imedi /  19 ნოემბერი 2019, 23:12 / სანდო წყარო

ომბუდსმენი სასამართლოს მოუწოდებს აქციაზე დაკავებულების საქმეები დროულად განიხილოს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი სასამართლოს მოუწოდებს 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებული მოქალაქეების საქმეებზე განხილვები "დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს". ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაში წერია.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დღეს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

"ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იყვნენ, ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არიან მისულები. ისინი 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებულ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას. 

სასამართლოში აქციაზე დაკავებული რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის გიგა მაქარაშვილის პროცესი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. დაკავებულებმა და მათმა ახლობლებმა პროცესზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს, რის გამოც მოსამართლემ სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ამას სასამართლოზე ხმაური მოჰყვა. 

ამ პროცესამდე კიდევ სხვა 8 დაკავებულის საქმის განხილვა გაიმართა, სადაც მოსამართლე ვალერიან ფალიაშვილმა ადვოკატებს მტკიცებულებების წარსადგენად ორი საათი მისცა. 

18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს.

18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ყველა სიახლე

კორონავირუსი აშშ

05 ივლისი 2020, 17:41

COVID19

COVID-19: როგორია ეპიდვითარება აშშ-ში

დონალდ ტრამპი ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატებას ტესტირების მასშტაბის ზრდას უკავშირებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა 99% სრულიად უვნებელია.

05 ივლისი 2020, 17:37

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ისეთი ისტორიული ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ, რაც ჩვენი კულტურის მაჩვენებელია

პრეზიდენტმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი, ლეჩხუმში კი სოფელი ლაილაში დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები. პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

05 ივლისი 2020, 17:35

საზოგადოება

7-დან 9 ივლისის ჩათვლით ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთისა და სარფის, თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე, საავტომობილო გზის 92 კმ მონაკვეთზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 სთაათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 17:27

COVID19

კორონავირუსი: რა ვითარებაა ევროპაში

ბრიუსელში 17-18 ივლისს ევროკავშირის სამიტია დანიშნული, რომელზეც ბლოკის წევრი ქვეყნები პანდემიის შემდეგ პირველად შეიკრიბებიან და კორონავირუსზე იმსჯელებენ. კერძოდ, ისაუბრებენ კრიზის დაძლევის გეგმასა და მეორე ტალღაზე იმსჯელებენ.

ჯანლუიჯი ბუფონი

05 ივლისი 2020, 17:27

სპორტი

ჯანლუიჯი ბუფონი: სულ მცირე 43 წლამდე ვითამაშებ

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თამაშს 43 წლამდე აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

05 ივლისი 2020, 17:13

სამართალი

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირი პატიმრობაში დარჩება

ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირი პატიმრობაში დარჩება. ადვოკატები გასაჩივრებას აპირებენ. ამბობენ, რომ დაკავებულები გამოცხადნენ, ისინი არ არიან ნასამართლევები, ამიტომ მოსამართლეს მათი შუამგდოლლობა გირაოს თაობაზე უმდა დაეკმაყოფილებინა. ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. შემდეგი სასამართლო 28 აგვისტოს ჩაინიშნა.

05 ივლისი 2020, 17:03

სპორტი

უახლოეს მომავალში იტალიის სერია A-ში შესაძლოა გულშემატკივარს სტადიონზე შესვლისა და მატჩებზე დასწრების ნებართვა მისცენ

უახლოეს მომავალში იტალიის სერია A-ში შესაძლოა გულშემატკივარს სტადიონზე შესვლისა და მატჩებზე დასწრების ნებართვა მისცენ, - ამის შესახებ ინფორმაციას FootBoom ავრცელებს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გაბრიელე გრავინას განცხადებით, ჯერჯერობით მხოლოდ ტრიბუნების 25 პროცენტის შევსებას აპირებენ და შემდეგ უკვე მაყურებლის სტადიონებზე დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება.

05 ივლისი 2020, 16:58

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.

