ტრამპი: მექსიკის საზღვართან არსებული ვითარება ჰუმანიტარულ კრიზისად იქცა
ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვართან არსებული ვითარება ჰუმანიტარულ კრიზისად იქცა, - ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მიმართვისას გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების მიზეზებსა და კედლის მშენებლობაზე საუბრისას, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ კრიზისი შეიქმნა უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც. პრეზიდენტის თქმით, ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ათასობით არალეგალი მიგრანტი ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს, კრიზისული ვითარების გამო კი მთავრობა მათ უკან გაბრუნებას ვერ ახერხებს.
თეთრი სახლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაცია პირდაპირ კავშირშია კრიმინალთან. პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა კონგრესმენებს დააკისრა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემას დემოკრატების პოზიცია იწვევს.
მანამდე პრეზიდენტ ტრამპის პრესსპიკერმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვართან 10 იანვარს გაემგზავრება.
დონალდ ტრამპი მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. დაფინანსების შეწყვეტის გამო აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა. მიზეზი კონგრესში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
ყველა სიახლე
08 ოქტომბერი 2024, 19:10
რეგიონი
7 მაღალმთიან სოფელში სალოტბარო სკოლები გაიხსნა
მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - ჭუბერში, ლატალში, ეცერში, ფარში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ თემში ჩოლურსა და ლაშხეთში - სალოტბარო სკოლები გაიხსნა. ინფორმაციას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 19:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ - კაჰარს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 18:45
არჩევნები აშშ
აშშ-ის დაზვერვა მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
08 ოქტომბერი 2024, 18:29
არჩევნები 2024
მიხეილ სარჯველაძე: სიღარიბის კვალდაკვალ, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ხუთჯერ არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უსახსრობის გამო მიემართათ სამედიცინო სერვისისთვის
„სიღარიბის კვალდაკვალ, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უსახსრობის გამო მიემართათ სამედიცინო სერვისისთვის. ხუთჯერ არის შემცირებული. ანუ ხუთჯერ მაღალი იყო რიცხვი ადამიანების, ვინც ფინანსების არქონის გამო ვერ მიმართავდა სამედიცინო სერვისისთვის კლინიკას. ეს არის წარმატება და დამსახურება მათ შორის იმ პროგრამების, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რომელსაც გააგრძელებს. აქაც შენარჩუნდება მზარდი დინამიკა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
08 ოქტომბერი 2024, 18:22
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის. მას არ შეუძლია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სანქცირებულზე
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სანქციების აზრი არის კონკრეტული შედეგები, რომელიც დასანქცირებულის მიმართ იქნება ნეგატიური გავლენის მქონე და მასანქცირებლის მიმართ არ იქნება დამაზიანებელი, თუმცა საქართველოს შემთხვევაში საუბარი იყო, რომ ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის,- განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 18:22
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება დიდი პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას უფრო დეტალურად გავაცნობთ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. პროგრესი გვაქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი
პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით
08 ოქტომბერი 2024, 18:17
არჩევნები 2024
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი
„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.
08 ოქტომბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღესაა
ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღეს გახლავთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.
08 ოქტომბერი 2024, 18:14
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესისთვის შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით
ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესისთვის შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით, შესაბამისი ბიზნესკლიმატითა და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 18:12
არჩევნები 2024
ლევან დავითაშვილი: ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია
„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი იყო ჩვენი პროგრამის. ჩვენ არ გვქონდა კონკრეტულად ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ამაზე ცალსახად ითქვა. არ არსებობდა კონკრეტული პოლიტიკა ამ კუთხით და ჩამოყალიბდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია. ეს არ არის ჩვენი სიტყვები. ჩვენ ვმუშაობთ რეფორმაზე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან, რომელიც ქვეყანაში მიდის. დღეს იცით რომ მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგით, საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა ბიზნესის მზაობის კუთხით. ადრე ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზე იყო მსოფლიოში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვაქვს. ეს არის სულ ახალი ინფორმაცია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინტერესო, მიმზიდველი და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატია კერძო სექტორის განვითარებისთვის, თუმცა ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის კონკრეტულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე. ამის მიღმა, ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 18:11
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ
ჩვენ დღეს ვაცხადებთ და საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვან დაპირებას ვიძლევით, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გვექნება პენსიების ამბიციური ზრდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
08 ოქტომბერი 2024, 18:08
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება იმ მაჩვენებლების, რომელზეც ვსაუბრობდით არ გვექნება
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება იმ მაჩვენებლების, რომელზეც ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა არ გვექნება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
08 ოქტომბერი 2024, 18:05
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი და ეკონომიკის ზრდა არ გვექნება
„ჩვენი გეგმა არის ძალიან დეტალური და კონკრეტული. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო დაპირებები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვესმის, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს არის ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც იმ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, რომელზეც პრემიერ საუბარი ჰქონდა. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ბევრი დაპირება შეიძლება გაიცეს, მაგრამ ამ დაპირების საფუძველი რა არის, ეს არის მნიშვნელოვანი“.
08 ოქტომბერი 2024, 18:01
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: 6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში ბინებს
„არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
08 ოქტომბერი 2024, 17:57
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას
მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
08 ოქტომბერი 2024, 17:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით
„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
08 ოქტომბერი 2024, 17:54
მსოფლიო
პუტინი ალიევსა და ფაშინიანს კრემლში ცალ-ცალკე შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან. ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. პუტინმა პირველი შეხვედრა ალიევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. შემდეგ კრემლის ლიდერი ფაშინიანს შეხვდა.
08 ოქტომბერი 2024, 17:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა
ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
08 ოქტომბერი 2024, 17:35
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის მემკვიდრე სავარაუდოდ ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას მემკვიდრე ჰაშემ საფი ად-დინი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰეზბოლა“ - ეს ულიდერო ორგანიზაციაა. ნასრალა ლიკვიდირებულია, მისი შემცვლელი სავარაუდოდ ასევე ლიკვიდირებულია. ეს უდიდეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ხდება. ვერავინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერავინ მოქმედებს“, - თქვა გალანტმა. მისი აზრით, ისრაელის მოქმედებას ახლა მთელი ახლო აღმოსავლეთი ადევნებს თვალს. „როცა ლიბანის თავზე კვამლი გაიფანტება, ირანში მიხვდებიან, რომ მათ „ჰეზბოლას“ სახით ყველაზე ღირებული აქტივი დაკარგეს“, - დასძინა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.