აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახურმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება კანონდარღვევად აღიარა

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველომ აშშ-ის ფედერალური კანონი დაარღვია. ამის შესახებ BBC აშშ-ის ანგარიშვალდებულების სახელმწიფო სამსახურის (GAO) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
„კანონის კეთილსინდისიერი აღსრულება პრეზიდენტს კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტების საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტებით ჩანაცვლების უფლებას არ აძლევს“, - ნათქვამია კონგრესის ზეპარტიული უწყების ანგარიშში. თეთრი სახლი ანგარიშს არ ეთანხმება.
2019 წლის სექტემბერში ტრამპმა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა, რადგან უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ სახსრები აშშ-ის ინტერესების თვალსაზრისით მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება. 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა კიევს დახმარება განუახლა.
ეს ეპიზოდი ტრამპის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ბრალდების საბაბი გახდა. დემოკრატი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ დახმარების შეჩერებით ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა, რათა მას მის კონკურენტ ჯო ბაიდენის ვაჟის მიმართ გამოძიება დაეწყო. კონგრესმენება ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასეს.
დღესვე უკრაინის პოლიციამ აშშ-ის მიერ კიევში ქვეყნის ყოფილ ელჩ მარი იოვანოვიჩზე სავარაუდო თვალთვალის საკითხზე გამოძიება დაიწყო. ტრამპის ადვოკატის თანაშემწე ლევ პარნასმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უკრაინაში მისი საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა.
15 იანვარს აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში სენატს გადასცა. პროცესზე ბრალდების მხარეს დემოკრატი ადამ შიფი უხელმძღვანელებს. მოსმენები შემდეგ კვირაში დაიწყება.
აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2023, 11:41
ტაბლოიდი
როკ-ბენდი Kiss ნიუ-იორკში კარიერაში უკანასკნელ კონცერტს მართავს
ლეგენდარული როკ ბენდი KISS ნიუ-იორკს „იღებს“. ამ კვირაში ბენდი მსოფლიო ტურის ფინალურ კონცერტს მედისონ სქუეარ გარდენზე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს. Kiss-ის ბრენდირებული ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები ნიუ-იორკში რამდენიმე დღე გაგრძელდება, მათ შორის გაიცემა გაზეთ New York Post-ის სპეციალური გამოცემებიც.

01 დეკემბერი 2023, 11:34
თემა
ბენქსი: „არტ-პარტიზანი’’, რომელმაც სამყარო შეცვალა
ბრიტანელმა მურალისტმა, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ, თუმცა ყველაზე იდუმალ ქუჩის მხატვრად, თავისი უნიკალური „პარტიზანული“ სტილით გაითქვა სახელი. მართალია, ბენქსის ეპატაჟური შემოქმედება, კიჩისა და ირონიის ზღვარზე შესრულებული ნახატები „კონტრკულტურას“ მიეკუთნება, მაგრამ მისი ნამუშევრებით არა მხოლოდ სტრით-არტის მოყვარულები, არამედ გამოცდილი კოლექციონერები და გალერისტებიც ინტერესდებიან, რომლებიც რეკორდულ ფასად იძენენ უნიკალურ ფრესკებს პრესტიჟულ აუქციონებზე.

01 დეკემბერი 2023, 11:33
საზოგადოება
რენე ჰობსი: საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით
მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42°პარალელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ - „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით, როგორც იმის ნაწილმა რასაც „ფეიკ ნიუსის“ კრიზისს ვეძახით: დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსული პროპაგანდის გავრცელებით ზეგავლენის მოსახდენი სისტემური კამპანიებით, ბოტების და ტროლების გამოყენებით, ყველანაირი მექანიზმით რათა მოახდინონ ადამიანის გონებაში ინფილტრაცია გართობის, ინფორმაციის და დარწმუნების კუთხით.“

01 დეკემბერი 2023, 11:22
მსოფლიო
ავსტრალიის პრემიერმა პრეპარატ ტალიდომიდის გამო მოსახლეობის წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობის წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ენტონი ალბანეზემ პატიება ითხოვა პრეპარატ ტალიდომიდის გამო, რომლის გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ 50 წლის წინ აგორდა

01 დეკემბერი 2023, 11:21
თავდაცვა
თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლით პირველად ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლით პირველად ჩატარდა.

01 დეკემბერი 2023, 11:14
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: ეუთო არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე და ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი
ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი. ჩემი აზრით, ამაზე კომენტარიც კი არ არის გასაკეთებელი. საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას და პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 11:07
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისთვის, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისთვის, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 11:07
პოლიტიკა
შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა.

01 დეკემბერი 2023, 11:02
რეგიონი
ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა
ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

01 დეკემბერი 2023, 10:56
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, 2024 წლის არჩევნებამდე პარტიაში თავმჯდომარის პოზიცია გაუქმდეს და დროებითი მმართველი ორგანო შეიქმნას
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“. ამის შესახებ საკრებულოს წევრების განცხადება სამოქალაქო გაერთიანება - „ძალა ერთობაშიას“ Facebook-ზე გავრცელდა.

01 დეკემბერი 2023, 10:47
საზოგადოება
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით

01 დეკემბერი 2023, 10:45
რეგიონი
აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის „იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა.

01 დეკემბერი 2023, 10:38
საზოგადოება
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:21
საზოგადოება
ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:15
LIVE ისრაელი
ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა
ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა. ამის შესახებ „ცაჰალი“ იტყობინება.

01 დეკემბერი 2023, 09:58
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.

01 დეკემბერი 2023, 09:55
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

01 დეკემბერი 2023, 09:43
კულტურა
რუსთაველის თეატრმა გორში სომეხი რეჟისორის, ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა
რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გორში. თეატრმა სომეხი რეჟისორის ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა.

01 დეკემბერი 2023, 09:31
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალის დამუშავების შემდეგ, ავტორებმა გამოსცეს ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ალბომი.

01 დეკემბერი 2023, 09:11
მსოფლიო
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსული საოკუპაციო ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ დონეცკის ოლქის ავდეევკის რაიონსა და ზაპოროჟიეში.