imedi /  18 აპრილი 2019, 11:43 / სანდო წყარო

დავით ბაგრატიონის თქმით მას აქვს კომპრომატი თუ როგორ სცემს ანა ბაგრატიონი მათ შვილს

ბაგრატიონები

ანა ბაგრატიონი

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით, მას ოთხი დღის წინ მუხრანელის დავალებით დავით ბაგრატიონის ადვოკატი დაუკავშირდა და მისი სიტყვები გადასცა.

"მოგვცა ექვსი დღე იმისთვის, რომ ყველა სარჩელი გამოვიტანოთ და არ გავასაჩივროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გაასაჯაროებს კომპრომატს ანას წინააღმდეგ", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საუბარია სამეფო ოჯახის შვილზე განხორციელებულ ძალადობაზე. ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თქვა, რომ მას აქვს კომპრომატი, ჩანაწერი, თუ როგორ ძალადობს ანა ბაგრატიონი მის შვილზე, გიორგიზე.

ასევე ქონებრივ დავასთან დაკავშირებთ, როგორც ანა ბაგრატიონის ადვოკატი ამბობს, მათ შესთავაზეს 100 000 ლარზე მეტი იმისთვის, რომ შეწყვიტონ სამოქალაქო დავები და ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მუხრანელის მიერ გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის ფაქტს შეეხება.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ამბობს, რომ კომპრომატი არ არსებობს და შვილის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მუხრანელის მხრიდან შვილის ცემის ფაქტით მანიპულირებას, ამ თემის კომპრომატად გამოყენებას გრუზინსკების მხარე ამორალურად მიიჩნევს. 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლომ მსჯელობა 17 აპრილს დაიწყო

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.

ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.

ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2026, 19:03

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

12 აგვისტო 2026, 18:48

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

12 აგვისტო 2026, 18:43

მსოფლიო

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

არმინა ფარიანსა და მის ოთხ დას ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე ისევ მოუწიოთ იმ მდევნელებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებსაც ავღანეთიდან გაექცნენ, ამჯერად უკვე გერმანიაში - 27 წლის ფარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანელმა ექსტრემისტებმა დედაქალაქი კვლავ დაიკავეს, ის და მისი დები თალიბანის საწინააღმდეგო აქციების გამო ქაბულში ორჯერ დააპატიმრეს, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, ოჯახი საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში“.

დავით სონღულაშვილი

12 აგვისტო 2026, 18:42

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

12 აგვისტო 2026, 18:25

საზოგადოება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

12 აგვისტო 2026, 18:21

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიაში სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

12 აგვისტო 2026, 18:04

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ვიზიტორებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

12 აგვისტო 2026, 18:01

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო.

ოლგა სტეფანიშინა

12 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა გირაოს თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო არ შეიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 17:29

სპორტი

„პსჟ“ და „ასტონ ვილა“ UEFA-ს სუპერთასისთვის დღეს იბრძოლებენ⚽

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს UEFA-ს სუპერთას მოპოვებას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპა ლიგის ჩემპიონ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

12 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს, ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

ჭუ ჟუნძი

12 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

12 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს

მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

12 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 17:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს - რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

12 აგვისტო 2026, 16:58

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელმა გემმა Tristao Da Cunha ტალღმტეხის არხის მოსაწყობად ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა გაეცნენ.

12 აგვისტო 2026, 16:54

მსოფლიო

თურქეთში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 16:53

რეგიონი

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 16:45

პოლიტიკა

პრემიერი: დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კაპიტულაციის აქტი, იქ გარკვეული გარანტიები იყო ჩადებული ქართული მხარისთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი ბოლომდე შესრულდეს

დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ზუსტად ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 16:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ - “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში

ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.