08 მარტი 2026, 14:56 / სანდო წყარო

ალი ლარიჯანი აზერბაიჯანს პროვოკაციების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება

ალი ლარიჯანი

ალი ლარიჯანი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აზერბაიჯანს პროვოკაციების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. ალი ლარიჯანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, შესაბამის პასუხს გასცემენ.

„ჩვენ აზერბაიჯანთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ თუ ამ ქვეყნიდან ირანის წინააღმდეგ შეთქმულება ან ფრენები განხორციელდება, ჩვენ ამას ვუპასუხებთ“, - განაცხადა მან.

5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელდა თავდასხმა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

ყველა სიახლე

08 მარტი 2026, 23:32

კულტურა

9-11 მარტს უზბეკეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 9-11 მარტს, უზბეკეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.

ლუკა ჯავახიშვილი

08 მარტი 2026, 23:04

სპორტი

ლუკა ჯავახიშვილი ზემო ავსტრიის გრან-პრის ვიცე ჩემპიონია

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ.

ტატო გრიგალაშვილი

08 მარტი 2026, 23:04

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქრო მოიპოვა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

08 მარტი 2026, 22:51

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი - რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია

მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

08 მარტი 2026, 22:40

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი ლიდერი აშშ-ის თანხმობის გარეშე „დიდხანს ვერ გასტანს“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ირანის ახალი ლიდერი აშშ-ის თანხმობის გარეშე „დიდხანს ვერ გასტანს“. „მას მოუწევს ჩვენგან დასტურის მიღება,“ - განუცხადა ტრამპმა ABC News-ს ინტერვიუში.

08 მარტი 2026, 22:22

კულტურა

ეძღვნება რუსუდან ჩხაიძეს - დედა-შვილობის სიყვარულის ისტორია ანრი ჯოხაძისგან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირის“ ეს რეპორტაჟი ეძღვნება რუსუდან ჩხაიძეს, ანრი ჯოხაძის დედის ხსოვნას.

08 მარტი 2026, 22:10

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის მერმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონსტანტინე ბუზალაძემ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 8 მარტი იმ ქალბატონებს მიულოცა, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

08 მარტი 2026, 22:00

საზოგადოება

მორატორიუმი ოთხფეხა მეგობრების დასაცავად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აკრძალვა ძალაში შედის პირველი ივლისიდან. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ანდრაშ ლასლო

08 მარტი 2026, 21:54

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: უხერხული დამთხვევაა, რომ ნავთობის მიღების ხაზი შეფერხებულია წინასაარჩევნოდ. ოპოზიცია კი უნგრეთის ინტერესებზე არაფერს ამბობს - ზელენსკის იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ქაოსით არჩევნებში ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაეხმარება

პრეზიდენტი ზელენსკი სხვადასხვა თეორიას გვთავაზობს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ აღწევს ნავთობი უნგრეთამდე. იანვრის ბოლოს, რუსული იერიშისას უკრაინაში მდებარე სადგური, კიევის მტკიცებით, საგრძნობლად დაზიანდა. ჩვენ ვიცით რომ ეს ტყუილია. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იყო თავდასხმა ნავთობსადენის მომსახურე ერთ-ერთ სადგურზე, ჩვენ გვაქვს სატელიტური მასალა, რომელიც პრემიერმა ორბანმა გაასაჯაროვა, ამ მასალით კი დასტურდება, რომ იერიშის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა, აფეთქება მის ახლოსაც კი არ ყოფილა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

08 მარტი 2026, 21:45

პოლიტიკა

უნგრეთი - ზელენსკის სამიზნე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევრობიუროკრატიამ ორბანის ნიადაგზე მოსვენება დაკარგა - უნგრეთის პრემიერის პოზიცია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მუხრუჭად იქცა ომის დაფინანსების, ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებების გახანგრძლივების და ნახევარი ევროპის ცეცხლში გახვევის მომხრე იმ კავშირისთვის, რომელიც სულ უფრო შორდება ევროპულ ღირებულებებს და ბევრის შეფასებით საბჭოთა კავშირს ემსგავსება.

