imedi /  16 ივლისი 2018, 17:01 / სანდო წყარო

ირანიდან მოპარული ბირთვული დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა

მოსადის მიერ ირანიდან გატაცებულ მასალებში
არსებული ერთ-ერთი ფოტო

მოსადის მიერ ირანიდან გატაცებულ მასალებში
არსებული ერთ-ერთი ფოტო

ისრაელმა გაასაჯაროვა ირანის ბირთვული დოკუმენტების ახალი დეტალები, თუმცა მასალით არ დასტურდება, რომ ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა. მასალა ირანიდან მალულად ისრაელის სპეცსამსახურმა "მოსადმა" გამოიტანა, რისთვისაც მოსადის აგენტებს 6 საათი და 29 წუთი დასჭირდათ. თუმცა სპეცოპერაცია მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" New York Times-ზე დაყრდნობით წერს.

აპრილში ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის დაზვერვამ 55-ათას გვერდიანი მასალა და 183 კომპაქტური დისკი მოიპოვა, რომელიც 2003 წლიდან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. თუმცა როგორც New York Times-სი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, მასალებით არ დასტურდება ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების დარღვევა.

8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ევროპელი მეგობრები გაანაწყენა

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენდა და ის შეზღუდვები რაც ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო დაწესებული კვლავ განახლდებოდა. 24 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანში არსებულ ცხრა ინდივიდსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

14 ივნისს ირანმა აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის გამო კომპენსაცია მოითხოვა. 

2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2026, 12:52

სამართალი

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხო.

20 ივნისი 2026, 12:46

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ „ქართულზე“, რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება.

ტამაშ შუიოკი

20 ივნისი 2026, 12:44

მსოფლიო

POLITICO: ორბანის მიერ დანიშნული პრეზიდენტი პირობას დებს, მადიარის მცდელობას თანამდებობიდან მის მოშორებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაუწიოს

უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი, რომელიც სულ უფრო მეტად ასოცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის რეჟიმის ნარჩენებთან, აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას მის თანამდებობიდან ჩამოშორების საშუალებას არ მისცემს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

20 ივნისი 2026, 12:36

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 ივნისი 2026, 12:32

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გულდასაწყვეტია სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.

ემანუელ მაკრონი

20 ივნისი 2026, 12:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა პუტინისთვის გადაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა რუსეთისთვის გადაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

20 ივნისი 2026, 12:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის

ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

ზაქრო გვიშიანი

20 ივნისი 2026, 12:05

ჯანდაცვა

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტების უსწრაფესად, მინიმალურ დროში მიღებისთვის კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ. ასევე ჩართულები არიან ელჩები

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად მუშაობს. ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის.

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2026, 11:45

მსოფლიო

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კუბასთგან მიმართებით ვენესუელის მსგავსი სცენარი განხორციელდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კუბასთან მიმართებით ამერიკამ იგივე სცენარით იმოქმედოს, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში მოხდა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:31

პოლიტიკა

პრემიერი: მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ, ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან

ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი - საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ

არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი - საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:21

პოლიტიკა

პრემიერი: ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან, ასევე არის პერსპექტივა, რომ განვითარდეს ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა

ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.

სულხან თამაზაშვილი

20 ივნისი 2026, 11:13

რეგიონი

ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მიმდინარეობს

ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება. ნავსადგურის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ღონისძიებას მართავს.

კირილ ბუდანოვი

20 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა პროტესტის ნიშნად პოლონურ ჯილდოზე უარი თქვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გასულ წელს მისთვის გადაცემულ პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის „ოფიცრის ოქროს ჯვარზე“ უარი თქვა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

20 ივნისი 2026, 10:43

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ ტვ ფორმულამ 540 000 ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში

არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, „ფული აიღეს აი, ამ უპასუხისმგებლობის კრიტიკოსების დაბლოკვაში, რომ ხალხი იოლად მოტყუებულიყო და „თბილისის აგდებას რა უნდა” - ცირკი გაეთამაშებინათ.”

20 ივნისი 2026, 10:40

რეგიონი

სოფელ კირცხის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის №2 საჯარო სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

20 ივნისი 2026, 10:35

ჯანდაცვა

რუხში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით უფასო სამედიცინო სკრინინგის მასშტაბური აქცია ჩატარდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.