ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის სამთავრობო გეგმას მხარი არ დაუჭირა
ფოტო: shutterstock.com
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა დასრულდა. კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ BBC წერს.
Brexit-ამდე 73 დღით ადრე ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
Brexit-ის საკითხზე დებატები მთლიანობაში 8 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მას 55 საათი და 43 წუთი დაუთმეს, რა დროსაც სიტყვის უფლება 425-მა კანონმდებელმა გამოიყენა.
კენჭისყრის შემდეგ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომდევნო ნაბიჯების გადადგმამდე სურს დარწმუნდეს, რომ პარლამენტის ნდობით სარგებლობს. რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა მოითხოვა, რომ მეორე დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა გაიმართოს. კორბინმა ასევე აღნიშნა, რომ 1920-იანი წლების შემდეგ ეს პარლამენტში მთავრობის ყველაზე დიდი მარცხია.
კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ.
გასული წლის 23 ივნისს, ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, რომ ყველა იმ მოქალაქეს მიეცემოდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელი ცხოვრობდა. ეს სტატუსი Brexit-ის შემდეგ, მოქალაქეებს სამეფოში დარჩენის საშუალებას და სახელმწიფო მომსახურების გამოყენების საშუალებას მისცემს.
ევროპელმა პარლამენტარებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წინადადება დაიწუნეს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ევროკავშირში ოფიციალურად უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლონდონს ვადას ივლისამდე გაუხანგრძლივებდნენ.
„მკაცრი ბრექსიტის“ მომხრეები ტერეზა მეის გეგმას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ევროკავშირს დიდ გავლენას უნარჩუნებს. შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან ისინიც, ვინც „ბრექსიტზე“ ახალი რეფრენდუმის ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რომ ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პირობები უკვე სხვა მთავრობამ შეათანხმოს.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე
რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 მარტი 2026, 00:11
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე
აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
13 მარტი 2026, 23:50
სპორტი
ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.
13 მარტი 2026, 23:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს
პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 23:43
პოლიტიკა
შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.
13 მარტი 2026, 23:32
მსოფლიო
Financial Times: ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს
ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
13 მარტი 2026, 22:59
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა
აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 მარტი 2026, 21:49
მსოფლიო
CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა
CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.
13 მარტი 2026, 21:41
საზოგადოება
პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა. პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
13 მარტი 2026, 21:32
რეგიონი
ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.
13 მარტი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება
ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მდიდარ NGO-ებზე საუბრისას.
13 მარტი 2026, 21:21
საზოგადოება
საქართველოს მელიორაცია: სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს
წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება.
13 მარტი 2026, 21:15
საზოგადოება
პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები მომხმარებელს პლასტმასის ბოთლებით სასმელს ვეღარ მიაწვდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება პირველი ივლისიდან აიკრძალება. რეფორმა ეტაპობრივად სრულდება და მოგვიანებით, შეზღუდვა პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოებასა და რეალიზაციასაც შეეხება.
13 მარტი 2026, 21:09
რეგიონი
როდის შეძლებს მოსახლეობა სოფელ კურსებში შესვლას - მეწყერი კვლავ აქტიურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგია და მოსახლეობისთვის დასახლებაში შესვლა აკრძალულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და გეოლოგები. სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. შესაბამისმა
13 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - პეტრე ცისკარიშვილის მცველები და საერთო გზავნილის საპირისპირო კომენტარები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. „ნაციონალების“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცისკარიშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ გამოხატავდა.
13 მარტი 2026, 21:05
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ამოცანაა, თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს კეთილდღეობა და შედეგები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე.
13 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს - ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ღიაობა პრობლემა, თუ დასამალი არაფერია.
13 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიები: „ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ.
13 მარტი 2026, 20:52
პოლიტიკა
რეზოლუციებით ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის - ევროკავშირის პოლიტიკას, ევროპაშივე აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისია, ევროპარლამენტი და მათი მოქმედი ლიდერები, სულ უფრო ხშირად არიან ევროპელი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული პოზიციის გამო.
13 მარტი 2026, 20:47
მსოფლიო
POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ
პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.


