რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული 13 ადამიანი შეიყვანეს
ფოტო: shutterstock.com
რესპუბლიკურ საავადმყოფოში რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებული 13 პაციენტია შესული, თუმცა, ეს რიცხვი სულ იცვლება. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
"ძირითადად ეს რეზინის ტყვიებით მიყენებული სხვადასხვა დაზიანებაა, გაზით მოწამლულია ერთი გოგო,“- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოფოძემ.
ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას ინფორმაციით, სტაციონარში აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკაში 11 პაციენტი ერთი ქალი და ათი კაცი შევიდა. მათგან 3 უკვე გაეწერა.
პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.
ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა. დაშავებულებიდან სამს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ.
ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 08:51
სპორტი
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა. ლევან მოსაშვილმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტის „შენი მწვერვალის“ ფარგლებში უშბის ჩრდილოეთ წვერზე სოლო ასვლა განახორციელა.
22 სექტემბერი 2026, 08:38
რეგიონი
ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართა. დაჯილდოვდა სხვადასხვა სფეროს 14 წარმომადგენელი, რომელთაც ზუგდიდის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
22 სექტემბერი 2026, 08:21
რეგიონი
ყვარლის მუნიციპალიტეტში მევენახეთა ნაწილმა ყურძნის დიფერენცირებული ფასი გააპროტესტა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მევენახეთა ნაწილმა ყურძნის დიფერენცირებული ფასი გააპროტესტა. ისინი ერთ-ერთი ღვინის საწარმოსთან შეიკრიბნენ. მევენახეთა ძირითადი მოთხოვნა იყო 17 გრადუსზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენზე დაწესებული ფასის გადახედვა და აღნიშნული დიფერენცირების გაუქმება.
22 სექტემბერი 2026, 08:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
22 სექტემბერი 2026, 08:05
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე. ფორუმი მიზნად ისახავს, უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, გლობალური კავშირის გაძლიერებასა და სავაჭრო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას.
22 სექტემბერი 2026, 04:21
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 04:16
მსოფლიო
ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.
22 სექტემბერი 2026, 02:19
მსოფლიო
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
მსოფლიო
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.


