ეკა ბესელია ამბობს, რომ მოსამართლეების სიიდან 5 კანდიდატის მხარდაჭერა მას ივანიშვილმა მოსთხოვა
ეკა ბესელია
ფოტო: არქივი
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა დეკემბერში წარდგენილი 10-კაციანი სიიდან 5 კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა. ბესელიას განცხადებით, შეხვედრას უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.
„შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ დავთანხმებულიყავი - 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან. მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, იყო ჩინჩალაძე. კატეგორიული უარი ვთქვი. მიმაჩნდა, რომ ის სია მთლიანად მიუღებელი იყო, რადგან იქ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ წარსულის ძალადობრივ სისტემას ამყარებდნენ. პროცედურაც აბსოლუტურად უკანონო იყო, რადგან როგორც ირაკლი კობახიძე ითხოვდა, სია ნაჩქარევად - პარასკევს კომიტეტის სხდომაზე და შემდეგ სესიაზე უნდა გამეტანა. არ ვიცი თამარ ჩუგოშვილი ამას დაადასტურებს თუ არა, მაგრამ იმ შეხვედრაზე მასაც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა“, - აცხადებს ბესელია, რომელიც შეხვედრის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს.
ეკა ბესელიას ამ განცხადებას თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან უკვე გამოეხმაურა და განმარტა, რომ სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა შედგა, თუმცა კონკრეტულად ვინმესთვის ხმის მიცემაზე საუბარი არ ყოფილა.
„სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონია. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრი ესწრებოდა. ერთ-ერთ შეხვედრა იყო, სადაც მე და ეკა ბესელია ერთად ვიყავით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. ჩვენ, მეც და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და სახით, როგორც იუსტიციის საბჭომ მოინდომა დეკემბერში, მიუღებელი იყო და ამას პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა. ეს ასეც მოხდა. პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც შესაბამისი პროცესის შექმნას ითვალისწინებდა და ხანგრძლივი, რთული, გამჭვირვალე პროცესის წარმოებას მოსართლეების დანიშვნისთვის. კონკრეტულად ვინმესთვის ხმის მიცემაზე საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გამო, რომ საბჭოს მოქმედებებმა, მის მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გუშინ, 26 სექტემბერს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა, რაც კამათის დროს ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მორალზე მინიშნებას მოჰყვა.
2018 წლის 4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები იყვნენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტს განახლებული სია წარედგინა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში გრძელდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე პასუხობს.
დამოუკიდებელმა იურისტებმა კანდიდატების წინააღმდეგ აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების 20-კაციანი სია სუბიექტური კრიტერიუმებით შეირჩა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. წინა დღეების განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიასა და მირანდა ერემაძეს.
შერჩეულ კანდიდატთა 50-კაციანი სია იხილეთ ამ ბმულზე.
საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
ყველა სიახლე
21 აგვისტო 2026, 15:19
მსოფლიო
Euronews: 2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის
2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის, - წერს Euronews-ი.
21 აგვისტო 2026, 14:31
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია. ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 აგვისტო 2026, 14:27
რეგიონი
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.
21 აგვისტო 2026, 14:25
რეგიონი
Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს
Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და მათ საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინეს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება.
21 აგვისტო 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ
ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
21 აგვისტო 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები
ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
21 აგვისტო 2026, 14:14
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - ეს მაშინ არ იყო შეშფოთების საფუძველი?!
სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? ომი არ იყო დამთავრებული, რუსთაველზე რომ ტაშ-ფანდური გამართა, შეშფოთება რატომ არ გამოთქვეს გიგაურებმა და ხიდაშელებმა?, - ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებას, სადაც საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.
21 აგვისტო 2026, 14:12
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.
21 აგვისტო 2026, 14:12
მსოფლიო
გერმანული მედია: ბერლინთან ახლოს იპოვეს იარაღის სამალავი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება
გერმანულმა სპეცსამსახურებმა ბერლინთან ახლოს, ბრანდენბურგის ტყეში, იარაღის პროფესიონალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს.
21 აგვისტო 2026, 14:11
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო
სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
21 აგვისტო 2026, 13:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების ნორმალიზება არ აწყობს, რადგან ეს მათ მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ეგზისტენციალურ ნარატივს დააკარგვინებს
მარია ზახაროვას გუშინდელი მორიგი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ „სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, შერჩევითი ისტორიული მეხსიერების კლასიკური მაგალითია, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
21 აგვისტო 2026, 13:31
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.
21 აგვისტო 2026, 13:11
მსოფლიო
Euronews: ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
21 აგვისტო 2026, 12:30
მსოფლიო
ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზე ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.
21 აგვისტო 2026, 12:28
ჯანდაცვა
ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მმართველობაში არსებული მარნეულის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ლაბორატორიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
21 აგვისტო 2026, 12:21
საზოგადოება
აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა
აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა. ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
21 აგვისტო 2026, 12:20
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან.
21 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს
რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს. ამის შესახებ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა.
21 აგვისტო 2026, 12:15
საზოგადოება
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
21 აგვისტო 2026, 11:59
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე NGO-ებს: „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეკა გიგაურის, თინა ხიდაშელის, გიორგი მშვენიერაძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება.


