დონალდ ტრამპი: მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის მოკავშირეები, რომლებიც ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში არ ჩაერთნენ. მორიგი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა და ქვეყნებს ჰორმუზის სრუტეში მისვლის და საწვავის „აღებისკენ“ მოუწოდა.
„ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გამო ვერ იღებს საწვავს, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის ხელისუფლებისთვის თავის მოკვეთის ოპერაციაში მონაწილეობაზე - თქვენთვის შემოთავაზება მაქვს: ნომერი 1: იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს. ნომერი 2: მოიკრიბეთ ცოტაოდენი დაგვიანებული გამბედაობა, მიდით სრუტესთან და უბრალოდ წაიღეთ!
მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული საქმე უკვე გაკეთებულია. წადით და აიღეთ თქვენი საკუთარი ნავთობი!“, - წერს ტრამპი.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 16:59
რეგიონი
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
31 მარტი 2026, 16:58
საზოგადოება
კობა კობალაძემ ავსტრალიის ვეტერანთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებს უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ავსტრალიის თანამეგობრობის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ვეტერანების ეროვნული გაერთიანების, ქალაქ ჯუნის წარმომადგენლობის პრეზიდენტთან, გრეგორ ზახაროვთან და მის ვაჟთან ავსტრალიის თანამეგობრობის სამხედრო საპენსიო კორპორაციის, კერძოდ, ვეტერანთა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთან, დევიდ ზახაროვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
31 მარტი 2026, 16:56
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 16:56
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას ვაგრძელებთ
„დღეს, განათლების მინისტრთან ერთად, ვიმყოფებოდით თბილისის რამდენიმე სკოლაში, სადაც მოსახლეობას აწუხებს სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ოპერატიულად მივიღეთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც ნაძალადევის რაიონს, ასევე დიდ დიღომს, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას“, - აღნიშნა მინისტრმა სკოლების დათვალიერების შემდეგ.
31 მარტი 2026, 16:53
მსოფლიო
ჰეგსეტი ნატოზე: ვერ გექნებათ ძლიერი კავშირი, თუ გყავთ ქვეყნები, რომლებიც საჭიროების ჟამს გვერდში არ ამოგიდგებიან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას ირანთან ომში მხარს არ უჭერენ.
31 მარტი 2026, 16:31
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო
ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
31 მარტი 2026, 16:30
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 16:29
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
31 მარტი 2026, 16:12
მსოფლიო
კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტსა და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტსა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე მიმდინარეობს, თუმცა მან არ იცის, როდის იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები.
31 მარტი 2026, 16:01
სამართალი
გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია, ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
31 მარტი 2026, 16:00
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დეპუტატის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება.
31 მარტი 2026, 16:00
პოლიტიკა
მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას
პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას და ხაზგასმით აღნიშნა ის, თუ რა როლს ასრულებდა საქართველოს პატრიარქი ერის გაერთიანებისა და რწმენის გაძლიერების საქმეში.
31 მარტი 2026, 15:51
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ შეიქმნა
სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ესწრებიან, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ („Patriots for Europe in Congress“) შეიქმნა.
31 მარტი 2026, 15:37
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ თვითმფრინავებს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. აშშ ამას დაიმახსოვრებს
„საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ თვითმფრინავებს, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობით იყო დატვირთული, თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. საფრანგეთი ძალიან უსარგებლო აღმოჩნდა „ირანის ყასბისადმი“ პატივისცემით, რომელიც წარმატებით იყო ლიკვიდირებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს“, - წერს ტრამპი
31 მარტი 2026, 15:16
პოლიტიკა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
31 მარტი 2026, 15:06
პოლიტიკა
ქადაგიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ „მოსკოვის მექანიზმით“ მოგვილოცა ეს დღე - ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა კონტროლის ქვეშ აიყვანონ
31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები საქართველოს და "მოსკოვის მექანიზმით" მოგვილოცა ეს დღე - გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას.
31 მარტი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ რთულია ზეგავლენის მოპოვება საზოგადოებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია
ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ერმა დაკარგა უძვირფასესი ადამიანი ჩვენი პატრიარქი ილია II. ჩვენი ეკლესიის და მთელი ერის მამა, ადამიანი, რომელმაც 69 წლიანი ბერული ცხოვრებისა და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში მოწამებრივი და მოციქულებრივი ღვაწლით მთელი სიმძიმით იტვირთა ჩვენი ერისა და ქვეყნის სულიერი ტვირთი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
31 მარტი 2026, 15:05
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა საერთო მწუხარება გაიზიარეს, ამ დროს, ისინი, ვინც ევრო ბიუროკრატიიდან ტოლერანტობას და დემოკრატიას გვასწავლიან, მათგან ერთი სამძიმრის წერილიც კი ვერ მივიღეთ
„დღეს არის 31 მარტი, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების დღე და მინდა, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. და სწორედ დღევანდელ დღეს მინდა ვისურვო და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს პატრიარქი, რომელიც გააგრძელებს ილია II-ის გზას, გააგრძელებს ერის სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე ზრუნვას და შეეწევა ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ურთულეს დროში, როდესაც დანაღმულ ველს ჰგავს მთელი მსოფლიო მშვიდობით, სიბრძნით, გონიერებით, მოთმინებით, ერთობით გავიდეთ სამშვიდობოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
31 მარტი 2026, 14:55
საზოგადოება
კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
„გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი”, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.


