ზელენსკი: ტრამპი პუტინის შესაჩერებლად ვერ ხედავს სხვა გზას, გარდა დონეცკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანისა
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ომის შესაჩერებლად უკრაინაზე წნეხს ახორციელებენ და ითხოვენ, რომ უკრაინულმა ჯარმა ტერიტორიები დატოვოს.
გამოცემა Axios-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ქალაქ მაიამიში გამართული მოლაპარაკებები უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს შორის უშედეგოდ დასრულდა.
მისი განცხადებით, ირანში კონფლიქტის დასრულების შემდეგ ამერიკული ადმინისტრაცია უკრაინაზე წნეხს განაახლებს, რათა რუსეთთან ომის დასასრულებლად კიევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა აიძულოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულება სურს. ჩემი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საამისოდ მხოლოდ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. ისინი პუტინის შესაჩერებლად სხვა საშუალებას ვერ ხედავენ, ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარების გაყვანის გარდა. რატომ უნდა გადავიხადოთ ამის ფასი ჩვენ? ჩვენ აგრესორები არ ვართ. მაშფოთებს ის, რომ სინამდვილეში ვერავინ აფასებს ასეთი გადაწყვეტილების საფრთხეს“, - თქვა ზელენსკიმ.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 13:01
სამართალი
შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს.
31 მარტი 2026, 12:58
პოლიტიკა
სადღობელაშვილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებაზე: აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
„ბოლო დღეებში აშკარაა, როგორ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებას - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა მელანია ტრამპ-ის მიწვევით და რაც ყველაზე საინტერესოა ამ თემის აქტუალურობა საეჭვოდ არ იკარგება! თითქოს “ვიღაცა” სერიოზულად გაღიზიანდა აღნიშნული ვიზიტით და ამ ვიზიტის დინამიური შედეგებით. თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს - შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“.
31 მარტი 2026, 12:55
სამართალი
სუს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:54
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა კი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა. 2026 წლის 28 მარტს, მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული, მოძრავი სახერხი დანადგარის გამოყენებით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებასა და ფიცრების დამზადებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 მარტი 2026, 12:53
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა
„მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც - ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა და 1,026.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამორიცხვით) 659.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 70.0%-იანი ზრდაა“.
31 მარტი 2026, 12:52
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა
ხაშურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:45
მსოფლიო
კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:45
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.
31 მარტი 2026, 12:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს
„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
31 მარტი 2026, 12:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
31 მარტი 2026, 12:37
პოლიტიკა
კირცხალია: 31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა
31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
31 მარტი 2026, 12:29
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით წარადგინა.
31 მარტი 2026, 12:27
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
31 მარტი 2026, 12:26
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.
31 მარტი 2026, 12:08
მსოფლიო
AP: აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ
აშშ-ში ერთ გალონ ბენზინზე ფასი 4 დოლარს გადასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 12:03
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა
,,1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.
31 მარტი 2026, 11:58
კულტურა
სელინ დიონმა სცენაზე დაბრუნების შესახებ განაცხადა
„წელს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარს მივიღებ. მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე თქვენთან და ამ შემოდგომიდან კვლავ ვიმღერო თქვენთვის პარიზში“, - განაცხადა დიონმა ფრანგული ტელეარხის, France 2-ის ეთერში. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ „საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს“ და თავს კარგად გრძნობს. „მე ისევ ვმღერი და ცოტას ვცეკვავ კიდეც“, - თქვა მან.
31 მარტი 2026, 11:47
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი მზადაა ირანთან ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უთხრა, რომ ის მზადაა ირანში სამხედრო კამპანია დაასრულოს ისე, რომ ჰორმუზის სრუტე არსებითად ჩაკეტილი დარჩეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 11:36
რეგიონი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან განიხილეს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში პროგრამის განხორციელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზებულად წარმართვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
31 მარტი 2026, 11:26
ტექნოლოგიები
იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება
ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.


