ნინო გოგუაძე: რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას მთავრობის მხრიდან დროული რეაგირება სჭირდება
ნინო გოგუაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში რუსული ბრილი ძალის საფრთხეებზე მსჯელობენ და განიხილავენ თუ როგორ უნდა შემცირდეს რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ქვეყანაში.
მისი განმარტებით, მოკვლევის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა მუშაობს, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელსაც როგორც პარლამენტის ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან დროული რეაგირება სჭირდება.
„აუცილებლად გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანოს გაჩენის საკითხი და რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის გახსნას - თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია - რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კოლეგებმა „ევროპული საქართველოდან“, რომლებიც ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში არიან, ის საკითხები რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, პარლამენტს უკვე საკანონდებლო ინიციატივის სახით წარუდგინეს.
„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობ და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები არის პრიორიტეტული, პარტიულმა ინტერესმა არ უნდა გადასძალოს პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ქვეყანაში, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემისა და საფრთხის აღიარება, ერთობლივი მუშაობა და კონსესუსი საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და ევროპული პარტიები“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოო ანგარიშს სავარაუდოდ, ივნისში დაასრულებს.
საკითხები, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა საბოლოოდ, რეკომენდაციებში აისახება და როგორც საქართველოს მთავრობას ასევე, პარლამენტს წარედგინება.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება
„გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2026, 11:18
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს.
17 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
17 სექტემბერი 2026, 11:06
პოლიტიკა
თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს
ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, - განაცხადა პარტია „ახალის” გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ, გადაცემაში „დღის თემა”.
17 სექტემბერი 2026, 11:04
მსოფლიო
FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შედინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ
ევროპელი ავტომწარმოებლები მასობრივად ამცირებენ სამუშაო ადგილებს, მაშინ როდესაც ჩინეთში წარმოებული იაფი ავტომობილები ევროპულ ბაზარზე სულ უფრო დიდი რაოდენობით შედის. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 11:02
რეგიონი
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2026, 10:51
კულტურა
სამხრეთ კორეაში გამოუშვეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ძაღლებსა და კატებს უყვართ🐶🐱
„სელაპები“ სამხრეთკორეული უდიალოგო ანიმაციური სერიალია სელაპების ჯგუფის შესახებ. ის 2022 წლის 1 დეკემბერს კომპანია The Pinkfong Company-მ გაუშვა. კომპანიის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ვირუსული მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Baby Shark, რომელმაც YouTube-ზე 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. „სელაპების“ თითოეული სერია დაახლოებით 90 წამს გრძელდება.
17 სექტემბერი 2026, 10:40
ტაბლოიდი
დარიო ვიტალე Emporio Armani-სა და Giorgio Armani Accessories-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა
„Armani-ს აქვს ძლიერი მემკვიდრეობა და ცნობადი სტილი - ტრადიციები, რომლებიც ათწლეულებს ითვლის და რომლებმაც მოდის ისტორია ჩამოაყალიბა. მე ამ ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვუდგები, რადგან ჩვენ ერთად ვეყრდნობით ამ მდიდარ საძირკველს და ახალ ეპოქას ვხსნით“, - განაცხადა ვიტალემ.
17 სექტემბერი 2026, 10:35
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
17 სექტემბერი 2026, 10:33
მსოფლიო
The Guardian: ტრამპი კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთავაზებას „სასაცილოს“ უწოდებს და ბრიუსელს ტარიფებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს „სერიოზული ტარიფებითა და სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით“ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კანადას ბლოკის პირველი ასოცირებული წევრობის შეთავაზება გაუკეთა. მან ინიციატივას „სასაცილო“ უწოდა, იუწყება The Guardian-ი.
17 სექტემბერი 2026, 10:33
სპორტი
ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას დაესწრო
აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. ახალგაზრდული ოლიმპიადა 2026 წლის 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება.
17 სექტემბერი 2026, 10:32
სამართალი
პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 70 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 10:31
კულტურა
ვატიკანი ისტორიაში პირველად „ოსკარზე“ ფილმს წარადგენს
„ჯაკომოს ისტორია იმსახურებს, რომ მის შესახებ ყველამ შეიტყოს, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ გვექნება შესაძლებლობა, ფილმი „ოსკარის“ პრემიის ნომინანტთა სიაში ჩავრთოთ“, - განაცხადა ვატიკანის საზოგადოებასთან ურთიერთობის დიკასტერიის ხელმძღვანელმა, პაოლო რუფინიმ.
17 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
17 სექტემბერი 2026, 10:20
სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს.
17 სექტემბერი 2026, 10:11
რეგიონი
გივი მიქანაძემ ბათუმში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
17 სექტემბერი 2026, 10:07
მსოფლიო
მედია: კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია
რუსეთმა გვიან ღამით კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, იუწყება უკრაინული მედია.
17 სექტემბერი 2026, 09:49
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება
26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება.
17 სექტემბერი 2026, 09:40
რეგიონი
კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ამ დროისთვის გადამუშავებულია 11 ათასამდე ტონა ყურძენი
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
17 სექტემბერი 2026, 09:35
ჯანდაცვა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.


