1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ავსტრია იქნება
სებასტიან კურცი
დონალდ ტუსკი
ბოიკო ბორისოვი
ფოტო: Twitter
1 ივლისიდან ავსტრია შემდეგი 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა უფლებამოსილებები უკვე გადაიბარა.
ცერემონიას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრებოდა. როგორც ცერემონიაზე სებასტიან კურცმა თქვა: "ეს პატივია ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც".
კურცის განცხადებით, ავსტრიის პოლიტიკის დევიზი იქნება: "ევროპა, რომელიც იცავს" და ის აპირებს გააღრმავოს ურთიერთობები და განამტკიცოს ევროკავშირისადმი ნდობა, რათა გაერთიანებამ მასზე დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები შეასრულოს.
Wir starten in den österreichischen EU-Ratsvorsitz #eu2018at! In den nächsten sechs Monaten wollen wir Brückenbauer sein & einen Beitrag dazu leisten, die Europäische Union zu stärken. Mehr Infos unter https://t.co/gXAMR1GZgt. pic.twitter.com/xxq8OXLzFu
— Sebastian Kurz (@sebastiankurz) 1 July 2018
სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერად გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. მანამდე 2017 წლის 16 ოქტომბერს, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა, მისი ხელმძღვანელი, 31 წლის სებასტიან კურცი კი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა
კურცის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მას თურქეთის მიმართ, რომელიც ევროკავშირის წევრობას ათეულობით წელია ცდილობს, უარყოფითად უყრებს. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, კურცმა თქვა: „ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა. ჩემთვის მიუღებელია ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც ისე იქცევა, თითქოს არაფერი ხდება. ჩემი აზრით, თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე მოლაპარაკება რომ შეწყვეტილიყო.“
რაც შეეხება საიმიგრაციო პოლიტიკას და კრიზისს, რომელიც ამ მხრივ ევროკავშირში დგას, კურცი აქაც ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა. ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს, კურცი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მუდმივად ლაპარაკობდა, რომ 2016 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ, ახლოაღმოსავლელი დევნილებისთვის "ბალკანეთის გზის" ჩაკეტვა, სწორედ მისი დამსახურება იყო. გარდა ამისა, კურცი ავსტრიელ ამომრჩევლებს მუსლიმური საბავშვო ბაღების გაუქმებას დაპირდა და ბურკის ტარებაზე აკრძალვას მხარი დაუჭირა.
კურცმა უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.
2018 წლის იანვრიდან, ივნისის ჩათვლით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთი იყო.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 11:28
მსოფლიო
ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთვის საჭირო ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ისრაელისა და ლიბანის მთავრობების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 11:28
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
სულხან თამაზაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპოლიციო მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა.
27 ივნისი 2026, 11:24
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
27 ივნისი 2026, 11:11
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ლამს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა.
27 ივნისი 2026, 11:02
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ,,კოკაინი“, ,,მეთადონი” „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი და 300 აბამდე „პრეგაბალინი“. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
27 ივნისი 2026, 10:57
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
27 ივნისი 2026, 10:55
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო ობიექტზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 10:54
საზოგადოება
EPPO-ს წევრი ქვეყნების დელეგატები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ
ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრი ქვეყნების დელეგატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევის ბაზაზე იმყოფებოდნენ.
27 ივნისი 2026, 10:45
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, ანდრანიკ სიმონიანთან.
27 ივნისი 2026, 10:24
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ მის ყოფილ მრჩეველს ჯონ ბოლტონს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას იმედი აქვს, რომ სასამართლო მის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს მკაცრ განაჩენს გამოუტანს.
27 ივნისი 2026, 10:11
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე პრემიერის გამოსვლაზე: ამ ყველაფრის მნახველმა კარგად დაინახა განსხვავება იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა მოქმედებაც განაპირობებს 2 საქართველოს არსებობას: პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს ქვეყანაზე, უფრთხილდება ქვეყანას, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, აღწევს კონკრეტულ შედეგებს. პოლიტიკოსთა მეორე ნაწილისთვის კი მთავარი საკუთარი პიარი, ხალხის ემოციებზე თამაში, გულში მჯიღის ცემა, საკუთარი პატრიოტიზმის უნიჭო დემონსტრირება და ფაქტების იგნორირებაა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და პრემიერის მიმართ ოპოზიციის კითხვებს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მნახველმა კარგად დაინახა, რა განაპირობებს ორი საქართველოს არსებობას.
27 ივნისი 2026, 10:10
რეგიონი
კახეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კახეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.
27 ივნისი 2026, 09:31
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ჩვენ მას ვასრულებთ. თუ მათ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოება აქვთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ, თუ ისლამურ რესპუბლიკას დოკუმენტთან რაიმე უთანხმოება აქვს, ამის მოგვარება ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი.
27 ივნისი 2026, 09:16
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ივნისს საქართველოში
27 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
27 ივნისი 2026, 08:55
სპორტი
საფრანგეთმა ნორვეგია 4:1 დაამარცხა და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე I ჯგუფში გამართული შეხვედრის შედეგად საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ნორვეგია ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
27 ივნისი 2026, 08:22
მსოფლიო
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში ასობით ადამიანს ეძებენ
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ასობით ადამიანი კი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი, იუწყება Reuters-ი.
27 ივნისი 2026, 08:00
პოლიტიკა
ღია ეთერი - ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა რეზოლუციიდან რეზოლუციაში ინაცვლებს. რას პასუხობს „ქართული ოცნება“ უცვლელ ბრალდებებს დემოკრატიის უკუსვლის შესახებ? - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა რეზოლუციიდან რეზოლუციაში ინაცვლებს. რას პასუხობს „ქართული ოცნება“ უცვლელ ბრალდებებს დემოკრატიის უკუსვლის შესახებ?
27 ივნისი 2026, 02:31
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „გამყოფი კედლის“ კონცეფციამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან და აბსოლუტურად განცალკევებულნი უნდა დარჩნენ - სინამდვილეში კი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ და მხარს უჭერენ
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „გამყოფი კედლის“ კონცეფციამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან და აბსოლუტურად განცალკევებულნი უნდა დარჩნენ - სინამდვილეში კი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ და მხარს უჭერენ, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში
27 ივნისი 2026, 02:19
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს
რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში.
,
პოლიტიკა