08 მარტი 2026, 21:37

პოლიტიკა

ბორის ჯონსონს დასანქცირებაზე საუბრისას ინტერვიუში „იმედი“ და „პოსტივი“ არ უხსენებია - „იმედის კვირის“ მიერ აღმოჩენილი დეტალი „ინდეფენდენს ავენიუ მედიას“ მიერ გავრცელებულ კომენტარში

„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების შესახებ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის კომენტარში, რომელიც „ინდეფენდენს ავენიუ მედიამ“ გაავრცელა, საინტერესო დეტალი აღმოაჩინა - მისი ინტერვიუს 24-წამიან ჩანაწერში ბორის ჯონსონი არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც „პოსტივის“ ახსენებს.

ირაკლი კირცხალია

08 მარტი 2026, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ბორის ჯონსონის ინტერვიუზე: სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც, ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრატია და დაინტერესებული ძალები დაჭრილად, დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს საზოგადოებისთვის და აქ თავიანთი აგენტურისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

08 მარტი 2026, 21:34

მსოფლიო

ცხელი წერტილი - „იმედის კვირა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე

ირანი, ისრაელი, ერაყი, იორდანია, ლიბანი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კვიპროსი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სირია - სულ რამდენიმე დღეში ომის ექო და სიმძიმე 15 ქვეყანაში იგრძნეს.

ირაკლი კობახიძე

08 მარტი 2026, 21:22

პოლიტიკა

პრემიერი „იმედის” და „პოსტივის” დასანქცირებაზე: ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი

ეს არის, არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების - “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე საუბრისას.

08 მარტი 2026, 21:15

პოლიტიკა

რა ფასი აქვს ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის თავისუფალ სიტყვას და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს - ომი ცენზურის დასაკანონებლად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თავისუფალი სიტყვისა და მედიის უზურპატორი - ასე მოიხსენიეს სტარმერის ხელისუფლება საკუთარმა მოქალაქეებმა „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირების გამო. ოფიციალური ლონდონი კი კვლავ დუმილის რეჟიმშია, თუ არ ჩავთვლით საგარეო უწყების სრულიად არაფრის მთქმელ განცხადებას.

თენგიზ შარმანაშვილი

08 მარტი 2026, 21:06

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ეს გაერთიანება არანაირი გაერთიანება არ არის, ეს უბრალოდ კონფიგურაციის გადალაგებაა

ადვილი ამოსაცნობია, რომ ეს ერთი შემადგენლობაა, ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ნარატივის გამავრცელებელი, რომელთა ამოცანაც არის მხოლოდ ერთი, დესტაბილიზაცია და არეულობა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.

08 მარტი 2026, 21:03

პოლიტიკა

„ისინი ყველაფრის ცენზურას ცდილობენ, მათ არ სურთ სიტყვის თავისუფლება“ - რას ფიქრობენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები მათი მთავრობის მიერ ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე. „იმედის კვირის“ გამოკითხვა ლონდონის ქუჩებში

„იმედის კვირამ“ წერილით მიმართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანს და ვიდრე პასუხს მიიღებს, ლონდონში ჰკითხა მოქალაქეებს, იციან თუ არა, რომ ორი ქართული მაუწყებელი დაასანქცირა ბრიტანეთმა და არის თუ არა ეს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

ლევან მაჭავარიანი

08 მარტი 2026, 20:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მავნებლები აგრძელებენ მავნებლობას, ზუსტად ანალოგიურს, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც ოპოზიცია საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით სანქციების არიდების კუთხით

მავნებლები აგრძელებენ მავნებლობას, ზუსტად ანალოგიურს, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც ეს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი მდიდარი „ენჯეოებით“ საქართველოს აბრალებდა, თითქოს „შავი ხვრელი“ ვიყავით სანქციების არიდების კუთხით, თითქოს, რაღაც ტიპის დახმარებას ვუწევდით რუსეთს შეიარაღების ნაწილში - აბსურდები, რასაც აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას იქიდან გამომდინარე, რომ აქეთაც გადმოსულიყო ცეცხლის რკალი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი კვირა“.

08 მარტი 2026, 20:40

პოლიტიკა

ნინო ლომჯარიას საიდუმლო ვიზიტი გერმანიის საელჩოში და ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თხოვნა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის“ ეთერით მილიონობით ადამიანმა შეიტყო ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საიდუმლო ვიზიტის შესახებ გერმანიის ელჩთან.

გოგა ხაინდრავა

08 მარტი 2026, 20:24

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორებზე: არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან, საქართველოს ინტერესებთან არ აქვთ. ეს არის დავალება და ამ დავალებას ასრულებენ

არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან, საქართველოს ინტერესებთან არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებების ავტორებზე საუბრისას საუბრისას.