Imedi /  03 ნოემბერი 2018, 13:04 / სანდო წყარო

ინდონეზიაში ავიაკატასტროფის ადგილზე მომუშავე მყვინთავი დაიღუპა

ინდონეზია ავიაკატასტროფა

ინდონეზიაში ავიაკომპანია Lion Air-ის ბოინგ 737-ის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობისას ერთ-ერთი მყვინთავი, 48 წლის ინდონეზიელი, სიაჩრუ ანტო დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

უცნობია, რა გახდა მყვინთავი მაშველის დაღუპვის ზუსტი მიზეზი. 

ინდონეზიაში კატასტროფა თვითმფრინავმა Boeing 737 MAX 8-მ განიცადა, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იყო. ყველა დაიღუპა. ლაინერით მიფრინავდა 181 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ჩვილი, ასევე ორი პილოტი და ეკიპაჟის ექვსი წევრი.

ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავი იავანის ზღვაში, კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროდან 15 კილომეტრში, 30-35 მეტრამდე სიღრმეში ჩავარდა. JT-610 რეისთან კავშირი მალევე გაწყდა მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ჯაკარტის აეროპორტიდან აფრინდა (ის ინდონეზიური პროვინციის ბანკა-ბელიტუნგის ქალაქ პალკანპინანგისკენ მიფრინავდა).

კატასტროფის წინ პილოტებმა დისპეტჩერებს შეატყობინეს, რომ ჯაკარტის აეროპორტში ბრუნდებოდნენ. არიან თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩავარდა თვითმფრინავი ზღვაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 02:09

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით, რომელიც თეირანზე აშშ-ის თავდასხმებს მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 01:55

პოლიტიკა

პრემიერი: ყველა მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას. არ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევას, რომ რაიმე კორუფციული მოხდეს

ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 01:52

მსოფლიო

ტრამპი: მე არ მინდა ომები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების თავიდან არიდება მისი პრიორიტეტია.

ლევან ჟორჟოლიანი

17 მარტი 2026, 01:34

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება, ასე გავაგრძელებთ აუცილებლად - თუ ჩვენი ოპონენტები თეთრზე თეთრს არ იტყვიან, შავზე შავს, დიდხანს იქნებიან ისე, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი

სახელმწიფო დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 01:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშრებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 01:26

მსოფლიო

„ომი მიმდინარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყო“ - ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 01:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ადამიანებისგან, რომლებიც საბოტაჟს აწარმოებენ, პოლარიზაციას ასპონსორებენ და სიძულვილს თესავენ სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ, ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ვახერხებთ

ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, საუბარი მაქვს კონკრკეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 01:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის გათავისუფლებაა, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი - ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს შეუძლია პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ლევან ჟორჟოლიანი

17 მარტი 2026, 01:01

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი ბერდია სიჭინავას: ახსენეთ, პრინციპებთან შეუთავსებლობა რომ გვქონდა, წამოვედით მთავრობიდანო, რომელი პრინციპი იყო შეუთავსებელი, მელიას არდაჭერა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმური იყო მისი დაკავება?

კორუფციასთან ბრძოლა დაკავშირებულია უფრო აღქმებთან და არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე თუ რეფორმაზე, რომელიც დროის ძლიან მცირე მონაკვეთში საქართველოს მთავრობამ განახორციელა და ვერც ერთი ან შენიშვნა, ან შეკითხვა ამასთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 00:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8%-ში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54%-ში - პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები აღიარეთ, ერთი წელი გაგიჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოგიწიათ აღიარება

„ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54% და თქვენი დაფიქსირდა 8%, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ბერდია სიჭინავას.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 00:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო 3 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ 3-თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ოპოზიცია

რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია, შევთანხმდით, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად

ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 00:25

პოლიტიკა

პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ

2024 წლის 8 თებერვლიდან არცერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არცერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირმა - კახა ბენდუქიძემ 1 ლარად საკუთარ თავს მიასხვისა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქონება, ეს კორუფციაზე ბევრად მეტია.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 00:21

პოლიტიკა

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც მან დაინახა კონკრეტული პრობლემები.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 00:17

პოლიტიკა

პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები

იყავით და გაგეკეთებინათ, იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და ზუსტად ვიცი მიზეზი რაც იყო, პირადად იყო გიორგი გახარიას გადაწყევტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები, იქ ვიყავი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.

კაია კალასი

17 მარტი 2026, 00:11

მსოფლიო

კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ეს არ არის ევროპის ომი

ეს არ არის ევროპის ომი, თუმცა სასწორზე ევროპის ინტერესები დევს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა ირანში მიმდინარე ომზე კომენტარის გაკეთებისას.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.

ფრიდრიხ მერცი

16 მარტი 2026, 23:54

მსოფლიო

მერცი: გერმანია ირანში მიმდინარე ომში მონაწილეობას არ მიიღებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ქვეყნის ჩართულობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მიუხედავად დონალდ ტრამპის მოწოდებებისა, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და გახარია იყო პრემიერი. ჩვენ პოლიტიკური ნება აღმოგვაჩნდა, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მოგვესპო

მოვედით და მთლიანად დავარეგულირეთ პროცესი, აუქციონის გარეშე არაფერი აღარ იყიდება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციის რისკებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალედ აუქციონზე გადის ნებისმიერი ქონება.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 23:40

პოლიტიკა

პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული

„რაც შეეხება 2 ნაწილად დაყოფას, რეალურად ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვიწევს ამის ეტაპებად დაყოფა, რეალურად ასეა. ჩვენ კი არ ვყოფთ ამას, ეს ფაქტია, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, აქედან მოყოლებული დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები არის კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებში გამოხატული”, - განაცხადა პრემიერმა.