imedi /  22 აგვისტო 2018, 10:55 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპმა მანაფორტის განაჩენზე კომენტარი გააკეთა

დონალდ ტრამპი და პოლ მანაფორტი

დონალდ ტრამპი და პოლ მანაფორტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაგმო. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

„პოლ მანაფორტი კარგი ადამიანია. წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან მოუწია თანამშრომლობა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. მართალია, ეს მე არ მეხება, თუმცა მაინც ძალიან მწყდება გული. ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. ამას არაფერი აქვს საერთო რუსეთის შეთქმულებასთან “, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

21 აგვისტოს სასამართლომ პოლ მანაფორტი 8 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესი 31 ივლისს დაიწყო. 

მანაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო მანამ, სანამ თანამდებობას დატოვებდა რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან მისი კავშირების გამოაშკარავების გამო. პოლ მანაფორტი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად. 2016 წლის აგვისტოში ის უკრაინაში პრორუსულ წრეებთან კავშირებში დაადანაშაულეს. იმავდროულად, მანაფორტი ესწრებოდა მნიშვნელოვან შეხვედრას რუს ადვოკატთან, რომელიც შესაძლოა ცდილობდა ტრამპის შტაბისთვის დემოკრატებზე საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2022, 11:59

ტაბლოიდი

ქალმა მეორადი ნივთების მაღაზიაში 7 დოლარად ნაყიდი სკამი $21 ათასად გაყიდა

27 იანვარი 2022, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 222 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2022, 11:44

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

27 იანვარი 2022, 11:42

რეგიონი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართება

29, 30 იანვარს 18:00 საათზე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა.

27 იანვარი 2022, 11:41

სპორტი

ციმბირში მარათონი -63.4-გრადუსიან ყინვაში ჩატარდა

ციმბირში, -63.4 გრადუსში, მარათონი ჩაატარეს. მოვლენა, სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნში აისახება. ამ დრომდე, რეკორდულად მიიჩნევა 2001 წელს, ასევე ციმბირში ჩატარებული მარათონი, რომელიც -38-გრადუსიან ყინვაში გაიმართა.

27 იანვარი 2022, 11:32

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ჩხაიძე

27 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: მომართვიანობა არ მომატებულა - მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

27 იანვარი 2022, 11:08

რეგიონი

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარედ მანიშნებლები დაამაგრეს

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია

27 იანვარი 2022, 10:59

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.

27 იანვარი 2022, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში, ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

27 იანვარი 2022, 10:51

რეგიონი

ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვას დაესწრო

კლიმატის ცვლილება მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა; შესაბამისად, აუცილებელია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვის თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 8 989 თბილისში, 2 255 აჭარაში, 2 255 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 630 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 630-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 686 220 აცრა გაკეთდა.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 980 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 980 მძიმე პაციენტიდან თბილისში 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 274 პირიდან თბილისშია 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 იანვარი 2022, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია, ბოლო 14 დღის - 16,51%, ბოლო 7 დღის - 20,58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

27 იანვარი 2022, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

27 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 699 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2022, 10:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 იანვარი 2022, 10:33

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს უმასპინძლოს

„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს იქამდე, ვიდრე ის ახალ კრიზისად გადაიქცევა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმასა და უკრაინის ოკუპაციას", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

27 იანვარი 2022, 10:25

საზოგადოება

სურსათის სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.