ივანიშვილის ინიციატივა: არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარება
მამუკა ბახტაძე
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება/Facebook
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.
თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში. მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.
დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.
შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი; ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამ განცხადების გავრცელებამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომას პირადად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საკითხები განიხილეს. თბილისში უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია დაანონსებულია დღესაც.
აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 15:40
პოლიტიკა
სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 15:36
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია - გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც იმ სწორი მენეჯმენტით არის განპირობებული, რომელიც როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება
ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
07 სექტემბერი 2026, 15:24
მსოფლიო
Euronews: AfD-ს გამარჯვება მერცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა
Euronews-ი წერს, რომ მერცისთვის, რომელიც კვირას გვიან ღამით ბერლინის პარტიული შტაბ-ბინიდან ადევნებდა თვალს შედეგებს, თუმცა საჯაროდ არ გამოსულა, ეს შედეგი კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
07 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
კრემლში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხეს
„რაც შეეხება სამმხრივი ფორმატის განახლებას, გუშინ გესმოდათ განცხადება კიევიდან. ბატონმა კუშნერმა [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა] გააკეთა ასეთი განცხადებები. ჩვენც არ გამოვრიცხავთ ამ სამმხრივი ფორმატის აღდგენას“, - აღნიშნა პესკოვმა.
07 სექტემბერი 2026, 15:05
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კორეის რესპუბლიკაში ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 14:36
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისა და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა
ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა.
07 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას ეხმაურება.
07 სექტემბერი 2026, 14:27
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს
სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს. უკვე განიხილეს ორი საქმე. სიმონ ხარატიშვილმა და თორნიკე ძველაიამ სამართალდარღვევა აღიარეს და მოინანიეს.
07 სექტემბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: თუ კონტექსტს შევხედავთ, რა კონტექსტში ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას, მე მგონი, ცხადია, რომ იგი ცდილობს მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას
იმდენად ტყუილია და აცდენილია ეს ყველაფერი რეალობას, რომ ამ 2-3 წუთიან საუბარშიც კი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, ყველაფერი ნათელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.
07 სექტემბერი 2026, 14:10
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
07 სექტემბერი 2026, 14:03
მსოფლიო
NYT: უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება
სტატიაში სახელწოდებით „უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება“ გამოცემა წერს, რომ არასათანადო კონტროლის გამო ქვეყანამ 2024 წელს მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
07 სექტემბერი 2026, 13:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე: სანამ სპეცსამსახურები დედაქალაქის ქუჩებში სროლას აწყობენ და, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებას საბრძოლო დრონებით ახდენენ, პროკურორთა ელიტა მრავალმილიონიან კორუფციულ სქემებს აგებს
„უკრაინის დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ დაპირისპირებამ საკვანძო ძალოვან სტრუქტურებს (СБУ და ГУР) შორის ღია შეიარაღებული კონფლიქტის ფაზაში გადაინაცვლა, ხოლო ანტიკორუფციულმა ორგანოებმა (НАБУ) სამართალდამცავი სისტემის უმაღლესი ხელმძღვანელობის უპრეცედენტო „განადგურება“ დაიწყეს“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
07 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026 გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
07 სექტემბერი 2026, 13:39
მსოფლიო
ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, 2 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო
ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, აეროპორტების მუშაობა უკვე მეორე დღეა შეჩერებულია. გაუქმდა 2 000-ზე მეტი რეისი, რის შედეგადაც 270 000-მდე მგზავრი დაზარალდა.
07 სექტემბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 13:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.
07 სექტემბერი 2026, 13:34
საზოგადოება
გამოიყენე მეორე შანსი - ისწავლე Skillwill-ში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით
Skillwill აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს,11-დან 18 თვემდე პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული განათლების დიპლომი.
07 სექტემბერი 2026, 13:28
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს
გული მწყდება, უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.
07 სექტემბერი 2026, 13:19
პოლიტიკა
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის ზინის მიყენების მიზნით.


