imedi /  11 ივლისი 2019, 11:43 / სანდო წყარო

დონალდ ტუსკი: სოლიდარობა ქვეყნის შიგნითაც გჭირდებათ

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკის განცხადებით, ის მიესალმება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და ამ მხრივ მიმდინარე პროცესებს. მისი განცხადებით, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ტუსკმა ბათუმში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ბათუმის კონფერენციაზე ვისაუბრე საქართველოს ერთიანობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. ბრიუსელიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის. მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები", - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

დონალდ ტუსკმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება "დისპროპორციულია, უსამართლოა და არაფრით არ არის გამართლებული". 

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე სიტყვით უკვე გამოვიდა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი. 

დონალდ ტუსკმა სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან ამონარიდი ქართულად წაიკითხა. 

მმართველმა გუნდმა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გამართა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

17 ივნისი 2021, 22:00

მსოფლიო

ფაშინიანი: აზერბაიჯანის მიერ 15 დატყვევებული სომეხი სამხედროს დაბრუნება რეგიონში დადებითი ცვლილებების იმედს იძლევა

აზერბაიჯანის მიერ 15 დატყვევებული სომეხი სამხედროს დაბრუნება რეგიონში დადებითი ცვლილებების იმედს იძლევა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

17 ივნისი 2021, 21:49

რეგიონი

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი: ახალგაზრდებს ვთავაზობთ უნიკალურ გარემოს

„ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტს, ასევე სხვა უნივერსიტეტებს“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

17 ივნისი 2021, 21:43

საზოგადოება

Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas ფრენები ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყება.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2021, 21:38

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბანზე დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რომელსაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა

დღეს, კომისიის წევრებმა გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისგან და ამავე ოლქის თავმჯდომარისგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

17 ივნისი 2021, 21:24

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სამცხე-ჯავახეთს აქვს დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის

სამცხე-ჯავახეთს აქვს მართლაც დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

17 ივნისი 2021, 21:23

COVID19

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ათასს დოზას საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ათასს დოზას საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

17 ივნისი 2021, 21:14

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის სასახლეში საექსკურსიო ტურები განახლდება

საქართველოს პარლამენტის სასახლის დათვალიერების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის გაცნობის მსურველებისთვის, 18 ივნისიდან საექსკურსიო ტურები განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

17 ივნისი 2021, 21:10

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: განათლება არის არა მარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ ყველა უწყების ერთიანი საზრუნავი

მისი მოსაზრებით, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით მოაგვარებს.

17 ივნისი 2021, 21:08

რეგიონი

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ადგილზე სამართალდამცველები ჯერჯერობით ისევ რჩებიან. „ნამახვანჰესის“ პროტესტის დეესკალაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების განმხილველი კომისია ჩაერთო.

გურამ კაშია
ჯაბა კანკავა

17 ივნისი 2021, 21:04

სპორტი

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ფეხბურთელები გახდნენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებენ. ჯაბა კანკავა ბოლოს ფრანგულ „ვალანსიანში“ გამოდიოდა, გურამ კაშია კი თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.

17 ივნისი 2021, 21:00

COVID19

მოსკოვის მერი: მოსკოვში კოვიდსიტუაცია მოულოდნელად და სწრაფად უარესდება

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში კოვიდსიტუაცია მოულოდნელად და სწრაფად უარესდება.

17 ივნისი 2021, 20:51

რეგიონი

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

ალუდა ღუდუშაური

17 ივნისი 2021, 20:47

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას

ძალიან უხერხული იყო განსაკუთრებით ის, როდესაც „ნაციოანალური მოძრაობა“ შემობრძანდა პარლამენტში და თავიანთ ოპოზიციურ კოლეგებს თვალებში ჩახედეს, რომლებსაც „პუფებს“ ეძახდნენ. ვხედავდით, როგორი იყო მათი შემოპარვა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

17 ივნისი 2021, 20:39

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამომრჩეველს კითხვის ნიშნების არსებობა არ უყვარს

„ახლაც, როდესაც ისინი ცდილობენ, სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება შესთავაზონ თავიანთ ამომრჩევლებს, მათ შორის, რომ შემოდიან პარლამენტში, უპირისპირდრებიან შარლ მიშელის დოკუმენტს - ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, კითხვის ნიშნების არსებობა კი არ უყვარს ამომრჩეველს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ვაშაძე

17 ივნისი 2021, 20:38

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების პერსპექტივა არ აქვს

სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასწორება არ იქნება.

17 ივნისი 2021, 20:32

COVID19

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

17 ივნისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერების კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის ხელისუფლების გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ რჩება გამოწვევები. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და სტრატეგიის შემდგომ აღსრულებაზე, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 20:14

საზოგადოება

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. ამ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

17 ივნისი 2021, 20:08

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

ბენ ჰოჯესი

17 ივნისი 2021, 19:56

მსოფლიო

ბენ ჰოჯესი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.