05 ივლისი 2020, 16:52

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი 48 500-ს გაუტოლდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 823 შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 500 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 249 ადამიანი, 21 376-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

რან გიდორი

05 ივლისი 2020, 16:39

საზოგადოება

ისრაელის ელჩი: გურია მეგობრობით, სტუმარმასპინძლობით, ჩაით და ტურიზმით მთელ მსოფლიოშია ცნობილი

„მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი გურიაში, არის ის რომ გურია ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი მეგობრობით, სტუმარმასპინძლობით, ჩაით, ტურიზმით. გასული 17 წლის განმავლობაში, მაშავი - ისრაელის განვითარების სააგენტო და „შალომ კლუბ გურია“ ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონში“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

05 ივლისი 2020, 16:26

სამართალი

ბათუმის სასამართლო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ევროპის ვიცე ჩემპიონო იური ლომაძე.

არსენალი

05 ივლისი 2020, 16:25

სპორტი

ფიფამ ლონდონის „არსენალი“ სატრანსფერო რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა

ფიფამ ლონდონის „არსენალი“ სატრანსფერო რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა. The Sun-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 2018 წელს განხორციელებულ ჩუბა აკპომისა და ჟოელ კემპბელის ტრანსფერებს. აკპომის „პაოკში“ გაშვებისას, ლონდონელებმა საბერძნეთის კლუბი დაავალდებულეს, რომ თუ ეს ფეხბურთელი მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდოდა, აღებული თანხის 40 პროცენტს გადაუხდიდნენ, სხვა ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში კი 30-ს.

ფრეიზერის კუნძული

05 ივლისი 2020, 16:25

მსოფლიო

ავსტრალიაში კაცი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა

შემთხვევა ქუინსლენდის შტატში, ფრეიზერის კუნძულზე მოხდა. ზვიგენმა მეთევზეს ფეხზე უკბინა. ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

05 ივლისი 2020, 16:02

COVID19

აშშ-ში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 45 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 45 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 242 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიციფების 2 839 436 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 129 676-ია.

05 ივლისი 2020, 15:55

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდოს ორეულს პორნო ფილმში გადაღება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა

კრიშტიანუ რონალდოს ორეულს პორნოფილმში გადაღება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს. საუბარია 23 წლის პაულო რობერტოზე, რომელიც „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს გარეგნულად ძალიან ჰგავს და მან სახელი ძირითადად სხვადასხვა ჟურნალებისთვის გადაღებული ნახევრადშიშველი ფოტოებით გაითქვა. ფილმში რობერტოს სწორედ რონალდო უნდა განესახიერებინა, თუმცა ორგანიზატორებმა მისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

05 ივლისი 2020, 15:25

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად, მინიმუმ 16 ადამიანი გარდაიცვალა

უპრეცედენტო წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუშუში მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე ადამიანი კი დაკარგულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოხუცებულთა თავშესაფარში 14 გარდაცვლილი იპოვნეს, მას შემდეგ, რაც ახლომდებარე მდინარე ადიდდა. ხელისუფლების 200,000-ზე მეტ ადამიანზე ევაკუაციის ბრძანება გასცა, ხოლო 10,000 ჯარისკაცი კი მაშველების დასახმარებლად გაგზავნეს.

05 ივლისი 2020, 15:24

საზოგადოება

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალიდან, 6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

იური ლომაძე

05 ივლისი 2020, 15:14

სამართალი

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონიც არის

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

კიტ ლი

05 ივლისი 2020, 15:11

სპორტი

145-კილოიანი ამერიკელი რესლერის თქმით, ის ერთ-ერთმა ქალმა გააუპატიურა

ამერიკელმა მებრძოლმა კიტ ლიმ რამდენიმე წლის წინ მომხდარი სკანდალური ამბავი გაიხსენა. 35 წლის რესლერის თქმით, რომელიც 145 კილოგრამს იწონის, ის ერთ-ერთმა ქალმა გააუპატიურა. ლი იხსენებს, რომ კარაოკე-ბარში ყოფნის დროს, ერთ-ერთმა მომღერალმა ქალმა მას სექსი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა და დალევა განაგრძო. დილით კი ამერიკელ სპორტსმენს სასტუმრო ნომერში შიშველს გაეღვიძა მომღერალ ქალთან ერთად და დღემდე არ ახსოვს დეტალურად არაფერი. კიტ ლი რესლინგითაა დაკავებული, რაც ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც ერთმანეთს ორი, ან მეტი ადამიანი ებრძვის.

05 ივლისი 2020, 15:08

საზოგადოება

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად.