imedi /  17 ნოემბერი 2019, 16:06 / სანდო წყარო

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული შოთა ბიძინაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს

შოთა ბიძინაშვილი

შოთა ბიძინაშვილი

სოფელ ბერშუეთის მკვიდრი შოთა ბიძინაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს ოკუპირებული ღდულეთის მიმდებარედ თანასოფლელ ივანე ზაუტაშვილთან ერთად დააკავეს და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს.

„გვაგინებდნენ, წადით აქედანო. ჩვენ ვუთხარით, თქვენ წადით, ეს ჩვენი მიწაა. შემდეგ გვითხრეს, თუ ასეა, გადმოდითო, ვერ მოვითმინეთ და გადავედით. რომ არ გადავსულიყავით, გამოვიდოდა, რომ ვაღიარეთ ე.წ. საზღვარი. ჩხუბი მოგვივიდა და გვცემეს კონდახებით. გადაგვიყვანეს იზოლატორში და 9 ნოემბერს ბატონი ვაჟა მოიყვანეს. ამბობდა, რომ ოკუპირებულ სოფელ მონასტერში დააკავეს. იქ კამერები აყენია და რუსებიც დადიან. გაჭირვებულების დასახმარებლად მიდიოდა. ისინი სთხოვდნენ, ჩვენება შეეცვალა და საზღვარი ეღიარებინა, ბატონი ვაჟა კი უარს ეუბნებოდა, აქაც ჩემი სამშობლოაო. ბოლოს რომ გაიყვანეს, გავიგეთ ოსი მეთაურისგან, რომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ვაჟკაცი პიროვნებაა, ჩვენ გვამხნევებდა და რუსებს სთხოვდა, ექიმი სჭირდებათ და მიხედეთო. თვითონ რა უნდა ექნა, მხოლოდ სველ საფენებს მადებდა. მე-9 დღეს ჩაგვიტარეს სასამართლო, გადავიხადეთ 2000 რუბლი და გაგვათავისუფლეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ის იქ დარჩა და იმედი მაქვს, მალე გამოუშვებენ“, - აცხადებს ვაჟა ბიძინაშვილი.

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების“ აქციას გამართვს. 

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა დაჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2023, 20:27

მსოფლიო

რუმინეთში კომპანია „როშენის“ სატვირთო დააკავეს, რომელშიც 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ლევან დავითაშვილი; ჟამშიდ ხოჯაევი

01 აპრილი 2023, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

01 აპრილი 2023, 19:42

სპორტი

ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია

+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23

საზოგადოება

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

01 აპრილი 2023, 18:31

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

01 აპრილი 2023, 18:17

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

თბილისის ტაქსი

01 აპრილი 2023, 18:00

საზოგადოება

დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია

თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.

01 აპრილი 2023, 17:58

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აგრესორი ქვეყნის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ, თუმცა მორიგეობის პრინციპით, თავმჯდომარის უფლებამოსილება აპრილში რუსეთს გადაეცემა.

01 აპრილი 2023, 17:37

მსოფლიო

კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი პავლე სასამართლოში მიიყვანეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევ-პეჩორის ლავრა მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, თუმცა სამონასტრო კომპლექსიდან გასვლაზე უარს ამბობდნენ და ლავრის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ.

01 აპრილი 2023, 17:36

სამართალი

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილი

01 აპრილი 2023, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

„პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

01 აპრილი 2023, 17:26

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში. ომის 402-ე დღე

პარალელურად, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 30-მდე შეტევა განახორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

01 აპრილი 2023, 17:23

პოლიტიკა

რას წერდნენ ერთმანეთს 7-8 მარტის აქციის მონაწილეები - „ქრონიკის“ ექსკლუზივი

ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.

ლევან ხაბეიშვილი

01 აპრილი 2023, 17:14

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

„საინფორმაციო შეხვედრები გვექნება კახეთში, ხვალ ქუთაისში და ასევე შიდა ქართლში. 9 აპრილს მთელი საქართველოდან ევროპული მომავალი ვისაც სურს, ანტიპუტინისტებმა, ანტირუსებმა, მოიყარონ თავი დედაქალაქის ცენტრში. ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ამას საზოგადოება კარგად ნახავს. ევროპული მომავალი სურს არა თუ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

01 აპრილი 2023, 16:56

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თამთა მეგრელიშვილი

01 აპრილი 2023, 16:41

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი 7- 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ადამიანს, რომელიც პოლიციელს დასაწვავად იმეტებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იცავენ.

ანდრია გვიდიანი

01 აპრილი 2023, 16:41

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისზე: ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა?

ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი? - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

01 აპრილი 2023, 16:41

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, რომელსაც მხარი 130-მა დეპუტატმა დაუჭირა, რუსული აგრესია დაგმობილია. უნგრელი კანონმდებლები საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობის ხელშეწყობისა და შემდგომი ესკალაციის პრევენციისკენ მოუწოდებენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 აპრილი 2023, 16:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?

მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს! ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.