალიზი 11 ივლისის მონაცემებით არის შესრულებული. სწორედ იქ ნახავთ, რომ ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მიხედვით მომზადებულ მეორე და მესამე გამოცემებში, ხვედრითი წილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, მარტსა და აპრილში“.

იკერ კასილიასი

04 აგვისტო 2020, 19:08

სპორტი

იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა

კარიერის უდიდესი ნაწილი კასილიასმა მადრიდის „რეალში“ გაატარა, 2015 წელს კი პორტუგალიურ „პორტუში“ გადავიდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2008 და 2012 წელს კი ევროპის პირველობა. „რეალის“ შემადგენლობაში სამჯერ გახდა ჩემპიონატი ლიგის გამარჯვებული, ხუთჯერ კი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. „პორტუსთან“ ერთად ის პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.