imedi /  23 მარტი 2018, 21:07 / სანდო წყარო

ცნობილია, როგორ მოაგებინა ტრამპს არჩევნები Cambridge Analytica-მ

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 23 მარტს გამოაქვეყნა პრეზენტაცია, რომელიც კომპანია Cambridge Analytica-მ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბისთვის დაამზადა. Cambridge Alalytica-ს ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ 27-გვერდიანი დოკუმენტი ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კომპანიის ანგარიშია, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, რეკლამის საშუალებით, როგორ ლანძღავდნენ ჰილარი კლინტონს და აქებდნენ ტრამპს. 

პრეზენტაციის თანახმად, Cambridge Analytica-მ ტრამპის შტაბთან მუშაობა 2016 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ "რესპუბლიკელებს" შორის, ტრამპი ფავორიტი კანდიდატია. ამ მომენტისთვის, ტრამპის შტაბს არ გააჩნდა არანაირი მონაცემი საკუთარ ელექტორატზე, არანაირი სტრატეგია ინტერნეტში ქცევაზე და ასევე აღქმა, როგორ მუშაობს ონლაინ პოლიტიკური რეკლამა. 

Cambridge Analytica-მ ჩამოაყალიბა ძირითადი მონაცემები, რომელზეც კონცენტრაციაა საჭირო - იარაღის ქონის საკითხი, ეკონომიკა და მიგრანტები. სწორედ ამ თემებმა გამოიწვია ტრამპის ელექტორატში განსაკუთრებული ემოციები. Cambridge Analytica, Google-ის საძიებო ველში ათავსებდა სარეკლამო ბმულებს არამხოლოდ იმიტომ, რომ მათზე "დაექლიკათ", არამედ იმისათვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება ამა თუ იმ თემაზე, რადგან ფასიანი ბმული რელევანტობის შესაბამისად უფრო მაღლა ამოდის. 

მაგალითად, პრეზენტაციაში მითითებულია, რომ მოთხოვნაზე "ტრამპი ომი ერაყში", ჩნდებოდა ტრამპის ვებგვერდის სტატია სათაურით: "ჰილარი ერაყში ომს მხარს უჭერდა - ტრამპი წინააღმდეგი იყო". ეს ბოლომდე არ შეესაბამება სიმართლეს. კლინტონმა მართლაც მისცა ხმა ერაყში შესვლის ინიციატივას, როდესაც ნიუ-იორკის სენატორი იყო, მაგრამ ტრამპი თავდაპირველად უჭერდა მხარს ომს, ხოლო შემდგომ კი არ აკრიტიკებდა. მთლიანობაში, სამხედრო კომპანიის კრიტიკა მან მხოლოდ 2 წლის შემდეგ დაიწყო. 

როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, დოკუმენტში აღწერილი ყველა მეთოდი ლეგალურია. მასში აღნიშნავენ, რომ არჩევნების წინ ტრამპის შტაბმა რეკლამის განთავსება YouTube-ის მთავარ გვერდზე შეძლო - ყველაზე თვალსაჩინო ადგილას. თავდაპირველად ეს ადგილი კლინტონის შტაბის მიერ იყო დაჯავშნილი, თუმცა იქ იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ მის გამარჯვებაში, რომ ამაში ფული აღარ გადაიხადეს. 

პრეზენტაციის ცალკე სლაიდი ეძღვნება ნეგატიურ რეკლამას პოლიტიკურ გამოცემა Politico-ში. Politico თავის კომერციულ განყოფილებაში წერდა "კლინტონის ფონდის 10 უხერხულ ფაქტზე", ხოლო ამ სტატიის დემონსტრირება Politico-ს იმ მკითხველებზე ხდებოდა, სადაც ამომრჩევლები არ იყვნენ ჩამოყალიბებულები საკუთარ არჩევანში. 

როგორ გამოიყენეს Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემი არალეგალურად, რაშიც Camridge Anaytica-ს სდებენ ბრალს, პრეზენტაციაში არ არის აღნიშნული.

ყველა სიახლე

დავით ჩიხელიძე

31 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

31 ივლისი 2026, 13:17

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.

31 ივლისი 2026, 13:16

მსოფლიო

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.

ვახტანგ ცინცაძე

31 ივლისი 2026, 13:04

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

31 ივლისი 2026, 12:56

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ჯო’მაჯზე ლარი

31 ივლისი 2026, 12:43

მსოფლიო

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 12:37

რეგიონი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

31 ივლისი 2026, 12:16

მსოფლიო

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:58

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

31 ივლისი 2026, 11:48

მსოფლიო

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.

31 ივლისი 2026, 11:44

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:41

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.

31 ივლისი 2026, 11:39

საზოგადოება

,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.

31 ივლისი 2026, 11:32

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.

31 ივლისი 2026, 11:21

მსოფლიო

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

31 ივლისი 2026, 11:11

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 11:09

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა

2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.

31 ივლისი 2026, 10:59

სამართალი

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:54

საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.