რა მოხდება ვენესუელაში. 4 ვერსია
ვენესუელა
ფოტო: facebook
მას შემდეგ, რაც ხუან გუაიდო ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში უპეცედენტო პოლიტიკური კრიზისი ჩამოყალიბდა. კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევა პროცესში და ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციაზე ზეწოლა, ასევე აშშ-ს გადაწყვეტილება დამატებითი სანქციები დაუწესოს ამ ქვეყნის ნავთობის სექტორს, რომელიც ვენესუელის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოთხშაბათს გუაიდომ მოსახლეობას ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა. მომავალი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. BBC ვენესუელაში მოვლენების განვითარების 4 შესაძლო სცენარის შესახებ წერს.
ყველაფერი დარჩება ძველებურად
ეს ყველაზე ნაკლებსავარაუდოა. ვენესუელას შემოსავლის ერთადერთი წყაროა სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა. „ეს ქვეყანაში უიმედობას გააჩენს. კომპანიას მოუწევს, ნავთობის სხვა მყიდველები მოძებნოს. სანქციებამდე აშშ ვენესუელას ნავთობის 40%-ის იმპორტს ახორციელებდა. აშშ-ს ნავთობის ბაზართან კავშირი ქვეყანას მოწყვლადს ხდის და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შემდგომი ქმედებებისთვის ხელ-ფეხს უხსნის“, - მიაჩნიათ Barclays-ის ანალიტიკოსებს.
ახალი მყიდველები ვენესუელას ნავთობში ნაკლებს გადაუხდიან. რეგიონისგან შორს იქნებიან, რაც მათ ხარჯებს გაზრდის. ქვეყანა მიიღებს სულ უფრო ცოტა ფულს თითოეულ ბარელ ნავთობზე. ნავთობდოლარების შემცირების შემდეგ, ქვეყანა ვერ შეძლებს სხვა პროდუქტების, კერძოდ სურსათის და მედიკამენტების იმპორტსაც. ქვეყანაში ჰიპერინფლაციაა, პროდუქციაზე მოთხოვნა კი მზარდი.
კუბის, ირანის, სირიის და სამხრეთ კორეის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური სანქციები არ არის ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა.
ნიკოლას მადურო ხელისუფლებაშია 2013 წლიდან და მან მოახერხა პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნება მოკავშირეების - რუსეთის, ჩინეთის და თურქეთის წყალობით.
მადურო ახალ არჩევნებს დანიშნავს
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ხუან გუაიდო ვენესუელას პრეზიდენტად აღიარა და ქვეყანაში ახალ არჩევნებს დაუჭირა მხარი. თუ მადურო ახალ არჩევნებს გამოაცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეს ეჭვქვეშ დააყენებს მადუროს ახალ მანდატს: მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2019 წლის 10 იანვარს დაიწყო. ტრადიციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ბოლო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
„თუ მადურო დათანხმდება ახალ არჩევნებს, ეს ავტომატურად ნიშნავს მისი ხელისუფლებიდან წასვლას. საკუთარ კანდიდატურას ვერ დააყენებს, რადგან ეს ნიშნავს იმას რომ წინა არჩევნები გაყალბდა“ - ამბობს ემილი ბლასკო, ესპანეთის ნავარის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი. მისი თქმით, „საჭიროა ამომრჩევლების ახალი სიის დადგენა და ცვლილებები საარჩევნო კომისიაში. ხმის მიცემის გამჭვირვალე პროცესი და ხმების ხელით დათვლა“.
კომპრომისი
2019 წლის 23 იანვარს ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირეს საერთაშორისო თანამეგობრობის გავლენიანმა ფიგურებმა. ასევე გავლენიანმა მეზობელმა ბრაზილიამ.
მექსიკა გამონაკლისია. ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპესი დიპლომატიურ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. მას უნდა რომ მადუროს და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შეასრულოს. რუსეთი კარაკასის მთავრი მოკავშირეა. მაგრამ მოლაპარაკებები იქნება ხანგრძლივი.
გასულ კვირას მადურომ განაცხადა, რომ დიალოგისთვის მზადაა. ოპოზიცია გრძნობს ძალას და არ სურს დაუბრუნდეს დიალოგს, რადგან მანამდე ეს პროცესი მარცხით დასრულდა. აქვე გასათვალისწინებელია ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლა. ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოების რეგიონულ შეკრებაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ დებატების დრო დასრულებულია.
სამხედრო ჩარევა
„ყველა ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც მას ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.
გასულ კვირაში მსოფლიო მედიაში გაჩნდა ფოტო: ტრამპის სამხედრო მრჩევლის ჯონ ბოლტონის ბლოკნოტი წარწერით „5 000 ჯარისკაცი კოლუმბიაში“ - ქვეყანაში, რომელსაც ვენესუელასთან საერთო საზღვარი აქვს.
ბოლტონი მონაწილეობდა ასევე შეკრებაში, რომელზეც კარაკასს ახალი სანქციები დაუწესეს. კოლუმბია აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში და ამასთანავე, ხუან გუაიდო პრეზიდენტად აღიარა. კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლოს ჰოლმსმა twitter-ზე დაწერა, რომ ბოლტონის ჩანაწერის შესახებ მისთვის უცნობია.
