გოცირიძე: გაბუნია ჟურნალისტიკის ისტორიაში შევა როგორც უხამსობის ეტალონი
რომან გოცირიძე
ფოტო: Facebook
გაბუნია ჟურნალისტიკის ისტორიაში შევა როგორც უხამსობის ეტალონი და გაინაღდა სახელმძღვანელოებში მოხვედრა პუტინის მასშტაბიდან გამომდინარე, ამავე დროს, საქართველოსთვის ის შეიძლება გახდეს ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოხადა ნიღაბი საქართველოს მოღალატე ხელისუფლებას და ხელი შეუწყო მისი შეცვლის პროცესს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაბუნიას სამარცხვინო საქციელმა იმაზე მეტი გვაჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ზიანი გასცდა ერთი ჟურნალისტის ან ტელევიზიის ფარგლებს, მაგრამ ამავე დროს მისი მამხილებელი ეფექტი შეიძლება გახდეს საზოგადოების თვალის ახელის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„ამ ინციდენტმა მთელი სიგრძე-სიგანით წარმოაჩინა ის საფრთხეები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, თვალნათელი გახადა ივანიშვილის ხელისუფლების ნამდვილი ბუნება.
საქართველოს ჰყავს რუსეთის მორჩილი ხელისუფლება, რომელსაც არ შესწევს არავითარი უნარი, დაიცვას ქვეყანა და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული განვითარება.
საქართველოში მოქმედებს რუსული აგენტურის უდიდესი ქსელი, რომელიც მოქცეულია პარტიულ, საეკლესიო, არასამთავრობო, ბიზნესის თუ სხვა სახის საბურველს ქვეშ. ამ ქსელს ძალიან დიდი გავლენა აქვს დაინტერესებულ წრეებზე და გაღატაკებულ მასაზე, რომელიც გაუცნობიერებლად ხდება რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში.
გაბუნია ჟურნალისტიკის ისტორიაში შევა როგორც უხამსობის ეტალონი და გაინაღდა სახელმძღვანელოებში მოხვედრა პუტინის მასშტაბიდან გამომდინარე, ამავე დროს, საქართველოსთვის ის შეიძლება გახდეს ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოხადა ნიღაბი საქართველოს მოღალატე ხელისუფლებას და ხელი შეუწყო მისი შეცვლის პროცესს“, - წერს გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.
"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.
გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 18:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19:15 საათზე თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა.
22 აგვისტო 2026, 18:09
ეკონომიკა
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
22 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება
„გოდერძიზე არსებული საბაგიროები, აქტიურად ემსახურება დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“ - განაცხადა ლევან დარსალიამ.
22 აგვისტო 2026, 17:33
კულტურა
ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს.
22 აგვისტო 2026, 17:22
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი
აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და სახელმწიფომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
22 აგვისტო 2026, 17:17
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
22 აგვისტო 2026, 17:16
საზოგადოება
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.
22 აგვისტო 2026, 17:12
რეგიონი
„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა
მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ქართველმა შეფ- მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.
22 აგვისტო 2026, 16:53
მსოფლიო
მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა
რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
22 აგვისტო 2026, 15:05
მსოფლიო
რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.
22 აგვისტო 2026, 14:58
მსოფლიო
„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.
22 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც იგი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს.
22 აგვისტო 2026, 14:37
რეგიონი
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
22 აგვისტო 2026, 14:35
კულტურა
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს. 18 კორეელი მხატვრის ნამუშევარი, თვითგამოხატვის ახალი ფორმების მუდმივ ძიებას ასახავს და თანამედროვე სამყაროს სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით თემებს ეხება.
22 აგვისტო 2026, 14:35
საზოგადოება
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
22 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ,'' მე-9 რეგიონული ოფისი რუსთავში გახსნა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს. პარტიამ მე-9 რეგიონული ოფისი დღეს ქალაქ რუსთავში გახსნა. რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართულ ღონისძიებას ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
22 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე
„ვაკვირდებით, თუ როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი. რაც მთავარია, ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით. ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით.
22 აგვისტო 2026, 14:20
რეგიონი
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ეტაპს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნენ.
22 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო
იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წამოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციას არაფერი გააჩნია და ერთმანეთში ჰაერისთვის მაინც ჩხუბობენ.


