უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტს მიმართავენ

უზენაესი სასამართლო
ფოტო: FACEBOOK
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.
მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) გარდაქმნის საკითხის განხილვას ითხოვენ.
„საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადო მანდატით გამწესება მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, რაც საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მონაპოვარია.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი და პირობები. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის საკითხი ამ კანონის რეგულირების მიღმა დარჩა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების შესახებ“ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული 2019 წლის 16 აპრილის დასკვნით საქართველოს პარლამენტს მიეცა რეკომენდაცია, რომლის თანახმად: „პარლამენტმა უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად გარდაქმნის საკითხი.
აღნიშნული აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სულ მცირე 11-მა გამოცდილმა მოსამართლემ გააგრძელოს უზენაეს სასამართლოში საქმიანობა, რითაც გარკვეულწილად შემსუბუქდება ის შედეგი, რომელიც ახლავს პარლამენტის მიერ სრულიად ახალი უზენაესი სასამართლოს შექმნას და გამოცდილი მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა, და არა მხოლოდ ახლადარჩეული მოსამართლეები განიხილავენ საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ სტაბილურობასა და თანმიმდევრულობას.“
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარება მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებისა და ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს ინსტიტუციური მდგრადობისათვის.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, განიხილოთ უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) გარდაქმნის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სასამართლოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
ყველა სიახლე

30 მაისი 2023, 20:13
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

30 მაისი 2023, 19:45
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმზე „მდგრადი განვითარება: მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს - მეგობრული“ სიტყვით გამოვლისას. მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაში „მწვანე ურბანული მომავალი და ენერგომოხმარების ტენდენციები, მწვანე ეკონომიკა“.

30 მაისი 2023, 19:36
მსოფლიო
სტოლტენბერგი: დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით
ნატოსს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით.

30 მაისი 2023, 19:15
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, კრემლის ნარატივია, ხოლო თუ ამას ბორელი ამბობს, ფაქტია - ამ ინსინუაციურ კამპანიას ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი ეწევა
„ამიტომ ვსაუბრობ, რომ როდესაც მიდის მიზანმიმართული კამპანიებით თვალში ნაცრის შეყრა, რომ თურმე რეალობა ჩვენ ისე უნდა დავინახოთ და გადავუთარგმნოთ საზოგადოებას, რომ ასე კი არა, სხვანაირადაა, იმავეს მაგონებს. თურმე როდესაც საუბრობს, პირობითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, ეს არის კრემლის ნარატივი და როდესაც ამას ამბობს ბორელი, ეს არის ფაქტი. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და ის ინსინუაციური კამპანია, რომელსაც ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა ქადაგიძემ.

30 მაისი 2023, 18:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს“
ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

30 მაისი 2023, 18:44
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სიტყვა იყო ხელოვნება პოლიტიკაში!
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.

30 მაისი 2023, 18:42
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთსა და გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას Eurofighter-ი მიაწოდონ
უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს სურს, რომ გერმანიამ და ბრიტანეთმა მის ქვეყანას Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლები მიაწოდონ რუსული საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

30 მაისი 2023, 18:36
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება.

30 მაისი 2023, 18:27
პოლიტიკა
პარლამენტმა 91 ხმით რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივაა.

30 მაისი 2023, 18:17
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს და თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი
ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს. თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:13
პოლიტიკა
გიგლა ბარამიძე: კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ
კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესება რუსეთზე ფაქტობრივად ნულოვან ეფექტს მოახდენდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის სულ მცირე 10%-იანი ეკონომიკურ ვარდნას მოიტანდა
საქართველოსთვის არასდროს არ დამდგარა საკითხი, შეუერთდებოდა თუ არა საერთაშორისო სანქციებს და გახდებოდა თუ არა ჩრდილოვანი ჰაბი რუსეთისთვის სანქციების არიდების კუთხით. ამ კუთხით შეკითხვები მოხსნილია და რაც მეტი მონიტორინგი ჩამოვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან ამ რეალობაში, უფრო კარგია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:12
მსოფლიო
ერდოღანი: თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია
თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

30 მაისი 2023, 18:09
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება
„რატომღაც, ბოლო პერიოდში დღის წესრიგი განგვისაზღვრეს ასეთი, რომ სიტყვები „ჩვენი ეროვნული ინტერესი“, არც კი შეიძლებოდა, რომ გვეხსენებინა. ვიღაცის ინტერესის მორჩილად გამტარი უნდა ვყოფილიყავით. ეს იფუთებოდა ლამაზი სიტყვებით. სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და ამ ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

30 მაისი 2023, 18:08
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან
ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ და ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

30 მაისი 2023, 18:03
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა TWITTER-ში პოსტს აქვეყნებს. „შვედეთის სექსის ფედერაცია ატარებს ევროპის ჩემპიონატს! LGBT თემი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ხაბეიშვილს 31 მაისს ევროს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვოს საქართველოსთვის დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება! ფორუმში მონაწილეობის მოსასწრებად! შინ ევროპისკენ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

30 მაისი 2023, 17:59
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც არის უმაღლესი პასუხისმგებელი პირი სანქციების აღსრულებაზე, საქართველოს ეწვევა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მალე ევროკავშირის წარმომადგენელი ეწვევა, რომელიც არის უმაღლესი პასუხისმგებელი პირი სანქციების აღსრულებაზე.

30 მაისი 2023, 17:56
პოლიტიკა
მაია ბითაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობა მიიღო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმს დაესწრო. ფორუმზე სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“, კომიტეტის თავმჯდომარემ მდგრადი ურბანული განვითარებისა და მდგრადი სატრანსპორტო მობილობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა ადგილობრივ დონეზე მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების აუცილებლობას.

30 მაისი 2023, 17:50
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან დეპუტატები - რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

30 მაისი 2023, 17:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია
სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს, ნატოს წევრ ქვეყანას არავინ საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში. ასეთი რეალური რისკებია, ეკონომიკას და მოქალაქეებს ორჯერ მეტი ზიანი მიადგება, ვიდრე ეს იყო პანდემიის დროს და ჩვენ გვსაყვედურობენ და გვაძალებენ სანქციების დაწესებას, არ ვაკეთებთ ამას. რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.