www.imedi.ge /  15 აგვისტო 2021, 20:35 / სანდო წყარო

„თალიბებმა“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს

მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ქაბულის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ჟურნალისტის ინფორმაციით, სასახლის თანამშრომლებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის შეთანხმების თანახმად, სასახლეში ძალაუფლების გადაცემის ცერემონია უნდა გამართულიყო, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქვეყნის ძირითადი ქალაქებიდან დედაქალაქი ქაბული ახლა ერთადერთი ადგილია, რომელზეც მთავრობის კონტროლი ამ დრომდე ვრცელდებოდა, თუმცა, დედაქალაქის „თალიბების“ მიერ აღებას ჯერ არცერთი მხარე არ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე საათის წინ, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

23 ივლისი 2026, 22:41

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გააკრიტიკა ეკა გიგაური, რაც ის მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკა გიგაურის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა იმ საკითხებზე დაიწყო საუბარი, რაზეც, მისი თქმით, „ხალხის ძალა“ წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას.

კაია კალასი

23 ივლისი 2026, 22:38

მსოფლიო

კაია კალასი: შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - პუტინს იქ ვურტყამთ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა

შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - ის მოიცავს ფართომასშტაბურ ზომებს მოსკოვის საფინანსო სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგოსექტორის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ასაზრდოებს, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.

გიორგი ზერეკიძე

23 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ზერეკიძე სააკაშვილზე: ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, ცხოვრება დამიმახინჯეს და ისევ მე მოვყავარ კრიმინალის მაგალითად - არაფერს არ ნანობენ და შანსი რომ მიეცეთ ერთმანეთზე დაგვმარხავენ

ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს, - ამ სიტყვებით ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც მან ზერეკიძე მოიხსენია, როგორც - „ვერელი თინეიჯერი კრიმინალი“.

ანტონიუ გუტერეში

23 ივლისი 2026, 21:45

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი: ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის

ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტპნიუ გუტერეშმა.

მიხაილო ფედოროვი

23 ივლისი 2026, 21:12

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.

23 ივლისი 2026, 21:11

სპორტი

საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია. მზადება სოლიდარობის თასისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.

ონისე ოქრიაშვილი

23 ივლისი 2026, 20:38

საზოგადოება

თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიზიკური დაპირისპირება იყო მოსაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზეც. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის ერთ-ერთი პოდკასტი და იქ გახმიანებული გზავნილები გახდა.

23 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში და ჯარიმები - სასამართლოებმა რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.

23 ივლისი 2026, 20:37

ეკონომიკა

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი

23 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულის უკმაყოფილება ორგანიზაციის იმ ანგარიშმა გამოიწვია, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა შორის მისი გვარი ვერ მოხვდა.„ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციასა და გზავნილებს იწონებდნენ, ახლა კრიტერიუმების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 20:21

პოლიტიკა

თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს გერმანიაში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების ფონზე, ქართველი დიპლომატის მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაჯანსაღება და პოზიციების დაცვა იქნება. პარალელურად, თბილისში გერმანიის ახალ ელჩსაც ელოდებიან, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა. ნინი გოგიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

23 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სროლა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - ბრალდებული დაკავებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვანებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა.

23 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეკონომიკასთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სინგაპურში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირებსა და მსოფლიო დონის, გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩანგის“ აეროპორტის მმართველების დაინტერესება ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტით, ქართველი სტუდენტებისთვის გაჩენილი ახალი სასწავლო და დასაქმების შესაძლებლობები. კიდევ რა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა და რა სფეროებში გაღრმავდება თანამშრომლობა?

პაველ დუროვი

23 ივლისი 2026, 20:01

მსოფლიო

პაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 19:49

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია, რომელიც ტრამპს ავალდებულებს, ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს

წარმომადგენლთა პალატის წევრებმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდება, - წერს გამოცემა POLITICO.

23 ივლისი 2026, 19:27

კულტურა

ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციის Venezia Spotlight მონაწილეა

ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ „გურია“ არის ძალიან სასაცილო კომედია, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 ივლისი 2026, 19:19

მსოფლიო

ზელენსკი: ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით.

ჯაბა ხუბუა

23 ივლისი 2026, 19:18

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა. მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა

ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

23 ივლისი 2026, 19:00

მსოფლიო

გერმანული მედია: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველად ლიდერობს

ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 18:43

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება რიადისგან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვს, რასაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მხრიდან მოწონება მოჰყვა.