თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინოს
თინა ბოკუჩავა
ფოტო: არქივი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინოს.
ბოკუჩავას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე მშვიდობიანად მისვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ქართველ ხალხზე იძალადა და სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული არჩევნები წაართვა“.
„ამიტომ, ჩვენ იძულებული გავხდით, გამოვსულიყავით ქუჩაში, რომ დაგვეცვა ჩვენი კონსტიტუცია, უფლებები, ქვეყანა. რა თქმა უნდა, პიკეტი ხვალაც გაგრძელდება და არ გამოვრიცხავ, რომ კანცელარიისკენ გაიშალოს, დივერსიფიკაცია მოხდეს უკვე ჩვენი პროტესტის ფორმების“, - განუცხადა ბოკუჩავამ „მთავარ არხს“.
ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. დღესვე აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 21:15
მსოფლიო
ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი
უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
11 მარტი 2026, 21:04
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
11 მარტი 2026, 21:00
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რუთ ფირმენიხი: მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მეტი დიპლომატია გვჭირდება. ყველაზე სწორი მიდგომა იქნება თუკი ყველა პრობლემატურ საკითხს მივიტანთ მოლაპარაკებების მაგიდასთან
ვფიქრობ, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს შემთხვევაში, აქაც საჭიროა მეტი კონტაქტი, მეტი ურთიერთგაგება, მეტი დიპლომატია და ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებზე ღია დისკუსია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა რუთ ფირმენიხმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
11 მარტი 2026, 20:58
ეკონომიკა
რა პრობლემები იკვეთება ფასწარმოქმნის ჯაჭვში? - საპარლამენტო კომისიის მორიგი სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კომერციული ურთიერთობები და იდენტიფიცირებული პრობლემები ფასწარმოქმნის ჯაჭვში - საპარლამენტო კომისიამ დღეს მორიგი სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
11 მარტი 2026, 20:50
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა საქართველოს - ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა საქართველოს - „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში” - ეს სიტყვები ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა. სომხეთის მთავრობის მეთაური ევროკავშირს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ მოუწოდებს.
11 მარტი 2026, 20:42
სამართალი
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან
კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.
11 მარტი 2026, 20:41
პოლიტიკა
ვაკო თურნავა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: შევხვდით სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში. შეხვედრები საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა
შევხვდით ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში, თუ რატომ ვიღებთ ამ კანონებს [გამჭვირვალობის, გრანტების] - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვაკო თურნავამ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
11 მარტი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა - საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. „ქრონიკა” სტრასბურგიდან
საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დღეს ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ.
11 მარტი 2026, 20:39
მსოფლიო
ისრაელური გამოცემა Ynet: ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 მარტი 2026, 20:31
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს, თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა - ამისთვის იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი
ციხეში ზის იმიტომ, რომ თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს; თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა, - განაცხადა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
11 მარტი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება - ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ შეთანხმება დაირღვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება. ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში წესების დარღვევა ნიკა გვარამიამ აღიარა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს გაემიჯნა, ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებული ცისკარიშვილი კი ანა წითლიძემ შეაქო.
11 მარტი 2026, 20:27
პოლიტიკა
მოგზაურობა, დასვენება და გართობა ბიუჯეტის ხარჯზე - სააკაშვილს სახელმწიფოსთვის 9 მილიონამდე ლარის დაბრუნება მოუწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკუთარი და ოჯახის წევრების, მეგობრების და სტუმრების მოგზაურობა და გართობა, პირადი ინტერესები და საყიდლები საზღვარგარეთ - ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ფინანსებით ჰქონდა უზრუნველყოფილი და დამალული. სასამართლოს გადაწყვეტილება არც მეორე ინსტანციას შეუცვლია და მსჯავრდებულს 9 მილიონამდე ლარის ქვეყნისთვის დაბრუნება მოუწევს.
11 მარტი 2026, 20:20
ეკონომიკა
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. ასევე: ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ზოგიერთ სახელმწიფოს.
11 მარტი 2026, 20:17
პოლიტიკა
ყულევის ტერმინალი, საქართველოს ძალისხმევა სანქციების დაცვის კუთხით და ოპოზიციის მანიპულაცია - როგორ ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყულევის ტერმინალის სანქციების პაკეტიდან ამოღებამ ოპოზიცია ახალ გამოწვევამდე მიიყვანა.
11 მარტი 2026, 20:11
პოლიტიკა
ეუთო-ს გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია, დიალოგი-აუცილებელი; ცვლილებები კი, არჩევნებით უნდა ხდებოდეს.
11 მარტი 2026, 20:10
მსოფლიო
ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს
ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, - წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი.
11 მარტი 2026, 19:53
მსოფლიო
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.
11 მარტი 2026, 19:49
ეკონომიკა
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასწარმოქმნის მიზეზების შესწავლას აგრძელებს.
11 მარტი 2026, 19:33
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია გეკა გელაძისთვის ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე: ასეთი ე.წ ჟურნალისტები ჰყავს ამ ქვეყნის მტერ ძალას, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს
გიორგი გამსახურდია, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს.
11 მარტი 2026, 19:10
მსოფლიო
The New York Times: მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით
მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით. როგორც გამოცემა The New York Times-ი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა პირები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ შედეგებს.


