ბარსელონის ტერაქტის მთავარ შემსრულებელს ევროპის მასშტაბით ეძებენ
ფოტო: BBC
კატალონიელი ჩინოსნების თქმით, ტერორისტ მძღოლზე, რომელმაც 17 აგვისტოს ბარსელონაში 13 ადამიანი მოკლა, "ნადირობა" მთელი ევროპის მასშტაბითაა გამოცხადებული. პოლიციის თქმით, ტერორისტის იდენტიფიცირება მოხდა, თუმცა მის სახელს არ ასაჯაროებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სავარაუდოდ, ეს 22 წლის იუნეს აბუიაკუბია, რომელმაც CCTV-ის ცნობით ესპანეთი დატოვა და საფრანგეთში გაიქცა. პოლიცია განიხილავს ვერსიას, რომელშიც ტერაქტის შემდეგ 90 წუთში, აბუიაკუბი კლავს ესპანელს და მის ავტომობილს იპარავს.
Identificado el conductor del atentado de Barcelona
— Mossos (@mossos) August 21, 2017
გაზეთმა El Pais-მა გამოაქვეყნა სურათები, სადაც ჩანს, რომ იბუიაკუბის მსგავსი კაცი, ლა-ბოკერიას ბაზრიდან რამბლეს ქუჩისკენ მიემართება.
ტერაქტში ეჭვმიტანილი დანარჩენი 3 მაროკოელი - მუსი უკაბირი, საიდ ალი და მოჰამედ ჰიჩამი - მოკლულია. თავდასხმასთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი დაკავებულია.
კატალონიის ხელისუფლებამ უარყო ის ფაქტი, რომ 2 თვის წინ CIA-მ ტერაქტის გეგმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. "საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურთან მანამდე არანაირი კონტაქტი არ გვქონია" - განაცხადეს ბარსელონაში.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. მოგვიანებით, სატვირთო მანქანით უცნობი პირი პოლიციელებს დაეჯახა, რომლებიც პერიმეტრს იცავდნენ. დაშავდა ორი პოლიციელი.
იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაურა. დაშავდა 7 ადამიანი, მოგვიანებით ერთ-ერთი დაიღუპა. პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი მოკლა, მეხუთე მოგვიანებით გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონის რამდენიმე ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. კატალონიის პოლიციელების ცნობით, დაშავებულთა შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 13:37
ჯანდაცვა
სარჯველაძე: პაციენტებს ვერ უშველის თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხია ის, რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე
მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.
29 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
მედია: სომხეთში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ჩავიდა
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, შაჰინ მუსტაფაევი დელეგაციასთან ერთად სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს
ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. დავაკვირდეთ, გიგი უგულავას, არჩილ გამზარდიას და სხვებს, ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. იციან, რომ ამ განცხადებების გამო ქართველები შეაჩვენებენ, მაგრამ ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს
საქართველოს, დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი კრიტერიუმია აშშ-სთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ. მოვა მაისი და ვნახავთ
„ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადმოსახედიდან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს თავის საგარეო პოლიტიკას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადასახედიდან. ჩვენ გვიხარია ის, რომ სახელმწიფო მდივნის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ცოდნით შედიან ნებისმიერ საუბარში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:27
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი" აღმოაჩინეს
მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).
29 აპრილი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას
ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის უნდა შეეგუოს, რომ იქნება იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ
დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე და გამოდის, რომ ახლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.
29 აპრილი 2026, 13:17
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, მაგრამ, ზოგიერთი მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, ხშირად ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებს
ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შესახებ.
29 აპრილი 2026, 13:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან
პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა, ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და ისტერიის დათესვასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:15
მსოფლიო
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი და კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობა.
29 აპრილი 2026, 13:14
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ - მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის
იგივე ითქმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოსდა მხოლოდ ფასებზე ვსაუბრობდით მშობლებთან შეხვედრების დროს. არა, მსგავსიც არაფერი ყოფილა. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთბობას ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, ეს აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზეც“, - განაცხადა მინისტრმა.
29 აპრილი 2026, 13:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი - არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ქართველები
„კარგია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თვე, რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ არავის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ, მით უმეტეს, არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ქართველები არ ვართ. თუკი ეს არის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა ამას სჭირდება სათანადო პასუხი, იმიტომ რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს
„ზუსტად ამას ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. ეს არის თვითმიზნობის შედეგი. ევროკავშირში წევრობა თუ არის თვითმიზანი, ნიშნავს, რომ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამიტომაც, სწორედ ამ გაგებით, ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი, უფლება, თავად განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინასა და მოლდოვას, როგორც პირობას, უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:11
პოლიტიკა
პაპუაშვილი რადიკალებზე: ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია. არადა პირიქითაა - რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან
ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომელიც ქართულ რეალობას მოწყვეტილია. ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის. რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
29 აპრილი 2026, 13:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი?
წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალურად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით "ქართველ ხალხთან" - კობახიძეს "ღალატში" დასდო ბრალი? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
29 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება
განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
29 აპრილი 2026, 12:52
პოლიტიკა
პრემიერი: ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში
„სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან სპეციფიკური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
29 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში - მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს და ფეხბურთის ფედერაციას
განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
29 აპრილი 2026, 12:45
პოლიტიკა
აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ჩერგოლეიშვილს: ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი? - საინტერესო სტრატეგიაა, ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ქუთაისელებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც ფანქველაშვილი ამბობს, მათ 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და თამარ ჩერგოლეიშვილმა იქაც შოუ დადგა. მისივე თქმით, მან ოპოზიციური ამომრჩევლების კითხვებს არ უპასუხა და „ნერვების აფეთქება და სცენის მოწყობა დაიწყო“.


