დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ის შესახებ შეთანხმებას კენჭს უყრიან
ფოტო: Shutterstock.com
დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შესახებ შეთანხმებას უყრის კენჭს. ამის შესახებ BBC წერს.
ექსპერტების ვარაუდით, ტერეზა მეის მთავრობის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება პარლამენტის წევრთა საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
წინასწარ არის ცნობილი, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული იუნიონისტური პარტია დოკუმენტისთვის ხმის მიცემაზე უარს აცხადებს.
კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საგანგებო სიტყვით გამოვიდა. მან დეპუტატებს შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, შედეგი კატასტროფული ზიანის მომტანი აღმოჩნდება. ტერეზა მეიმ ასევე გამორიცხა ბრექსიტის ვადის გადაწევა, რომელიც 29 მარტსაა დაგეგმილი.
კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ.
გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ Brexit-ის შემდეგ რაუნდში გაიმარჯვებს.
გასული წლის 23 ივნისს, ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, მიეცეს ყველა იმ მოქალაქეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელია ცხოვრობს. ეს სტატუსი Brexit-ის შემდეგ, მოქალაქეებს სამეფოში დარჩენის საშუალებას და სახელმწიფო მომსახურების გამოყენების საშუალებას მისცემს.
ევროპელმა პარლამენტარებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წინადადება დაიწუნეს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 11:27
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 ივლისი 2026, 11:26
მსოფლიო
წყალდიდობას ბანგლადეშში ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ამ დროისთვის დაღუპულთა ნახევარზე მეტი კოქს-ბაზარის რაიონში ფიქსირდება, სადაც როჰინჯა ლტოლვილების დიდი დასახლება მდებარეობს. გასულ კვირას ამავე რაიონში რამდენიმე სტუდენტი და მასწავლებელი დაიღუპა, როდესაც ნიაღვარმა მათი სკოლა წალეკა.
13 ივლისი 2026, 11:15
ეკონომიკა
პრემიერი: ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია - პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 ივლისი 2026, 11:15
მსოფლიო
მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა
„შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, - აღნიშნეს პოლიციაში.
13 ივლისი 2026, 11:13
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.
13 ივლისი 2026, 11:08
მსოფლიო
მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება
მიზანი - მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საკითხების შესრულებაა. შეხვედრაზე 30 ლიდერია მიწვეული, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დროებითი კოალიციის ყველაზე მასშტაბურ შეკრებას წარმოადგენს.
13 ივლისი 2026, 11:04
მსოფლიო
საპარლამენტო არჩევნები ისრაელში გეგმის მიხედვით გაიმართება
არჩევნებისთვის ოფიციალური მზადება 17 ივლისს დაიწყება. ამის შემდეგ მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იმოქმედებს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს, გარდა ფართო მხარდაჭერის მქონე კანონპროექტებისა, მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომებისა.
13 ივლისი 2026, 11:02
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრება. LIVE
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
13 ივლისი 2026, 11:02
მსოფლიო
მსოფლიოში ნავთობი ისევ გაძვირდა
Brent-ის მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $76.48 შეადგინა, რაც 23 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზიის საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ტენდენცია დაფიქსირდა: ტოკიოსა და სეულში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო ტაიბეისა და ჰონგ-კონგში მატება აღინიშნა.
13 ივლისი 2026, 10:55
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ჯერ ვერ შეათანხმა
მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის, მან დააანონსა, რომ 13 ივლისს სანქცირებულთა სიებს კიდევ 250 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიძლება დაემატოს. მისი თქმით, „ეს არის ფიგურანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც კი ოდესმე შეგვიყვანია სიებში“.
13 ივლისი 2026, 10:45
ეკონომიკა
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.
13 ივლისი 2026, 10:43
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს
„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.
13 ივლისი 2026, 10:36
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.
13 ივლისი 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 10:31
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
13 ივლისი 2026, 10:25
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია
2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
13 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა
სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.
13 ივლისი 2026, 10:23
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა
იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.
13 ივლისი 2026, 10:20
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის
პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
13 ივლისი 2026, 10:14
კულტურა
მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა
ახლობლებს მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კიბო, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, რემისიის სტადიაში იყო.


