მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველა პირობა გვაქვს, რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთი იქნება უძლიერესი და სისტემატურად მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილი საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან, თბილისის მერთან - კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ფასდაუდებელია.
“ის, რაც თამაშის დამთავრების შემდეგ მაშინ მთელ საქართველოში, თბილისში ყველა ოჯახში სუფევდა, იყო ერის ზეიმი, სახალხო დღესასწაული. ასაკის მიუხედავად, ყველა ზეიმობდა. სწორედ ეს ძალა აქვს ფეხბურთს. მადლობა უფალს, რომ საქართველო გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანების ქვეყანაა. ეს განსაკუთრებულად ჩანს სპორტში. ბოლო წლებში განებივრებული ვართ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებით, წელი და თვე არ გავა, რომ არ გვასახელონ და გაგვახარონ. მე, როგორც ხელისუფალს, ყოფილ სპორტსმენს, დიდი სიამაყე მეუფლება, რომ ასეთი წარმატებულია ჩვენი სპორტი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არა თუ ლიმიტია, არამედ საწყისი ეტაპია იმის, რომ ამ უდიდესი ნიჭის მქონე ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება სპორტის სფეროში”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას ყველანაირი პირობა აქვს იმისა, რომ ქართული ფეხბურთი მაღალ დონეზე იყოს განვითარებული.
„არ არსებობს მოვლენა, არ არსებობს სფერო, რომ შეედრებოდეს ფეხბურთის მასშტაბურობას და სიხარულს. უსაზღვრო აღმაფრენის განცდა აქვს თითოეულ ადამიანს, როგორი სიხარულია, როცა შენი ნაკრები იგებს. სწორედ 81-ის თაობა იყო, რომელმაც, იმ პატარა ბიჭებს, მოგვანიჭეს ეს უსაზღვრო აღმაფრენის განცდა, რომ გავდიოდით ქუჩაში და დილიდან დაღამებამდე ვთამაშობდით ფეხბურთს. მინდა, რომ ეს უსაზღვრო აღმაფრენა ჩვენს რეალობაში არ დაიკარგოს და ყოველთვის იყოს, რადგან, რომ არა ეს განცდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით და სწორედ ეს წარმატება, რომელიც 81-ის წარმატებაა, იქნება საწინდარი, რომ ჩვენი ფეხბურთი იქნება უძლიერესი და სისტემატურად მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის შემოქმედები გაიხსენა, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო, ხოლო ვეტერან ფეხბურთელებს მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა.
„ამ დიდ ტრიუმფს ჰყავს შემოქმედები, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ფიზიკურად ჩვენთან აღარ არიან, დიდება და პატივი მათ ხსოვნას. მათი დიდება არასდროს დაიკარგება საქართველოში. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, ჩვენი ლეგენდების წინაშე. მინდა ვუსურვო მათ მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ყოველთვის იამაყოს მათით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 00:07
საზოგადოება
დღეს თამარობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.
14 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
გიორგი ფუტკარაძე: სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. როდესაც უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები არხის შეზღუდვას იწყებენ
სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემის, „იმედი LIVE“ წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ.
13 მაისი 2026, 23:59
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა
ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა და რაც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიოს III-ზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალ პატრიარქს ეპისკოპოსობის პერიოდში ნათქვამი აქვს, რომ ეკლესიის კარის ფართოდ გაღებაში სამღვდელოების ხალხში გასვლას გულისხმობს.
13 მაისი 2026, 23:55
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ილია მეორის წასვლა არის მისი საქმიანობის არა დასასრული, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისი - უწმინდესი შიო მის გზას გააგრძელებს
უწმინდესი შიო არის ნამდვილად ღირსეული და ყველასთვის საყვარელი. ყველამ დავინახეთ, როგორი სითბოთია და სიყვარულით სარგებლობს ეს ადამიანი ხალხში, როგორი პოზიტიური განწყობაა მთელს ერში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შიო მესამე ილია მეორის გზას გააგრძელებს.
13 მაისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ერთია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ჯიუტად თავის გზას იკვლევენ, მაგრამ პოლიტიკური მოთამაშეების პიროვნული ინტერესებიც არ გამოვრიცხოთ
სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი ერთიანობა იქნება განმაპირობებელი, ეს იციან და სჭირდებათ ეს გზა, მაგრამ პარალელურად მაინც აქვთ მცდელობა ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ საქართველოში, რომელიც უფრო მეტად გარე აქტორების ინტერესებს მოემსახურება, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების დამოკიდებულებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ევროსტრუქტურები ხედავენ, რომ სომხეთი დამოუკიდებლად ვერ იქნება აზიისა და ევროპის გამაერთიანებელი.
