თეთრი სახლი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება განიხილოს
ფოტო: AFP
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება განიხილოს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.
„თუ პუტინი ნაბიჯს გადადგამს, ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან მეტი ჯარის, შესაძლებლობებისა და წვრთნების მოთხოვნა გაიზრდება და შეერთებული შტატები დადებითად უპასუხებს ამ მოთხოვნას“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან, მიიღო თუ არა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შემდგომი სამხედრო ესკალაციის გადაწყვეტილება, თუმცა იციან, რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლებლობას ამზადებს, რათა აღნიშნულ ესკალაციაზე წავიდეს.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ შემდგომი მოქმედების შესაძლებლობა გვაქვს, რაც არსებითი ეკონომიკური კონტრზომების მიღებას ითვალისწინებს ევროპელებისა და აშშ-ის მხრიდან. ეს მნიშვნელოვან და სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.
მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს. კერძოდ, სანქციები პუტინის ახლო გარემოცვას, ენერგომწარმოებლებსა და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან (საერთაშორისო გადახდის სისტემა) გათიშვას შეიძლება შეეხოს.
1-ელ დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა. 2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა და იანვრის ბოლოსთვის ფართომასშტაბური სამხედრო შეტევისთვის შეიძლება მოემზადოს.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 20:01
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი ახალი ენერგეტიკული კრიზისის პერსპექტივის წინაშე დგას მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან გაზის ბაზრები შეარყია
ევროკავშირი ახალი ენერგეტიკული კრიზისის პერსპექტივის წინაშე დგას მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან გაზის ბაზრები შეარყია, - წერს Euronews-ი.
04 მარტი 2026, 19:50
რეგიონი
რუსთავის საკრებულოში დამისამართების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა სამისამართო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
რუსთავის საკრებულოში, მაჟორიტარი დეპუტატები და ქუჩების დამისამართების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამისამართო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
04 მარტი 2026, 19:32
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს, ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.
04 მარტი 2026, 19:23
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან. ამ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება მოქალაქეების შერჩევა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები შეფერხებულია.
04 მარტი 2026, 19:18
რეგიონი
ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 19:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის.
04 მარტი 2026, 19:13
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები
ჩინეთმა ირანს, აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული „გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენება“.
04 მარტი 2026, 18:55
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.
04 მარტი 2026, 18:44
პოლიტიკა
შაქარიშვილი: პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ თითქოს საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, ამბობს, რომ „იმ ფონზე, როდესაც უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე 20-მდე ქვეყანა მოიცვა და ვითარება სულ უფრო მძიმდება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ცრუ ბრალდებების გაჟღერება არის ღალატი და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“
04 მარტი 2026, 18:40
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც მიიჩნევდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული სამხედრო ხომალდი საერთაშორისო წყლებში ჩაძირა.
04 მარტი 2026, 18:33
პოლიტიკა
ქადაგიძე ხიდაშელის განცხადებაზე: მიხვდით, რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?! თუ დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს?
გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო?, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა“.
04 მარტი 2026, 18:30
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, პროცესი კვლავ „ადრეულ“ ეტაპზეა - ამავდროულად, მან სამხედრო ძალისხმევის დაჩქარების გეგმები წარადგინა.
04 მარტი 2026, 18:28
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე MWC-ის ფარგლებში პორტუგალიის, ხორვატიის, ლიეტუვისა და სლოვენიის მარეგულირებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში პორტუგალიის, ხორვატიის, ლიეტუვისა და სლოვენიის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართეს.
04 მარტი 2026, 18:27
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: თუ ერთი კონკრეტული პირი თავის მოსაზრებას აფიქსირებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ იზღუდება
თუ ერთი კონკრეტული პირი თავის მოსაზრებას აფიქსირებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ იზღუდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 18:25
საზოგადოება
გერმანიაში International Media Marketplace-ზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაზე წარდგა.
04 მარტი 2026, 18:21
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას
ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
04 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში. იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც გუშინდელი
წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში მიგრაციის გავლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესები დღეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.
04 მარტი 2026, 18:13
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია იძიებს ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იძიებს თავდასხმას, რომელმაც ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა დაწყებით სკოლაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. ამასთან, თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად


