09 იანვარი 2021, 17:54 / სანდო წყარო

კამერუნში ტერორისტულ თავდასხმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ კამერუნში, ერთ დღეში მომხდარ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან, - ამის შესახებ Anadolu წერს.

თავდასხმები მაიო-ცანაგას დეპარტამენტში, შუაღამისას მოხდა. კამერუნის კომუნიკაციის მინისტრის, რენე ემანუელ სადის განცხადებით, თავდასხმების ორგანიზატორი დაჯგუფება ბოკო ჰარამია.

არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კონკრეტული ჯგუფების სავარაუდო მარგინალიზაციის გამო დაიწყო, 2016 წლის ბოლოს გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ კონფლიქტს შედეგად მოჰყვა სერიოზული უფლებადარღვევები როგორ სამთავრობო ძალების, ასევე – ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან.

2020 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს მიეკუთვნებოდა თვითნებური და უკანონო მკვლელობები როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე – შეიარაღებული ანგოლოფონი სეპარატისტების მიერ; იძლებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებთან, ასევე – ტერორისტულ ორგანიზაცია ბოკო ჰარამთან; უსაფრთხოების ძალებისა და ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან წამება; სეპარატისტებთან სავარაუდო კავშირში მყოფ ეჭვმიტანილთა ხანგრძლივი თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მთავრობის მიერ პერიოდულად დაწესებული შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე; მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და დევნის ფაქტები; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 21:36

მსოფლიო

IMF: პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი ეკონომისტის, გიტა გოპინატის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება.

26 იანვარი 2021, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 631 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 631 ადამიანი გარდაიცვალა.

26 იანვარი 2021, 21:08

რეგიონი

40 წლის შემდეგ პირველად, ბორჯომის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს, - ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

კორონავირუსი

26 იანვარი 2021, 21:04

COVID19

ბელგიაში 10 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 84%-ით იმატა

ექსპერტები ხელისუფლებას სკოლების დახურვისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაა აუცილებელი. ბოლო 10 დღის განმავლობაში ბელგიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა იმატა. ამ დროისათვის, კლინიკებში 1 958 პაციენტი მკურნალობს, მათგან 324-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

26 იანვარი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 134 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 იანვარი 2021, 20:46

საზოგადოება

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს

4 თებერვლიდან SkyUp Airlines-ი განაახლებს რეგულარულ ფრენებს კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო გზაზე და ფრენებს ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

ლევან ბეჟაშვილი

26 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი მელია-ხვიჩიას დაპირისპირებაზე: მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს

მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თავის თანაპარტიელ ნიკა მელიასა და „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:31

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 იანვარი 2021, 20:27

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო

მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

26 იანვარი 2021, 20:19

COVID19

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - წერს ზალკალიანი.

26 იანვარი 2021, 20:17

COVID19

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 იანვარი 2021, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

„საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის მეორედ არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:03

საზოგადოება

GWP: თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება

„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ“.

რომან გოცირიძე

26 იანვარი 2021, 20:02

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: გია ბარამიძეს რომ ვუთხრა: „თქვენ ბრძანდებით „ბურიდანის ვირი“ ან „ტროას ცხენი“, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე

„წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!“ - განაცხადა გოცირიძემ.

26 იანვარი 2021, 19:59

ეკონომიკა

ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა

2020 წლის დეკემბერში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 11.7 პროცენტიანი ზრდა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

26 იანვარი 2021, 19:55

პოლიტიკა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშს აქვეყნებს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ორგანიზაციაში საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

მიხეილ ჩხენკელი

26 იანვარი 2021, 19:51

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს

ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული, - აცხადებს საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

გიორგი ვოლსკი

26 იანვარი 2021, 19:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ რუსეთის წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები არ წარადგინა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებად შერაცხვის მცდელობა ამ პარტიის პოლიტიკური მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლენაა. გიორგი ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყოფილი მმართველი პარტიის იმ ქმედებებზე წერს, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი.

26 იანვარი 2021, 19:16

COVID19

მონაცემთა ნაკლებობის გამო, ჯანმო ორსულებს Moderna-ს ვაქცინის მიღებას არ ურჩევს

მონაცემთა ნაკლებობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორსულებს Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას არ ურჩევს.

ინდოეთი ფერმერები აქცია

26 იანვარი 2021, 19:10

მსოფლიო

დელიში ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი რეფორმები გააპროტესტეს

დემონსტრანტებმა პოლიციის ბარიკადები გადალახეს და დელის ისტორიულ წითელ ფორტში შეიჭრნენ. ისინი არც სამართალდამცველების მიერ გამოყენებულმა ცრემლსადენმა გაზმა შეაჩერა. ფერმერების ნაწილი აქციაზე ფეხით, ნაწილი კი ტრაქტორებით მივიდა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 1 დემონსტრანტი დაიღუპა.