ანგელა მერკელის რეიტინგი გაიზარდა
ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რეიტინგი 2015 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ 60%-იანი ნიშნულზეა. რუსული სააგენტო RIA-ს ცნობით, ამის შესახებ ნაციონალური სოციოლოგიური კვლევის ცენტრის Deutschlandtrend-ის გამოკითხვა მეტყველებს, რომელიც გერმანულმა ტელეარხმა ARD-მა გაასაჯაროვა.
გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის კანცლერის რეიტინგი 5%-ით გაიზარდა. მომავალ არჩევნებში მერკელის მთავარი კონკურენტის, "სოციალ-დემოკრატი" მარტინ შულცის რეიტინგი კი პირიქით, 3%-ით დაეცა და 52%-ი შეადგინა. ამასთან, უმნიშვნელოა ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობაში სხვაობა, რომლებიც არჩევნებზე "სოციალ-დემოკრატებს" ან მერკელის ალიანსს მისცემენ ხმას.
გერმანელ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე სარგებლობს. მისი რეიტინგი 65%-ია. გერმანიის ხელისუფლების მუშაობით გამოკითხულთა 44%-ია კმაყოფილი.
გერმანიაში, ბუნდესტაგის არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ქვეყნის მთავრობა და ცნობილი გახდება ახალი კანცლერის ვინაობა.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 10:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: პრემიერი ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში ყველა ოპონენტთან - ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე
დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
17 მარტი 2026, 10:28
ტექნოლოგიები
არქეოლოგებმა ნუბიელი მმართველის, კაშკაშის არსებობის მტკიცებულება იპოვეს
400-500 წლის წინანდელი დოკუმენტის ფრაგმენტი ნაპოვნია ძველ ქალაქ დონგოლაში, თანამედროვე სუდანის ტერიტორიაზე. არტეფაქტი წარმოადგენს კაშკაშის ბრძანებას, რომელიც მისივე ხელითაა ხელმოწერილი. ეს არის პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც მეფის რეალობას ადასტურებს.
17 მარტი 2026, 10:21
მსოფლიო
ABC News: მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა ზეწოლა მოახდინონ ქვეყნებზე, რათა მათ „თავდასხმის მაღალი რისკის“ ფონზე ირანის წინააღმდეგ ზომებს მიმართონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა მოუწოდონ უცხო სახელმწიფოებს „მიიღონ ზომები ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების ჩვენს ქვეყანაზე და მოქალაქეებზე თავდასხმის შესაძლებლობების შეზღუდვისთვის“. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 10:11
საზოგადოება
გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
17 მარტი 2026, 09:57
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
17 მარტი 2026, 09:52
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი გვარამიას განცხადებაზე: კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ დავალებებს გარედან იღებენ
მათ კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას აღიარებას, რომ ოპოზიციური გაერთიანების შექმნის დავალება ქვეყნის გარედან მიიღეს.
17 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ვითარება კვლავ ძალიან რთულია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.
17 მარტი 2026, 09:35
მსოფლიო
Axios: ირანსა და აშშ-ს შორის უკანასკნელ დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფს შორის არსებული პირდაპირი კომუნიკაციის არხი უკანასკნელ დღეებში გააქტიურდა. ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 მარტი 2026, 09:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირში გვესმის რა ვითარებაცაა. მათი მიზანი დაკავშირებული იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანასთან
ევროკავშირში გვესმის რა ვითარებაცაა. მათი მიზანი საქართველოს მიმართ, ნაკლებად იყო დაკავშირებული რეალურ დემოკრატიასთან; დაკავშირებული იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანასთან, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
17 მარტი 2026, 09:18
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
17 მარტი 2026, 09:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს
იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
17 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
სლოვაკეთმა უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერების შესახებ ოფიციალურად აცნობა
სლოვაკეთის სახელმწიფო კომპანია SEPS-მა უკრაინულ მხარეს ელექტროენერგიის ავარიული მიწოდების შეჩერების შესახებ ოფიციალურად აცნობა. ინფორმაციას „უკრენერგო“ ავრცელებს.
17 მარტი 2026, 08:58
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი, ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ანგარიში მტკიცებულებების ნაცვლად მონაყოლს ეყრდნობა
17 მარტი 2026, 08:45
პოლიტიკა
„არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები“ - ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ყულევის პორტის სასანქციო სიაში შეყვანის საქმის დეტალები არ იცის
ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ისაუბრა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, მან საქმის დეტალები არ იცის და მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა.
17 მარტი 2026, 08:36
პოლიტიკა
პატრიცია გჟებიკის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო - მან პოლონეთის ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო კავშირებიც არ უარყო
პატრიცია გრჟებიკმა, რომელმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, აღნიშნულ დოკუმენტზე ისაუბრა.
17 მარტი 2026, 08:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დღეს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დღეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე გასული წლის მუშაობას შეაჯამებს და ყურადღებას იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მნიშვნელოვან კანონებზე გაამახვილებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო.
17 მარტი 2026, 08:16
სამართალი
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.
17 მარტი 2026, 08:08
საზოგადოება
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.
17 მარტი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
17 მარტი 2026, 02:09
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით, რომელიც თეირანზე აშშ-ის თავდასხმებს მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


