imedi /  14 სექტემბერი 2018, 20:24 / სანდო წყარო

რუმინეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით 21 ადამიანი დაიღუპა

კოღო

რუმინეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსი გავრცელდა. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ვირუსმა მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4 ადამიანი იმსხვერპლა, ჯამში კი დაღუპულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია.

ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. დასავლეთ ნილოსის ვირუსით ადამიანის დაღუპვის ფაქტი პირველად რუმინეთში აგვისტოში დაფიქსირდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 08:34

ძალოვნები

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. დაკავებული მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - „გულის“ სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კონცერტი

18 ნოემბერი 2018, 08:25

კულტურა

თბილისში დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

კონცერტის თემატური პროგრამა მოიცავს XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინეს კონსტანტინე გორსკის მივიწყებული ნაწარმოებების პრემიერას და ასევე პოლონური პატრიოტული სიმღერების შესრულებას.

ნიკა კენჭაძე  დაგივი მაჭარაშვილი

18 ნოემბერი 2018, 08:16

სპორტი

მაჭარაშვილმა და კენჭაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ნიკა კენჭაძემ ოქროს მედალი 79 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ გაჯი ნაბიევს 3:0 მოუგო. ოქროს მედალს დაეუფლა 97 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილიც. მან ფინალურ პაექრობაში ამერიკელი კოლინ მური სუფთად დაამარცხა.

გვენ სტეფანი

18 ნოემბერი 2018, 08:02

ტაბლოიდი

გვენ სტეფანი სუროგატ დედას ეძებს

,ბლეიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვენთან საერთო შვილი იყოლიოს, რადგან ის აქამდე მამა არასდროს ყოფილა” – ამბობს წყარო, რომელიც დასძენს, რომ შელტონი არაჩვეულებრივი მამა იქნება, რადგან ის მეუღლის წინა ქორწინებიდან 12 წლის კინგსტონთან, 10 წლის ზუმთან და 4 წლის აპოლოსთან საერთო ენას მარტივად პოულობს.

ჩოხელის პრემიის დაჯილდეობა

18 ნოემბერი 2018, 00:49

კულტურა

გოდერძი ჩოხელის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოეს

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის პირველი ადგილი ზაზა ბიბილაშვილს ერგო, მეორე - ლანა მანველს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მარიამ სისვაძე გახდა. საპრიზო ადგილის მფლობელები პრემია „ერთგულებით“ და სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

18 ნოემბერი 2018, 00:35

ტაბლოიდი

შანხაიში მსოფლიოში პირველად სასტუმრო კარიერში გაშენდა

შანხაიში 20 ნოემბერს სასტუმრო Intercontinental Shanghai Wonderland-ი გაიხსნება, რომელსაც 10 წლის განმავლობაში აშენებდნენ. შენობა კარიერის ციცაბო კლდეშია გაშენებული, რომლის პირველი ორი სართული წყლისქვეშაა.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი

18 ნოემბერი 2018, 00:27

საქართველო

წელს 822 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

„226 მასწავლებელი ნოემბრიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსთან ერთად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს“, - ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ.

18 ნოემბერი 2018, 00:13

ტექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანიამ ლოს-აჯელესში მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა დაასრულა

ილონ მასკის The Boring Company-მ წარმატებით დაასრულა ლოს-ანჯელესის მიწისქვეშ 3,2-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა და ამის შესახებ მასკმა საკუთარ Twitter-ზე განაცხადა.

ზვიად გოგოჭური

17 ნოემბერი 2018, 23:29

სპორტი

პარაძიუდოში ზვიად გოგოჭური მსოფლიო ჩემპიონია

ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზვიად გოგოჭურმა 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დაიმსახურა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი - 66 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გამჯაშვილი გახდა.

გიორგი გახარია

17 ნოემბერი 2018, 23:07

საქართველო

შს მინისტრმა სამეგრელოში დიდხანს ყოფნის მიზეზი განმარტა

,,სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი. პირველ რიგში მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუპაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ იმყოფება ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად სამეგრელოში.

17 ნოემბერი 2018, 23:06

ეკონომიკა

სანქციების მიუხედავად, ევროპიდან რუსეთში მსხალს აგზავნიან და წლიურად 56 მილიონ ევროს იღებენ

ბელგიელი და ჰოლანდიელი ფერმერები რუსეთში, კრემლის „კონტრსანქციების“ მიუხედავად, მსხლებს აგზავნიან. როგორც ჰოლანდიური გამოცემა De Volkskrant-ი წერს, მსხლები ლიეტუვისა და ბელარუსის გავლით, აფრიკული მარკით შედის რუსეთში.

სტიქია ინდოეთში

17 ნოემბერი 2018, 23:02

მსოფლიო

ინდოეთში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

გარდაცვლილთა შორის 11 ქალი და 2 ბავშვია. შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.

გიორგი გახარია

17 ნოემბერი 2018, 22:43

ძალოვნები

გახარია: საგამოძიებო ექსპერიმენტში იაგო ნებიერიძე იღებდა მონაწილეობას

,,გუშინ გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეძღვნებოდა მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის რისი თქმაც მე შემიძლია. იაგო ნებიერიძე მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას,"- განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ემა ჰალბერგი

17 ნოემბერი 2018, 22:16

ტაბლოიდი

თეთრკანიანი მოდელი თავს ფერადკანიანად ასაღებდა

მოდელი Instagram-ზე აქვეყნებდა ფოტოებს, რომელშიც ჩანდა, რომ მულატი იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მოდელი ტყუილში გამოიჭირეს. როგორც აღმოჩნდა, ჰალბერგი მულატის მსგავს მაკიაჟს იკეთებდა. მოდელი ფერადკანიანების დამცირებაში დაადანაშაულეს.

17 ნოემბერი 2018, 22:05

ეკონომიკა

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის მუშაობიდან 20 წელი გავიდა

„20 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია თავისი რჩევებითა და მხარდაჭერით რეფორმების განხორციელებაში და იმ ტრანსფორმაციაში, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავ მიღებაზე განაცხადა.

17 ნოემბერი 2018, 21:55

ტექნოლოგიები

კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ცუდი წელი დაასახლეს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 536 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო. ამ დროს მოხდა ვულკანების კატასტროფული ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია გრძელვადიანი სიცივე და შიმშილი. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.

ლაშა შავდათუაშვილი

17 ნოემბერი 2018, 20:55

სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში, ძიუდოში ტრადიციული გრან-პრის გათამაშება მიმდინარეობს, სადაც დღეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

17 ნოემბერი 2018, 20:48

საქართველო

18 ნოემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება

დღეისთვის უწმინდესს 36 680 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ბიჭის დაჭრა

17 ნოემბერი 2018, 20:29

ძალოვნები

ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს

შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. თავდასხმის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება იყო. ექიმების ცნობით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

17 ნოემბერი 2018, 20:22

საქართველო

იზორია გენერალ ჭანკოტაძეზე: სამწუხაროდ მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ჯარის პოლიტიკური მიუკერძოებლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკასთან“ ილაპრაკა.