Imedi /  16 ნოემბერი 2019, 16:47 / სანდო წყარო

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს ემსგავსება

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. 

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

მინისტრს იმედი აქვს, რომ „ამ საქმის მონაწილეები გააცნობიერებენ, რა სიმძიმის ქმედებასთან გვაქვს საქმე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ექიმი. ასევე აღდგება ქართველებისთვის და ოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმოსვლა“. 

„გაფრინდაშვილის დაკავების დღიდან მთავარი პრიორიტეტი უკანონო ტყვეობიდან მისი დახსნაა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე ფორმალური და არაფორმალური არხი ჩართულია. თავისთავად ყველა დაკავება არის უმძიმესი ფაქტი, მით უმეტეს ექიმის, რომელიც თავად მკურნალობს ოსს, აფხაზს და სხვა ეროვნების წარმომადგენელს.

ვიცი, რომ ბევრი ოსისთვის ეს არის ღირსების შემლახველი, რადგან ეს დაცლილია ადამიანის, ჰუმანურობის პრინციპებისგან და რაიმე რაციონალიზმისგან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება უკანონო პატიმრობაში“, - აღნიშნა მინისტრმა. 

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს. 

ორ თვეზე მეტია, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა, როდესაც ადგილობრივები თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას ვერ ახერხებენ.

29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, რაც ევროკავშირმა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკული მაგალითად შეაფასა. 

გარდა ამ ფაქტისა, რამდენიმე დღის წინ ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს.

მას შემდეგ, რაც დეფაქტო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოვიო კლაარმა 13 ნოემბერს განცხადა, რომ თანათავმჯდომარეებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ წნელისი-ჩორჩანაში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და გადასასვლელები გაიხსნას.

საგარეო უწყება ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს. განცხადება გაავრცელეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმაც, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

ყველა სიახლე

კერი-ენ მოსი და 
კიანუ რივზი

12 დეკემბერი 2019, 01:39

კულტურა

„მატრიცას“ გაგრძელება 2021 წლის მაისში გამოვა

სტუდია Warner Bros.-მა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმ „მატრიცას“ გადაღებებს განაგრძობს. ფილმში მონაწილეობენ კიანუ რივზი და კერი-ენ როსი, რომლებიც პირველ სამ ფილმშიც არიან გადაღებულები. რეჟისორია - ლანა ვაჩოვსკი.

ბრედ პიტი

12 დეკემბერი 2019, 00:57

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა მედიასთან ქალებთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა The New York Times-თან ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ ახალ რომანებზე ილაპარაკა. პიტი აცხადებს, რომ ის არ გაურბის ურთიერთობებს, თუმცა სპეციალურად არავის ეძებს. ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა.

 Lizzo

12 დეკემბერი 2019, 00:35

კულტურა

Time-მა წლის მუსიკოსად Lizzo დაასახელა

ამერიკული ჟურნალის Time-ს ვერსიით, წლის მუსიკოს- შემსრულებელი მელისა ვივიან ჯეფერსონი გახდა, რომელიც Lizzo-ს სახელით არის ცნობილი. „ის მართლაც წარმოადგენს რაღაც ახალს. მისი ხმა არის პოზიტიური და დასამახსოვრებელი“, - წერს გამოცემა.

12 დეკემბერი 2019, 00:10

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტექსტი, აშშ-ის კონგრესის გვერდზე ხელმისაწვდომი.

11 დეკემბერი 2019, 23:42

ტექნოლოგიები

Xiaomi ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერებით პირველ სმარტფონს გამოუშვებს

ტექნოლოგიების მწარმოებელი ჩუნური კომპანია Xiaomi-ს ტოპ მენეჯერის ლუ ვეიბინგის განცხადებით, კომპანია ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების სისტემით პირველ სმარტფონს გამოუშვებს. ვეიბინგის განცხადებით, Xiaomi ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე LPDDR5-ზე გადადის.

11 დეკემბერი 2019, 23:06

საქართველო

საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“- საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა.

ნიუ-ჯერსი სროლა

11 დეკემბერი 2019, 22:53

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მომხდარი თავდასხმა ანტისემიტიზმს უკავშირდება

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა. ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

ალადაშვილის კლინიკა

11 დეკემბერი 2019, 22:45

ძალოვნები

მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ. პაციენტებს ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები აღენიშნებათ.

მერი ჯეინის ლეკვები

11 დეკემბერი 2019, 22:20

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა

ძაღლს მერი ჯეინი ჰქვია. 6 ლეკვი მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ. ისინი ჯანმრთელები არიან და სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ პატრონი ახალ სახლებს მოუძებნის, მათ დედას კი სტერილიზაციას გაუკეთებს.

სპეცოპერაცია საბურთალოზე

11 დეკემბერი 2019, 22:15

ძალოვნები

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, ორი ადამიანია დაკავებული. Imedinews-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ამოღებულია იარაღი და თანხა. ამ დროისთვის დაკავებულები პოლიციამ ავტომობილით გადაიყვანა.

აფეთქება ნავთობტერმინალზე

11 დეკემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

გაერო საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ვერ ამტკიცებს

გაეროს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეიარაღება, რომლითაც ნავთობტერმინალებზე იერიში განახორციელეს ირანს ეკუთვნის. თუმცა ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი შეიარაღება არც ჰუსიტებს აქვთ.

ჯენარო გატუზო

11 დეკემბერი 2019, 21:32

სპორტი

ჯენარო გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

გატუზომ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუნდის სუსტი თამაშის გამო გაათავისუფლეს. „ნაპოლი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ​მანამდე გატუზო „მილანის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და კლუბი მაისში დატოვა.

გუსტავ კლიმტი

11 დეკემბერი 2019, 21:20

კულტურა

იტალიური მუზეუმის კედელში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს

იტალიურ ქალაქ პიაჩენცაში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ იპოვეს, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ტილო 1997 წელს მოიპარეს და ის იტალიის ყველაზე ძებნად ხელოვნების ნიმუშების სიაში შედიოდა.

გიგი უგულავა

11 დეკემბერი 2019, 20:59

ძალოვნები

გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ბადრი გავაშელაშვილი დეპუტატს ცემის გამო უჩივის.

სერენა უილიამსი

11 დეკემბერი 2019, 20:52

სპორტი

აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი $20.9 ათასად გაიყიდა

Golding-ის აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის ჩოგანი, რომლითაც ის 018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა. უცნობმა ნივთში $20.9 ათასი გადაიხადა

ლორან სიმონსი

11 დეკემბერი 2019, 19:59

ტაბლოიდი

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

კულტურის ცენტრი

11 დეკემბერი 2019, 19:53

საქართველო

რუდენკო: რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე თბილისში აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება.

ჟენევა გაერო

11 დეკემბერი 2019, 19:20

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

11 დეკემბერი 2019, 19:01

თემა

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებასსამედიცინო წრეებშიპროტესტიმოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.