New York Times: რუსეთის სამხედრო დაზვერვა „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს საიდუმლოდ სთავაზობდა გასამჯელოს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის
ფოტო: Jim Huylebroek for The New York Times
აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ აშშ-ის „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს საიდუმლოდ სთავაზობდა გასამჯელოს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი ინფორმირებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ აშშ-მა დაასკვნა, რომ რუსული დანაყოფი, რომელიც ევროპაში მკვლელობების მცდელობებსა და საიდუმლო ოპერაციების ჩატარებასთან იყო დაკავშირებული, გასულ წელს „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს საიდუმლოდ სთავაზობდა გასამჯელოს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალებზე თავდასხმისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოკლეს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, გაურკვეველია, თუ რომელი მკვლელობა უკავშირდებოდა რუსეთის დაზვერვის ამ ოპერაციას.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაზვერვის მონაცემები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეატყობინეს. მიმდინარე წლის მარტში ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს და რიგი საპასუხო ზომებიც შეამუშავეს, თუმცა საბოლოო საპასუხო ზომა დამტკიცებული არ ყოფილა.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, ამ საკითხზე სადაზვერვო მონაცემები დაკავებული ავღანელი მეომრების დაკითხვებს ეფუძნება. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ამ ოპერაციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ოფიციალურ წყაროებს არ დაუზუსტებიათ.
ამასთანავე, წყაროები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დაზვერვა დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები ავღანელ მეომრებს ფულს სთავაზობდნენ ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის, ამ ეტაპზე ჯერ გაურკვეველია, თუ რუსეთის ხელისუფლების რა დონეზე იყო ეს ოპერაცია სანქცირებული და რა იყო მისი საბოლოო მიზანი.
აშშ-ის მთავრობის შეფასებით, ამ ოპერაციის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი 29155 იდგა, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში იყო ჩართული.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 17:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. ეს სასაცილო და უსასრულო ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს
სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო საკუთარ დიზელის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით მწყობრიდანაა გამოსული.
21 სექტემბერი 2026, 17:11
თემა
მემარცხენე პარტიის გამარჯვებამ ბერლინში ბიზნეს-სექტორი შეაშფოთა
ბიზნესმენები შიშობენ, რომ მსხვილი საბინაო კომპანიებისადმი მემარცხენეების ექსპროპრიაციული გეგმების გამო შექმნილმა გაურკვევლობამ შეიძლება წლები გასტანოს. გერმანიაში მოქმედმა ებრაელთა ცენტრალურმა საბჭომ მოწოდება გაავრცელა, რომ მემარცხენე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მიეცეს.
21 სექტემბერი 2026, 17:02
თავდაცვა
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს. ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.
21 სექტემბერი 2026, 16:43
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 სექტემბერი 2026, 16:36
თავდაცვა
აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
21 სექტემბერი 2026, 16:34
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
21 სექტემბერი 2026, 16:24
სამართალი
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
21 სექტემბერი 2026, 16:09
მსოფლიო
ტრამპი რამდენიმე მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე: თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში
„თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას, მე მას ძალიან ვაფასებ. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც კიბოსავით გავრცელდა ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უკონტროლო მოვლენა. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და უნდა შეჩერდეს, ახლავე!“ - დაწერა ტრამპმა.
21 სექტემბერი 2026, 15:51
რეგიონი
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით
21 სექტემბერი 2026, 15:47
მსოფლიო
Politico, CNN-ი და MS NOW თეთრ სახლში ჟურნალისტების არდაშვების გამო ტრამპს უჩივიან
„დღეს დილით მთავრობას ვაცნობეთ, რომ შეგვაქვს სარჩელი აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დასაცავად და იმ პრინციპის დასამკვიდრებლად, რომლის მიხედვითაც მთავრობას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რა უნდა გააშუქოს ან გამოაქვეყნოს პრესამ“, - აცხადებენ მედიაორგანიზაციები.
21 სექტემბერი 2026, 15:45
მსოფლიო
იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო
იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 6 პრეფექტურაში - იბარაკიში, ტიბაში, ტოკიოში, კანაგავაში, შიძუოკასა და საიტამაში ევაკუაციის რეკომენდაცია 1 908 645 ადამიანს მიეცა. ევაკუაცია სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
21 სექტემბერი 2026, 15:42
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 15:20
მსოფლიო
ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა
„გადაწყვეტილებამ, ფედერალური სიით არ დაეშვათ პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები, კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლის არჩევანი, რადგან საარჩევნო პროცესს ჩამოაცილა ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია ომის საწინააღმდეგო პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება
ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 15:03
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში
ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 14:43
საზოგადოება
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაული წირვის შემდეგ.
21 სექტემბერი 2026, 14:39
საზოგადოება
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა და რუსთავისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა არ მიუღია. მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 14:37
სამართალი
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. სასამართლო სხდომაზე კანონდამრღვევები არ მივიდნენ.
21 სექტემბერი 2026, 14:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა საქართველოსთვის ერთი მთავარი და საკმაოდ უხერხული რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: კრემლის პოლიტიკური სისტემა არ ქრება და მისი საგარეო კურსის სწრაფ ცვლილებაზე გათვლა ილუზიაა“, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 14:31
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.


