imedi /  27 დეკემბერი 2023, 20:39 / სანდო წყარო

The New York Times: ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისათვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად - უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო

ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისათვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად - უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო, - წერს სერჟ შმემანი, გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი სტატიაში სათაურით უკრაინას არ სჭირდება მთელი თავისი ტერიტორია პუტინის დასამარცხებლად.

"გაზეთ The New York Times-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩუმად მიუთითებს მზადყოფნაზე უკრაინაში ომის გაყინვისთვის, საეჭვო და მაპროვოცირებელიც არის. ბევრი გამაფრთხილებელი მომენტია: ზავი ვლადიმირ პუტინის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/5-ს მოაქცევს. პუტინი არ არის სანდო. მას შეუძლია გამოიყენოს ხანგრძლივი მოლაპარაკებები თავისი ძალების გასაძლიერებლად განახლებული შეტევისთვის, ან დასავლელი კანონმდებლების დასამშვიდებლად უკრაინისთვის დახმარების შემცირების მიზნით. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ პუტინი სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს, უკრაინამ არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, დაასრულოს სისხლისღვრა. დაბრუნებული ტერიტორია ამ ომში გამარჯვების ერთადერთი საზომი არ არის", - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ფრონტი ფიტავს უკრაინის რესურსებსა და ადამიანურ რესურსს, უახლოეს მომავალში ცვლილებების დიდი პერსპექტივის გარეშე.

"მაგრამ ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა [უკრაინისათვის] საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად. უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ არის ინტეგრირებული დასავლეთში. ეს იქნებოდა ზუსტად ის, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ გასაგები მიზეზების გამო, ზავის შესახებ ნებისმიერი საუბარი რთულია ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.

"მისთვის ძალზე მტკივნეული და პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება ბრძოლის შეწყვეტა რუსეთის დასჯის გარეშე და ამდენი უკრაინული მიწის რუსეთის კონტროლის ქვეშ დატოვება. [...] მაგრამ ზავის საკითხის შესწავლა არ ნიშნავს განზე გასვლას. პირიქით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მაშინაც კი, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, რუსეთზე სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად. [...] ბრძოლის შეწყვეტა არ არის პუტინისთვის გამარჯვების მინიჭება. უკრაინა და მსოფლიოს დიდი ნაწილი არ მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიას", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ "გასაგებია, რომ ჩიხში შესულ სამხედრო ოპერაციაში გაუთავებელი რესურსების ჩადების პერსპექტივა წინააღმდეგობას გამოიწვევს. სკეპტიკოსებს გაუჭირდებათ დამატებითი დახმარების ეჭვქვეშ დაყენება, თუ იქნება ბრძოლის შეწყვეტის პერსპექტივა და უკრაინის აღდგენაზე გადასვლა".

ყველა სიახლე

11 ივნისი 2026, 23:20

სპორტი

ხულიან კინიონესმა მექსიკის ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა

მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გავიდა. მატჩის ანგარიში მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა გახსნა.

11 ივნისი 2026, 23:07

პოლიტიკა

ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება

ნანა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.

11 ივნისი 2026, 22:32

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა

საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

11 ივნისი 2026, 22:31

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა, ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მწვრთნელებმა, ხავიერ აგირემ და ჰუგო ბროსმა, თავიანთი შემადგენლობები უკვე დაასახელეს.

11 ივნისი 2026, 22:01

სპორტი

მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო - მექსიკა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება

მეხიკოს სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 21:40

მსოფლიო

ტრამპი: იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.

ვიქტორ ჯაფარიძე

11 ივნისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივნისი 2026, 21:16

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.

11 ივნისი 2026, 21:08

მსოფლიო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს

ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.

11 ივნისი 2026, 20:54

ეკონომიკა

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი - საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

11 ივნისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ტექნიკური შეხვედრა ევროკომისიასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით წავიდა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა - „დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია“.

11 ივნისი 2026, 20:40

ეკონომიკა

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.

11 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. უკვე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა.

11 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

ოპოზიციის ავტოკრატია - „ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და დაუსრულებელი შიდაკონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და ავტოკრატია ოპოზიციაში. სააკაშვილის მიერ დაანონსებული პარტიული განახლება თავმჯდომარის ჩანაცვლება აღმოჩნდა.

11 ივნისი 2026, 20:18

სამართალი

ბრძოლა უკანონო ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს. ხელისუფლება მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო ბიზნესაქმიანობა და ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ მოხმარება დასჯადია. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

11 ივნისი 2026, 20:13

სამართალი

ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია და ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ათეულობით ადგილას ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია. ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება ათეულობით ადგილას ჩატარდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აჭარაში დააკავეს.

ილონ მასკი

11 ივნისი 2026, 19:59

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.

11 ივნისი 2026, 19:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.

მარიამ ქვრივიშვილი

11 ივნისი 2026, 19:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.