ტრამპების ოჯახმა მაკრონებს ვაშინგტონში საზეიმო დახვედრა მოუწყო
დონალდ ტრამპი და
ემანუელ მაკრონი
ფოტო: თეთრი სახლი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე საფრანგეთის საპრეზიდენტო წყვილს საზეიმოდ დახვდნენ. ცერემონიის განმავლობაში რამდენჯერმე გამონახა მიზეზი იმისთვის, რომ მოხვეოდა ფრანგ კოლეგას. მან ემანულ მაკრონს ორჯერ აკოცა კიდეც ორივე ლოყაზე. შეხვედრის ცერემონია MSNBC-ს ეთერში გადაიცემოდა.
მელანია და დონალდ ტრამპები სტუმრებს თეთრი სახლის შესასვლელში ელოდნენ. აშშ-ის პირველი ლედი თეთრ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი დახვდა, ელეგანტური ქუდით. დონალდ ტრამპს ეცვა პალტო, რომლის შიგნით თეთრი პერანგი და ლურჯ-თეთრ დამრეცზოლიანი ჰალსტუხი მოუჩანდა.
როდესაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები ლიმუზინიდან გადოვიდნენ ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ - ლოყაზე კოცნით, მათ შორის დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონიც.
ბრიჯიტ მაკრონიც თეთრებში იყო გამოწყობილი, წვრილი შავი რგოლებით, მაგრამ - ქუდის გარეშე. თავად ემანუელ მაკრონ მუქი ფერის პიჯაკი ეცვა.

მისალმების შემდეგ, ტრამპმა სტუმრებს საკუთარი გუნდის წევრები გააცნო, რომლებიც იქვე მწყობრში იდგნენ. მათ შორის იყვნენ ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ სალივანი, პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი და სხვები.
ცერემონიის საზეიმო ნაწილი. ორკესტრის ტანხლებით პრეზიდენტებმა თეთრი სახლის გაზონებზე სხვადასხვა საპარადო ფორმაში გამოწყობილი ჯარის ნაწილების წინ ჩაიარეს. იქ 500 სამხედრო მოსამსახურე იყო წარმოდგენილი. შემდეგ პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად ტრიბუნაზე ავიდნენ. ჯარმა მათ წინ ტრადიციული ფორმით ჩაიარა.
ფორმალური საზეიმო დახვედრის შემდეგ სიტყვით ტრამპი გამოვიდა. მან გამოჯანმრთელება უსურვა ჯორჯ ბუშს, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, სამძიმარი გამოუცხადა ტორონტოში მიკროავტობუსის დაჯახებით დაშავებულებს.
მან გაიხსენა ფრანგი პოლიციელი არნო ბელტრამიც, რომელმაც მძევალში გაცვალა თავი და დაიღუპა. ამ დროს მას მაკრონმა მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა.
ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ის პირველ ლედებთან მივიდა და ორივე გადაკოცნა, თუმცა მელანიას ქუდმა ცოტა ხელი შეუშალა.
მაკრონმა თავის სიტყვაში ბევრი ისაუბრა ფრანგულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე. მისი სიტყვის შემდეგ პრეზიდენტები ისევ გადაეხვივნენ ერთმანეთს და ტრამპმა კოლეგას ისევ აკოცა ორივე ლოყაზე.
ამით დამთავრდა საზეიმო მიღების ცერემონა. პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად შევიდნენ თეთრ სახლში. ამ საღამოს კი ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში პირველი საზეიმო ვახშამი გაიმართება, სადაც 150 ადამიანია მიწვეული.
საფრანგეთის პრეზიდენის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გუშინ დაიწყო.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 14:02
კულტურა
თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა
საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
ჯანდაცვა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს
ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
22 სექტემბერი 2026, 13:49
რეგიონი
რევაზ სოხაძე: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
22 სექტემბერი 2026, 13:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება
ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.
მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან
„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.
22 სექტემბერი 2026, 13:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ
გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 12:58
ეკონომიკა
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.
22 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
22 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 12:09
საზოგადოება
დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
22 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.


