რასმუსენი: თუ გადაწყვეტთ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება
ანდერს ფოგ რასმუსენი
ფოტო: იმედი
კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა. შეგახსენებთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ძალაშია, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენს დაუსვეს შეკითხვა, რომ საქართველო უკვე 11 წელია იღებს ნატო-სგან ყოველწლიურ ეროვნულ გეგმას და რა შეიცვალა, ნატო-ში გასაწევრიანებლად სჭირდება თუ არა ქვეყანას კიდევ MAP-ი. მისი თქმით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ბუქარესტის სამიტამდე განიხილეს.
„ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა MAP-ი საქართველოსა და უკრაინისთვის. ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამისთვის საჭირო მხარდაჭერას. როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთხმად მიიღება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე გარკვეული წინააღმდეგობა იყო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, შეიქმნა ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისია და რეფორმებზე მუშაობა ამ კომისიების ფარგლებში გრძელდება. „ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ პუტინს არასწორი გზავნილი გავუგზავნეთ. ეს იყო მერყევობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყევობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის - ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ, ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, - აღნიშნა რასმუსენმა.
მისივე თქმით, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ნატოს შეუძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება.
„ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ, ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს გადაუწყვეტელი სასაზღვრო საკითხები რუსეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მეხუთე მუხლის მთელ საქართველოზე გავრცელება. ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო ნატო-ს. ეს საქართველოს მთავრობის და ნატო-ს საბჭოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება.
ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. 50-ზე მეტ საერთაშორისო დელეგატს და 500-მდე სტუმარს უკვე მეორე დღეა, საქართველო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მასპინძლობს.
მას მაღალი რანგის დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან. ნატოს საკითხზე გამომსვლელებს შორისაა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერიც.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 22:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
13 აგვისტო 2026, 22:26
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ. ამით მან დამატებითი პირობები წამოაყენა თავის ადრინდელ განცხადებაზე, რასაც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკვეთრი საყვედური მოჰყვა.
13 აგვისტო 2026, 22:17
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, - განაცხადა ხუთშაბათს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
13 აგვისტო 2026, 22:05
სამართალი
საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
13 აგვისტო 2026, 22:04
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია
საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.
13 აგვისტო 2026, 21:55
მსოფლიო
Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც
უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
13 აგვისტო 2026, 21:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე გაუქმებულია
სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 აგვისტო 2026, 21:44
სპორტი
კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და „ოქროს ბურთის“ პერსპექტივა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი უმაღლესი დონის შეხვედრაში - „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი მოიგო და გადამწყვეტი სიტყვა ამჯერადაც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა.
13 აგვისტო 2026, 21:32
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება
სახელმწიფო დეპარტამენტი უარს ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის ინსტრუქციებზე, რომლებიც დიპლომატიურ პერსონალს უცხოელ ოფიციალურ პირებსა და მთავრობებთან ურთიერთობისას მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის (DEIA) პროგრესული დღის წესრიგის გატარებას ავალდებულებდა, - წერს ტელეკომპანია Fox News-ი.
13 აგვისტო 2026, 21:30
კულტურა
ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს - საკონკურსო განაცხადები 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2027 წელს „ოსკარის“ 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან კინოსურათს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენენ. ნამუშევრის შესარჩევად კონკურსი 4 აგვისტოდან გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს.
13 აგვისტო 2026, 21:04
ეკონომიკა
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი - რას აჩვენებს ბოლო 6 თვის მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი. ბოლო 6 თვის მონაცემები ეკონომიკური გუნდისთვის სწორი პოლიტიკის დადასტურება და ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველია.
13 აგვისტო 2026, 20:44
სამართალი
გახსნილი ნარკოდანაშაულები და 135 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაკავებულია 135 ადამიანი. ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უწყება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად განიხილავს. გივი კუჭავას სიუჟეტი
13 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
დაკვეთა თუ ტრენდს აყოლა - შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო ანსამბლ სუხიშვილების სასცენო მოღვაწეობის მიმართ პატივისცემას ადასტურებს, თუმცა აფასებს ანსამბლის დირექტორის განცხადებას რუსეთში კონცერტის გამართვის თაობაზე.
13 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა.
13 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
დე ფაქტო რეჟიმი გია ბარამიძის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს - ბარამიძე იმავეს იმეორებს და „იმედს“ ედავება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველებისთვის ტყვეთა დახვრეტის დაბრალება აფხაზეთის ომის მებრძოლებისთვის, შეურაცხყოფასთან ერთად, ღალატია. სწორედ ღალატის და საბოტაჟის საკითხებზე მუშაობს გამოძიება.
13 აგვისტო 2026, 20:14
პოლიტიკა
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია.
13 აგვისტო 2026, 20:07
მსოფლიო
ევროკომისია: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროკავშირის უპირობო პრიორიტეტია
ევროკავშირში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უპირობო პრიორიტეტად მიიჩნევენ. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი იმ წევრი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს, რომლებსაც საწყობებში Patriot-ის სისტემის რაკეტები აქვთ, უმოკლეს ვადებში გადასცენ ისინი უკრაინას.
13 აგვისტო 2026, 19:57
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორად აფასებს ტრაქტატის მნიშვნელობას.
13 აგვისტო 2026, 19:52
რეგიონი
15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
13 აგვისტო 2026, 19:13
მსოფლიო
გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ
უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ. აღნიშნული მონაცემები უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა.