13 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიების ალიანსის" კვლევაზე: სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის
ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
13 მაისი 2026, 23:32
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვაზე: საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ. ეს დემოკრატიაა?
საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
13 მაისი 2026, 23:28
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: 577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი
„მათ, ამ პროცესში გარკვეული ეფექტი რომ მიღწეული ჰქონოდათ, აქ შედეგი დღეს სულ სხვა იქნებოდა - ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტული შედეგისა და ეფექტის მიღწევა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
13 მაისი 2026, 23:25
მსოფლიო
ვენსი აცხადებს, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის წამყვანი მომლაპარაკებლები ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში „პროგრესს აღწევენ“, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში თეირანის მხრიდან მიღებული არაერთი არადამაკმაყოფილებელი პასუხისა.
13 მაისი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაზე: საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, იგივე რეჟიმშია ევროკავშირი, თავისუფალ სიტყვას ებრძვის
საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, მიუხედავად ყველაფერისა ჩვენ ვახერხებდით, პირადადაც ვიყავი ჩართული, თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. საბჭოთა კავშირი ამას ებრძოდა. დღეს რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სამწუხაროდ იგივე რეჟიმშია ევროკავშირი გადასული - თავისუფალ სიტყვას ებრძვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით მოლდოვისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას. მისივე თქმით, ევროკავშირში, როგორც საბჭოთა კავშირში, ბლოკავენ მედიას, რომელიც ერთიან იდეოლოგიურ ჩარჩოში არ ზის.
13 მაისი 2026, 22:15
პოლიტიკა
ცოტნე გეგეჭკორი: „იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს
„იმედის“ წინააღმდეგ ევროპარლამენტის უპრეცედენტო სანქციის მიზეზი გახდა რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობისას მისთვის არაკომფორტული კითხვების დასმა. ეს ფაქტი პირდაპირ აშიშვლებს ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.
13 მაისი 2026, 22:08
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.
13 მაისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ცოტნე გეგეჭკორი: ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც „იმედს“ შენობაში მუშაობა აეკრძალა, არის დამოუკიდებელი მედიის დევნა ზუსტად იმ „ევროპული“ მეთოდებით, რომლებსაც რეალურად არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებთან
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „იმედს“ შენობაში მუშაობა აეკრძალა და აკრედიტაცია მთელი 1 წლით შეუჩერეს, არის დამოუკიდებელი მედიის დევნა ზუსტად იმ „ევროპული“ მეთოდებით, რომლებსაც რეალურად არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებთან, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.
13 მაისი 2026, 21:55
მსოფლიო
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა
სლოვაკეთმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქალაქ უჟჰოროდსა და იმიერკარპატების რეგიონზე მოსალოდნელი ფართომასშტაბური იერიშებია.
13 მაისი 2026, 21:33
მსოფლიო
ისრაელის პრემიერის ოფისი: ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლოდ ეწვია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლოდ ეწვია.
13 მაისი 2026, 21:21
მსოფლიო
ზელენსკი: არ შეიძლება ეწოდოს შემთხვევითობა იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასირებული შეტევა ზუსტად იმ დროს ხდება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
„უკრაინაზე ოთხშაბათს განხორციელებული მასირებული თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა“ - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ გზით რუსეთის ლიდერი ცდილობს ყურადღება დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტიდან გადაიტანოს.
13 მაისი 2026, 20:45
სამართალი
ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი - სამართალდამცველებმა 44 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან და 51 ბრალდებული. მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები.
13 მაისი 2026, 20:39
სამართალი
10 ათასი დოლარი უკანონო საკემპინგო სივრცის მფარველობისთვის და ყალბი დოკუმენტების გაცემა - დაკავებულია ორი საჯარო მოხელე და შუამავალი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კორუფცია დაუსჯელი არ დარჩება - ეს დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, გახსნილია დანაშაულები საჯარო მოხელეთა მონაწილეობით. საქმე ეხება, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, უკანონობის ხელშეწყობას და მფარველობას.
13 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
გამჭვირვალობა, როგორც პრიორიტეტი და საქართველო მოწინავე პოზიციებზე - რა წერია დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველი ადგილი, დემოკრატიის აღქმის ინდექსით ევროპის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოზე უკეთესი შედეგები, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულში. საქართველო მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ კვლევაში იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას.


