მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას და ხაზგასმით აღნიშნა ის, თუ რა როლს ასრულებდა საქართველოს პატრიარქი ერის გაერთიანებისა და რწმენის გაძლიერების საქმეში.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პატრიარქის მოწოდება - გწამდეთ და გიყვარდეთ, რეალობად იქცა და ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა, როცა ერი გაერთიანდა და მდუმარედ, მიუხედავად ყველაფრისა, ერთად იდგა პატრიარქისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატად.
„მოგესალმებით მეგობრებო, 17-22 მარტის დღეები აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც მწუხარების და ამავდროულად, ბედნიერების დღეები. მწუხარების იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან გავაცილეთ საქართველოს პატრიარქი და ბედნიერების იმიტომ, რომ თავად პატრიარქის დიდი სურვილი იყო ქართველი ერის გაერთიანება სიყვარულისა და რწმენის გარშემო.
სწორედ მისი სიტყვებია - გწამდეთ და გიყვარდეთ. ის ამ ყველაფერს მოესწრო. სწორედ ამ დღეებში ქართველმა ხალხმა გააცოცხლა საქართველოს ისტორია და მსოფლიოს შეახსენა, რომ 100 000 მოწამის მაგალითი რეალურია და არა მხოლოდ ამონარიდი საქართველოს ისტორიიდან, როგორც ამას ზოგიერთი ვაი ქართველი ამბობს. რეალურია ყველა ის მეფე თუ წმინდანი, რომელთა გარშემო ერთიანდებოდა მთელი ერი. სწორედ ეს აშინებდა ყოველთვის ჩვენს მოწინააღმდეგეს და სწორედ ამიტომ ებრძოდა ეკლესიას და ტრადიციებს.
ამ დღეებში ქართველმა ხალხმა ყველაზე მაღლა დააყენა რწმენა და სიყვარული. საქართველოსთვის ამ დროს სულერთი იყო ამინდი და დრო. მთავარი მიზანი იმ ადამიანისათვის პატივის მიგება იყო, რომელმაც თავისი ამ ქვეყნიდან გასვლითაც კი, ერი გააერთიანა სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულის გარშემო. სწორედ ამ დღეებში ქართველი ხალხის გენეტიკამ იმძლავრა და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თავსმოხვეულ სიძულვილს სიყვარული დაახვედრა, მუქარას - მტკიცე ხასიათი, ჩხუბს და დაპირისპირებას - სიმშვიდე და თავმდაბლობა, შიშს- გამბედაობა, ხოლო წუთისოფელს, მარადიულობის განცდა დაუპირისპირა. სწორედ ამ ძალამ მოიყვანა დღემდე საქართველო.
სწორედ ასეთი ხალხი ქმნიდა საქართველოს ისტორიას და სწორედ ასეთი ხალხის ძალის ეშინოდა ყოველთვის მოწინააღმდეგეს, რომლის მთავარი მიზანი იყო შეესუსტებინა ეკლესია და ის ღირებულებები, რომელზეც იდგა საქართველოს სახელმწიფო. დღესაც, სწორედ ასეთი ქართველი ხალხის ძალამ და მისმა სწორმა არჩევანმა შეაშფოთა უცხოური ძალა და მისი აქაური წარმომადგენლები. შეშფოთდნენ, რადგან სწორედ პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი და რადგან ასეთი ღირებულებების მატარებელი პატრიარქის მიმართ ქართველმა ხალხმა გამოხატა პატივისცემა და სიყვარული, საათობით იდგა რიგში მდუმარედ და მშვიდად, ამინდის და დროის მიუხედავად.
ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი ხალხი არც ცალ ფეხზე დადგება, არც ოჯახურ ღირებულებებს დათმობს, არც უსამართლო რეზოლუციების შეეშინდება და არც იმ ქრისტიანულ ღირებულებებზე იტყვის უარს, რომლებიც საფუძვლად დაედო ქართულ და ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ჯერ კიდევ 2022 წელს ვთქვით, რომ საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული შავი ღრუბელი შექმნეს ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“. ომში ჩართვაზე უარისა და 17 მაისს გეი აღლუმის ჩატარებაზე უარის შემდგომ, არაერთი რეზოლუცია თუ განცხადება გაკეთდა საქართველოს წინააღმდეგ. დაგვაბრალეს, რომ ვართ ჩამორჩენილები, რადგან საქართველოში ბომბები არ ცვივა და კაცების ქორწინებას არ ვაკანონებთ. ალბათ ბევრი მტკიცება არ დასჭირდება იმას, რომ 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციასა თუ განცხადებას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე, მონური ფსიქოლოგიით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას. სამაგიეროდ, ორ ფეხზე მდგომი, საათობით დაელოდება თავისი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღებას სამშობლოს დასაცავად,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 17:23
საზოგადოება
მამა მირიან მიქაძე: ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით, თუ ტაქტიკით, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს
როგორც მე ვიცი და მწამს, ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით, თუ ტაქტიკით, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს, - განაცხადა მამა მირიან მიქაძემ.
31 მარტი 2026, 17:14
პოლიტიკა
გორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრები მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების გამო. მისივე თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების ყოფნა, მათი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა, რადგან ისინი ერთი წლის მანძილზე შატალოზე იმყოფებოდნენ.
31 მარტი 2026, 17:13
მსოფლიო
AP: 730 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბაში ჩავიდა
730 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბის საპორტო ქალაქ მატანსასში შევიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 17:10
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება
„მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს.
31 მარტი 2026, 16:59
რეგიონი
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
31 მარტი 2026, 16:58
საზოგადოება
კობა კობალაძემ ავსტრალიის ვეტერანთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებს უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ავსტრალიის თანამეგობრობის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ვეტერანების ეროვნული გაერთიანების, ქალაქ ჯუნის წარმომადგენლობის პრეზიდენტთან, გრეგორ ზახაროვთან და მის ვაჟთან ავსტრალიის თანამეგობრობის სამხედრო საპენსიო კორპორაციის, კერძოდ, ვეტერანთა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთან, დევიდ ზახაროვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
31 მარტი 2026, 16:56
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 16:56
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას ვაგრძელებთ
„დღეს, განათლების მინისტრთან ერთად, ვიმყოფებოდით თბილისის რამდენიმე სკოლაში, სადაც მოსახლეობას აწუხებს სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ოპერატიულად მივიღეთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც ნაძალადევის რაიონს, ასევე დიდ დიღომს, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას“, - აღნიშნა მინისტრმა სკოლების დათვალიერების შემდეგ.
31 მარტი 2026, 16:53
მსოფლიო
ჰეგსეტი ნატოზე: ვერ გექნებათ ძლიერი კავშირი, თუ გყავთ ქვეყნები, რომლებიც საჭიროების ჟამს გვერდში არ ამოგიდგებიან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას ირანთან ომში მხარს არ უჭერენ.
31 მარტი 2026, 16:31
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო
ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
31 მარტი 2026, 16:30
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 16:29
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
31 მარტი 2026, 16:12
მსოფლიო
კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტსა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე მიმდინარეობს, თუმცა მან არ იცის, როდის იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები.
31 მარტი 2026, 16:06
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფია ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ შეღავათიან და ეკონომიურ ავტომობილს
მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად, ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს - შეღავათიანს, ეკონომიურს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.
31 მარტი 2026, 16:01
სამართალი
გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია, ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
31 მარტი 2026, 16:00
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დეპუტატის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება.
31 მარტი 2026, 15:51
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ შეიქმნა
სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ესწრებიან, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ („Patriots for Europe in Congress“) შეიქმნა.
31 მარტი 2026, 15:37
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ თვითმფრინავებს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. აშშ ამას დაიმახსოვრებს
„საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ თვითმფრინავებს, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობით იყო დატვირთული, თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. საფრანგეთი ძალიან უსარგებლო აღმოჩნდა „ირანის ყასბისადმი“ პატივისცემით, რომელიც წარმატებით იყო ლიკვიდირებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს“, - წერს ტრამპი
31 მარტი 2026, 15:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი მოკავშირეებს: მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით
„მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული საქმე უკვე გაკეთებულია. წადით და აიღეთ თქვენი საკუთარი ნავთობი!“ - წერს ტრამპი.


