დეპუტატები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს უსმენენ

ალექსანდრე წულაძე
ფოტო: Facebook
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეცხრამეტე კანდიტატს ალექსანდრე წულაძეს უსმენენ. მას, როგორც წინა კანდიდატს, სამოსამართლეო გამოცდილება არ აქვს, თუმცა 10 წლიანი მუშაობის სტაჟი გააჩნია მართლმსაჯულების სფეროში, იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომელი იყო და ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორია, ასევე კერძო იურიდიულ საქიანობას ეწევა.
უვადო მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატები კითხვებს თავის პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით უსვამენ.
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის კითხვაზე თუ რა პრობლემები აქვს ადვოკატს საქართველოში და რას გამოასწორებდა, წულაძის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს სერვისის ხარისხი.
„ჩვენთვის, როგორც ასე ვთქვათ, სასამართლოს მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანია ამ ორგანოს სერვისისა და ადმინისტრირების ხარისხი, ანუ მენეჯმენტის ეფექტურობა. მნიშვნელოვანია სასამართლოში მედიაციის კანონის დამკვიდრება და ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრამა უკვე შემუშავებულია“, - აღნიშნა უზენაესის კანდიდატმა.
წულაძის მოსმენას კვლავაც არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მოსმენაზე მხოლოდ მას შემდეგ შევლენ, როცა მათი კითხვის დასმის დრო მოვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, მეოცე კანდიტატის მოსმენით დასრულდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.
წინა დღეებში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძეს, ვლადიმერ კაკაბაძეს, გიორგი მიქაუტაძეს, პაატა სილაგაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს , ლაშა ქოჩიაშვილს და ქეთევან ქადაგიძეს მოუსმინეს.
ყველა სიახლე

13 ივნისი 2025, 10:03
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა
ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54
ჯანდაცვა
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49
საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35
საზოგადოება
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

13 ივნისი 2025, 09:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს
მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2025, 09:22
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ
ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

13 ივნისი 2025, 09:10
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან მათ გარანტირებული ექნებოდათ მეორე ფრონტის გახსნა
პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

13 ივნისი 2025, 09:07
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.

13 ივნისი 2025, 09:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არც იმდენი რესურსი გააჩნია დონალდ ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს
არც იმდენი რესურსი გააჩნია ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

13 ივნისი 2025, 08:52
პოლიტიკა
რიმა ბერაძე: ქვეყანაში ხდება ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის
ხდება ქვეყანაში ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარედან არის დაფინანსებული.

13 ივნისი 2025, 08:48
მსოფლიო
BBC: ისრაელის დარტყმებს ირანის გენშტაბის უფროსი ემსხვერპლა
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 08:40
პოლიტიკა
იან პრაუდი: დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ - უხეში სიმარტივეა იმის თქმა, რომ საქართველო პრორუსულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე
დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ, - წერს ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი, რომელიც 4-7 ივნისს თბილისი გამართული ფორუმის შეჯამებას სტატიის სახით აქვეყნებს. როგორც დიპლომატი წერს „უკრაინიზაცია“ არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის“.

13 ივნისი 2025, 08:28
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

13 ივნისი 2025, 08:20
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 10 წელი გავიდა
13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

13 ივნისი 2025, 08:18
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში, ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა
ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

13 ივნისი 2025, 08:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

13 ივნისი 2025, 08:00
მსოფლიო
ირანის სულიერი ლიდერი: ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს
„რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, - აღნიშნა ხამენეიმ.

13 ივნისი 2025, 07:35
მსოფლიო
ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი
ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა, - ინფორმაცია ირანის რამდენიმე სახელმწიფო მედიამ დაადასტურა. სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

13 ივნისი 2025, 06:50
მსოფლიო
ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა, ვრცელდება ცნობები მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების შესახებაც
ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი. დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.