imedi /  19 მაისი 2019, 22:57 / სანდო წყარო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.

სანდრა რულოვისის თქმით, ამ განცხადების საფუძველს აძლევს "ძალიან კარგი ციფრები", რაც უბნებიდან მისდის.

"არ დაგვჭირდება მეორე ტური, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები. ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ყველგან ჩვენ ვართ წინ და ალბათ ამიტომ აცხადებენ, რომ ყველგან მეორე ტურია", - თქვა სანდრა რულოვსმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ხულოს ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები. 

საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

ყველა სიახლე

ვიქტორია ნულანდი

28 იანვარი 2022, 02:08

მსოფლიო

ვიქტორია ნულანდი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 იანვარი 2022, 01:56

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, არაფერია გამორიცხული, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, მათ შორის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 01:11

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა - ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

28 იანვარი 2022, 01:00

მსოფლიო

პენტაგონი: ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა.

კუ ჯონათანი

28 იანვარი 2022, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კუ 190 წლის გახდა🎂​🐢

ჯონათანი ატლანტის ოკეანეს სამხრეთით, წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს და ადგილობრივი ვარსკვლავია. ლონდონის ბრიტანული მუზეუმის მონაცემებით, კუ კუნძულზე 1882 წლიდან ბინადრობს. მისი ფოტო, რომელიც 1882-1886 წლებშია გადაღებული, ადასტურებს რომ იმ მომენტისთვის ის უკვე მოზრდილი იყო და სავარაუდოდ სულ მცირე 50 წლისა იყო.

დმიტრო კულება

28 იანვარი 2022, 00:32

მსოფლიო

დმიტრო კულება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც მან განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას“.

28 იანვარი 2022, 00:30

მსოფლიო

კატალონიაში ალქაჯობისთვის სიკვდილით დასჯილი ქალები შეიწყალეს

კატალონია ევროპის ერთ-ერთი პირველი რეგიონი გახდა ევროპაში, სადაც მე-15 საუკუნეში ალქაჯებზე ნადირობა დაიწყო. ქალებს ამ ბრალდებით ბავშვების უეცარი გარდაცვალების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ცუდი მოსავლის გამო ასამართლებდნენ. ამასთან, შეშის ეკონომიის მიზნით, სიკვდილით დასჯის მეთოდად ხშირ შემთხვევაში ჩამოხრჩობას და არა კოცონზე დაწვას ირჩევდნენ.

ავთო ვარსიმაშვილი

28 იანვარი 2022, 00:20

კულტურა

ავთო ვარსიმაშვილი: 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც თეა წულუკიანმა ორ კვირაში გააკეთა - მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს

ყველა ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ყველა ხელისუფლებას ჩემს ფილმებში და სპექტაკლებში ვაკრიტიკებდი, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც ქალბატონმა თეამ ორ კვირაში გააკეთა, მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს, გაიგოს და მაშინვე გააკეთოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თეატრის და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა კულტურის მინისტრზე, თეა წულუკიანზე საუბრისას განაცხადა.

ავთო ვარსიმაშვილი

28 იანვარი 2022, 00:05

კულტურა

ავთო ვარსიმაშვილი: ყველა თეატრალი ძალიან დიდი იმედით უყურებს თეა წულუკიანს

„თეატრალებში არ არის ისეთი აგრესია, რასაც სხვა სფეროებში ვხედავ. თეატრალები ყველა ძალიან კარგად და, რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედით უყურებენ [თეა წულუკიანს]. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გამოგვყვა მართვის საბჭოური სისტემა. თეატრები ჩაკეტილი იყო, იქ არავის უშვებდნენ და ა.შ. პირველად დადგა ამის გადახედვის საკითხი. 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა მინისტრთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ცვლილებებია საჭირო, გამოვდიოდი ფორუმზე, ვსაუბრობდი ამის შესახებ. ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეიმუშავა კანონი თეატრის შესახებ, მაგრამ იმასაც არ მიეცა საშუალება, მერე პარლამენტმა კასტრირებული სახით მიიღო. როგორც იქნა, წელს დაიწყო ძვრები და არ შეიძლება ამას არ მივესალმო. მეტს გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩვენთან არის ასეთი მოძრაობა“, - განაცხადა ვარსიმაშვილმა.

28 იანვარი 2022, 00:02

სპორტი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას ამის შსახებ ინგლისური საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

ავთო ვარსიმაშვილი

28 იანვარი 2022, 00:00

კულტურა

ავთო ვარსიმაშვილი: მათ, ვინც თეა წულუკიანს საბჭოთა სისტემის დაბრუნებას აბრალებს, თვითონ არ სურთ ამ სისტემის ხელიდან გაშვება

თეა წულუკიანის წინამორბედებს არ ჰქონდათ ასეთი პოლიტიკური წონა და ასეთი უფლებები. არასდროს არ გვყოლია ასეთი „მძიმეწონოსანი“ მინისტრი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თეატრის და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა განაცხადა.

