imedi /  09 იანვარი 2019, 08:33 / სანდო წყარო

დემოკრატები: აშშ-ის სიმბოლო თავისუფლების ქანდაკებაა და არა კედელი

თავისუფლების ქანდაკება

თავისუფლების ქანდაკება

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის საგანგებო მიმართვის შემდეგ ოფიციალური განცხადება დემოკრატიული პარტიის წევრებმაც გაავრცელეს. ამის შესახებ CNN წერს.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პირდაპირ ეთერში ნენსი პელოსმა და ჩაკ შუმერმა ისაუბრეს.

„პრეზიდენტმა დაშინების პოზიციიდან ილაპარაკა, ჩვენ კი ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - ასე დაიწყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სიტყვა და ტრამპის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საზღვარზე მყოფი არალეგალი მიგრანტები, მათ შორის ქალები და ბავშვები არა საფრთხეს, არამედ გამოწვევას წარმოადგენენ.

„დონალდ ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ამერიკელების მძევლებად ყოფნა და მთავრობის მუშაობა განაახლოს", - განაცხადა ნენსი პელოსმა. ჩაკ შუმერმა კი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატებსაც სურთ, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დებატებით არის შესაძლებელი. "ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლო თავისუფლების ქანდაკებაა და არა კედელი", - განაცხადა ჩაკ შუმერმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვართან არსებული ვითარება ჰუმანიტარული კრიზისად იქცა, - ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მიმართვისას გააკეთა.

მანამდე პრეზიდენტ ტრამპის პრესსპიკერმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვართან 10 იანვარს გაემგზავრება. 

დონალდ ტრამპი მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. დაფინანსების შეწყვეტის გამო აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა. მიზეზი კონგრესში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება იყო. 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

16 ივნისი 2021, 21:48

რეგიონი

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.

მიხეილ ჩხენკელი

16 ივნისი 2021, 21:44

საზოგადოება

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ამასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:36

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს კახა კალაძე

დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:25

საზოგადოება

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 ივნისი 2021, 21:13

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნაზე: მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს

მე მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძე

16 ივნისი 2021, 21:12

მსოფლიო

კახა კალაძე: მომდევნო წლებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი ევროპაში ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი იყოს

პირველ რიგში, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს: რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტური მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება, ეკოლოგია, გარემოს დაცვითი პროექტები - ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეაბილიტირებული დედაენის ბაღის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 ივნისი 2021, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა

კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რაც ნამდვილად ევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 მარტისა და დედაენის ბაღის გახსნაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის მერმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დედაქალაქში.

16 ივნისი 2021, 20:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის

2021 წლის 16 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კავკასიის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან.

16 ივნისი 2021, 20:50

საზოგადოება

რეაბილიტირებული დედაენის ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

დედაენის ბაღი და ახლომდებარე განახლებულ სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებიან თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები.

16 ივნისი 2021, 20:46

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ჯო ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული და გაწონასწორებული ადამიანია

ჯო ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული და გაწონასწორებული ადამიანია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 20:22

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხიც განვიხილეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს.

16 ივნისი 2021, 20:06

საზოგადოება

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 20:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ბაიდენთან შეხვედრაზე მტრული განწყობა არ ყოფილა - ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ჯო ბაიდენი ეთანხმება იმას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

16 ივნისი 2021, 20:02

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი: განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია

განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

16 ივნისი 2021, 19:46

მსოფლიო

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დატოვა შეხვედრის გამართვის ადგილი.

16 ივნისი 2021, 19:45

საზოგადოება

თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში ვიმ ქვეყნების ელჩები შედიან, რომლებსაც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ისრაელის, ნორვეგიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩები.

16 ივნისი 2021, 19:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა სახელწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სახელწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.