კოლუმბიის და ვენესუელის საზღვარი 2 000 კილომეტრია. აშშ-ს სამხედრო ძალების განლაგებას საზღვართან პრეზიდენტის ივან დუკეს თანხმობა სჭირდება, რომელიც მადუროს წინააღმდეგ შეუვალი პოზიცია აქვს.
არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელები ვენესუელაში თავისი დიპლომატების დაცვაზე ფიქრობდნენ. ვენესუელის პრეზიდენტის ულტიმატუმის ვადა ამერიკელი დიპლომატების მიმართ ამოწურულია.
არ არის გამორიცხული ასევე, რომ გარდატეხა ამ პროცესში სამხედროება შეიტანონ.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.
ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 13:34
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
20 სექტემბერი 2026, 13:27
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: როდესაც ადამიანს არგუმენტებით ვერ უპირისპირდები, იწყებ მის გაშავებას. როცა მის ნათქვამში ფაქტობრივ შეცდომას ვერ პოულობ, ცდილობ თავად ადამიანი გახადო პრობლემა. საბედნიეროდ ეს სიმართლეს ვერ ცვლის. გიორგი გველესიანის შემთხვევაში სწორედ ეს ხდება, მისი ნათქვამი შეიძლება ვინმესთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე მაინც სიმართლეა
გიორგი გველესიანის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმართლის მიღება უჭირს. ადამიანი შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე მის შეხედულებებს, მაგრამ როცა სიმართლეს ამბობს, მინიმუმ ჩუმად უნდა იყო და სიმართლისთვის ადამიანის გაშავება არ უნდა დაიწყო - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს.
20 სექტემბერი 2026, 13:22
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო
საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2026, 13:05
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“, - აღნიშნულია განცხადბეაში.
20 სექტემბერი 2026, 13:05
ეკონომიკა
ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია
ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2026, 12:32
მსოფლიო
ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობისას სხვა შეფერხებებისთვის“ მზად იყვნენ.
20 სექტემბერი 2026, 12:13
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი კიევის ოლქზე 24 საათზე მეტია, დარტყმებს ახორციელებდა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ხუთ რაიონში დაზიანებულია 31 ობიექტი. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი: სამი ბავშვი და ერთი ქალი. ტკაჩენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად მოხდა ეს. მისი თქმით, 19 სექტემბერს, საღამოს, ვიშჰოროდის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.
20 სექტემბერი 2026, 12:00
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-ის „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე: ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი ინტერესების დასაცავად
„ჩინეთი ყოველთვის ახორციელებდა ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე მხარეების წინააღმდეგ და არ უნდა ექვემდებარებოდეს მათგან ჩარევას ან ზეწოლას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებს და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და განვითარების ინტერესების, ასევე ჩინური საწარმოების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადეს სამინისტროში.
20 სექტემბერი 2026, 11:41
კულტურა
BIAFF 20 - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით „გურია" გაიხსნა
BIAFF 20 - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით "გურია" გაიხსნა, რომელიც საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების პროგრამაშია. გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები დაესწრნენ. გაიხსენეს ფესტივალის ისტორია.
20 სექტემბერი 2026, 11:40
რეგიონი
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
მუსიკალური საღამოების გარდა, წელს ფესტივალი კინოჩვენებებსა და მუსიკაზე საუბრებს მოიცავს, დაგეგმილია მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი.
20 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ AfD-ს ერთ-ერთი ლიდერის თანაშემწის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის კაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, თუმცა ჩხრეკისას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.
20 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
რიჩარდ გრენელი: ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია
ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2026, 11:33
მსოფლიო
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც დედაქალაქის ახალ მერსაც გამოავლენს. კენჭისყრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მმართველი კოალიციისთვის.
20 სექტემბერი 2026, 11:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა დონეზე მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
20 სექტემბერი 2026, 11:27
მსოფლიო
მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ
მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყვანეს.
20 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის პოსტებზე: ეს შეფასებები მორალურ ფსკერს მიღმა განზომილებიდანაა გაკეთებული, ვინაიდან ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ
ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ზიზღის კამპანიას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების წინააღმდეგ.
20 სექტემბერი 2026, 11:21
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 11:14
საზოგადოება
„ჯუჯების აქციები იყო ქოცების მართული ძარცვის დაკანონება“ - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დისკრიმინაციას განაგრძობს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დისკრიმინაციას განაგრძობს. შეურაცხმყოფელი პოსტები დარინა მიქელაძემ, „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც მის პირველ პოსტს მშობლების მწვავე რეაქცია მოყვა, მან დაცინვის კამპანია განაგრძო.
20 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
20 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მიქელაძის პოსტებზე: ბოღმაში დამხრჩვალი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი მხრივ, ხარობენ, როდესაც რაღაც უბედურება ხდება, მეორე მხრივ, როდესაც ვინმეს დამცირება შეუძლიათ და ამის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ
„ეს არის აგენტურის სახე. ეს არის ზნედაცემული, ამორალური, უზნეო ადამიანთა ერთობა. სხვათა შორის, ნურც იმას დავივიწყებთ, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ როგორი აგრესია და ზიზღი გამოხატეს მას შემდეგ, რაც წამლის საკითხის დახურვისთანავე მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას. ბოღმაში დამხრჩვალი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი მხრივ, ხარობენ, როდესაც რაღაც უბედურება ხდება, მეორე მხრივ, როდესაც ვინმე დამცირება შეუძლიათ და ამის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.


