მიქაუტაძე: საბჭოს უმრავლესობა უზენაესის მოქმედი მოსამართლეებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ემხრობა
გიორგი მიქაუტაძე
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ის ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას ინიციატივას, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებთან მიმართებით განსხვავებული რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებთან მიმართებით განსხვავებული რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაც მხარს უჭერს.
"ასევე, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს იმ საკითხში, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეებისთვის უნდა არსებობდეს ალბათ სპეციალური რეგულაციები, რომლითაც მათ და საქართველოს პარლამენტს ექნებათ საშუალება, იმსჯელოს მათ შემდგომ გამწესებაზე უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს მოსამართლეთა ნაკლებობა, მაგრამ არის მეორე მიზეზიც, რომელიც შეიძლება იყოს უფრო წონიანიც. მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება უზენაეს სასამართლოში მუშაობის და წლების განმავლობაში იღებდნენ უზენაეს სასამართლოში ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს და დღევანდელი მდგომარეობითაც ამას აგრძელებენ, მე ვფიქრობ ეს არის რესურსი რომელზეც უარი არ უნდა ითქვას და სახელმწიფომ ასეთი დონის მოსამართლეები არ უნდა დაკარგოს", – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ პარლამენტის სახელზე უზენაესის მოსამართლეთა მიმართვა გაავრცელა:
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქმედი მოსამართლეებისათვის განსხვავებული მიდგომა უნდა არსებობდეს, იმის მსგავსი, როგორი წესითაც ახალი კონსტიტუციით ირჩევიან მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა გავაჟღერეთ ჩვენ. ვენეციის კომისიამ პირდაპირ ჩაწერა, რომ მოქმედი მოსამართლე, რომელიც დღეს ახორციელებს უზენაეს სასამართლოში საქმიანობას, ავტომატურად უნდა გადაინიშნონ საპენსიო ასაკის მიღწევამდე", - წერია მზია თოდუას მიმართვაში.
11 მაისიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ დღიდან მოსამართლეობის მსურველებს შეუძლიათ იუსტიციის საბჭოს განაცხადი ელექტრონულად წარუდგინონ. კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლით უნდა დაკომპლექტდეს და ისინი იუსტიციის საბჭომ უნდა წარადგინოს. გარკვეული პროცედურების შემდეგ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და სწორედ კანონმდებლები გადაწყვეტენ იმას, გახდება თუ არა ესა თუ ის კანდიდატი უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.
28 მაისი 2026, 18:44
მსოფლიო
AXIOS: აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო
აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 მაისი 2026, 18:44
პოლიტიკა
პრემიერი: რაც გაფუჭდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს
ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.