გიორგი კალანდია

27 იანვარი 2022, 23:58

კულტურა

გიორგი კალანდია: დაიდება შედეგები, ამ 9 თვეში რამდენი რამ შემოვიდა ქვეყნის შიგნით ეროვნული კოლექციების თვალსაზრისით, რამდენი სამუზეუმო საცავი გამდიდრდა, რამდენ მუზეუმში დაიწყო რემონტი

„ძირითადად არის ბულინგი ზოგად თემებზე, შეურაცხმყოფელი, კარიკატურული, მაგრამ არასოდეს არის რაღაც კონკრეტული ფაქტი, აი, მაგალითად, რა კონკრეტული ფაქტი გაფუჭდა. პირიქით, გაფუჭებულის გამოსწორება მიმდინარეობს და იმის ნაცვლად, რომ იყოს მადლიერება არის აბსოლუტური გაუმართლებელი ბრალდებები. ეს ყველა მცდელობა წარუმატებლობისკენ არის განწირული. რადგან აქ არის კონკრეტული საქმეები, რომელიც გაკეთდა. დაიდება შედეგები, რომ ამ 9 თვეში რამდენი რამ შემოვიდა ქვეყნის შიგნით ეროვნული კოლექციების თვალსაზრისით, რამდენი სამუზეუმო საცავი გამდიდრდა, რამდენ მუზეუმში დაიწყო რემონტი“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.

გიორგი კალანდია

27 იანვარი 2022, 23:50

კულტურა

გიორგი კალანდია: რასაც თეა წულუკიანი გამქრალ ექსპონატებზე ამბობს, ეს გამყარებულია ფაქტებით

რასაც თეა წულუკიანი გამქრალ ექსპონატებზე ამბობს, ეს არის გამყარებული ფაქტებით. გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმის დღევანდელი ხელმძღვანელისგან ამის უარყოფა ჩვენ არ მოგვისმენია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა.

გიორგი კალანდია

27 იანვარი 2022, 23:46

კულტურა

გიორგი კალანდია: გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი აქტივობა, როგორიც ახლა არის, ჩვენს დარგში ნამდვილად არასოდეს ყოფილა

„როდესაც სამინისტრო დგას მოლაპარაკების უკან ეს უკვე სხვა სტატუსია და ძალიან ბევრი რამის საშუალებას გაძლევს“, - განაცხადა კალანდიამ.

გიორგი კალანდია

27 იანვარი 2022, 23:44

კულტურა

გიორგი კალანდია: თეა წულუკიანმა სამუზეუმო დარგი ძალიან სწრაფად გამოაცოცხლა და გააკეთა ის, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა

თეა წულუკიანს მხარს ვუჭერ არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც მინისტრს, რომელმაც სამუზეუმო დარგი ძალიან სწრაფად გამოაცოცხლა და გააკეთა ის, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა.

ანალენა ბერბოკი

27 იანვარი 2022, 23:38

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას

ამჟამად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ არის, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გაზეთ Westdeutsche Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.

მამუკა არეშიძე

27 იანვარი 2022, 23:33

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: გაზაფხულზე ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება ხელისუფლების ფსევდო ან ნამდვილი შეცდომების გამოყენებას, ხელისუფლებამ კი ამის საშუალება არ უნდა მისცეს

თუნდაც ამ რეზოლუციის მაგალითზე ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შესწევს უნარი, ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა ან არასწორი ნაბიჯი გამოიყენოს თავისი მიზნების მისაღწევად. გაზაფხულზე აუცილებლად შეეცდებიან ამის გაკეთებას და ხელისუფლების ფსევდო ან ნამდვილი შეცდომების გამოყენებას, ხელისუფლებამ კი ამის საშუალება არ უნდა მისცეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მამუკა არეშიძე

27 იანვარი 2022, 23:31

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: ვთვლი, სააკაშვილის ჩამოსვლის ერთ-ერთი მოტივაცია იყო, რომ ნიკა მელიამ დაიწყო ახალი პარტიის კეთება, ახალი ხალხი მოიყვანა, რომლისთვისაც მთავარი იყო ნიკა მელია და არა სააკაშვილი

როდესაც შენ ამომრჩეველი გენდო, დავალება მოგცა, უნდა შეხვიდე პარლამენტში და იმუშაო. მით უმეტეს, თუ ამაში ხელფასს იღებ, მთლად სირცხვილი და თავის მოჭრაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მამუკა არეშიძე

27 იანვარი 2022, 23:31

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: არაერთხელ მოგვივიდა შეცდომა იმის გამო, რომ მოუფიქრებელი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ,რუსეთუმეობის მუდმივი თემა უნდა დამთავრდეს

„არაერთხელ მოგვივიდა შეცდომა, გადაგვიტრიალდა ფეხი იმის გამო, რომ მოუფიქრებელი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ. არაერთხელ გადაგვიტრიალდა ფეხი იმის გამო, რომ ოპოზიცია, იმის გამო რომ რაღაც ქულები დაეწერა, ხელისუფლების დისკრედიტაციას [მიმართა], შესაბამისად, ჩვენს მტერს გახარებია. ვიცი, რომ [რეზოლუციის] დოკუმენტის დაწერაში მდინარაძე მონაწილეობდა. მდინარაძე დღეს კრემლისთვის მიუღებელი ფიგურაა, იმიტომ რომ ოკუპაციის თაობაზე ძირითადად ის არის სპიკერი. როგორ შეიძლება ეს დააბრალო მას? რუსეთუმეობის მუდმივი თემა უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა არეშიძემ.

მამუკა არეშიძე

27 იანვარი 2022, 23:20

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: ვესაუბრე ბრიუსელში კოლეგებს და მათ მითხრეს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული

დღეს ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბრიუსელში და რომ არა ეს საუბარი, ალბათ არ დავთანხმდებოდი ეთერში მოსვლას. ჩემთვის ეს საუბარი ერთგვარი ტესტი იყო. მათ თვითონ მითხრეს, რომ წაიკითხეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დრაფტი და ის არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული. ეს არის მათი სიტყვები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.