დავით ბაგრატიონი მეორე მხარეს მორიგებას სთავაზობს
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
ფოტო: Facebook
დავით ბაგრატიონი მეორე მხარეს მორიგებას სთავაზობს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ თქვა.
„ვაცხადებთ მორატორიუმს, ვწყვეტთ აგრესიულ რიტორიკას, მეორე მხარეს მორიგებისთვის ხელს ვუწვდით. ერთმანეთს ბევრი ტალახი ვესროლეთ, ორივე მხარემ ძალიან დავაზარალეთ ერთმანეთი და ერთმანეთის იმიჯი", - აღნიშნა ჩხეიძემ.
მისივე თქმით, დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მისამართით მუქარას უარყოფს.
ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყველა სადავო საკითხზე მორიგებას სთავაზობს, გარდა ერთისა, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენებას ეხება.
მისი განმარტებით, თუკი, სასამართლო სამოქალაქო დავაზე, რომელიც ქონების გაყოფას შეეხება, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საწინააღმდეგოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ის სასამართლოს განაჩენს აღასრულებს.
მისი მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ ცოლს შვილზე ძალადობის მტკიცებულების გამოქვეყნებით არ დამუქრებია. ის უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინკის მისმა კლიენტმა დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, ფული შესთავაზა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით, მას ოთხი დღის წინ მუხრანელის დავალებით დავით ბაგრატიონის ადვოკატი დაუკავშირდა და მისი სიტყვები გადასცა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლომ მსჯელობა 17 აპრილს დაიწყო.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.
ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
19 ივნისი 2026, 10:57
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:46
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მცდელობამ კრემლთან არაოფიციალური დიპლომატიური კომუნიკაციის არხების გახსნის მიმართულებით, შესაძლოა, ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა დააზიანოს, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
19 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
19 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:18
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები.
19 ივნისი 2026, 10:04
სპორტი
კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ფარგლებში კანადისა და კატარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 6:0 კანადელების სასარგებლოდ დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ინიციატივით ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.
19 ივნისი 2026, 09:38
კულტურა
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება.
19 ივნისი 2026, 09:33
მსოფლიო
Reuters: აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება
აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 09:27
სპორტი
ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:22
რეგიონი
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან.
19 ივნისი 2026, 09:09
მსოფლიო
აშშ-ის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
ამერიკის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
19 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი და მერცი პუტინთან კომუნიკაციის გამო ევროკავშირს თავს დაესხნენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის არხების გახსნის გამო ევროკავშირი გააკრიტიკეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 08:55
მსოფლიო
ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს მხარს უჭერს
ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, - განცხადება კრისტიან შტოკერმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა. როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ნებისმიერი მშვიდობა მოლაპარაკებებით იწყება და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ ის პოზიტიურად არის განწყობილი.
19 ივნისი 2026, 08:48
მსოფლიო
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ.
19 ივნისი 2026, 08:34
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნა.
19 ივნისი 2026, 08:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ს ირანისთვის 300 მილიარდი დოლარი არ გადაუხდია, ეს ყალბი ამბავია
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეერთებულმა შტატებმა ირანს 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
19 ივნისი 2026, 08:12
პოლიტიკა
შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თუ ნეიტრალური ხარ, უკვე მტერი ხარ, ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი
თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს.
19 ივნისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.


