მდინარაძემ ბოკუჩავას „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“, ბოკუჩავამ კი მდინარაძეს „სამარცხვინო“ და „ჭანჭიკი“ უწოდა

მამუკა მდინარაძე
თინა ბოკუჩავა
ფოტო: არქივი
პარლამენტში თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბოკუჩავამ მდინარაძეს „ჭანჭიკი“ და „სამარცხვინო“ უწოდა, მდინარაძემ კი „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“.
თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვდა და უმრავლესობის წევრებისგან მოითხოვდა განემარტათ მისთვის, რატომ არ აძლევდნენ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლის უფლებას.
მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავს უთხრა, რომ მაჩალიკაშვილი პროვოკაციის საფრთხის გამო არ შუეშვეს შენობაში, ეს გადაწყვეტილება კი პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. მდინარაძემ ბოკუჩავა მაჩალიკაშვილით სპეკულირებაში დაადანაშაულა: „შენ ხარ მიშას „ტიტუშკა“. თქვენ ხართ პროვოკატორები და უზნეო ხალხი, მიშას მონები“, - უთხრა მდინარაძემ ბოკუჩავს.
„შენ მანდატს არ იმსახურებ. შენ ხომ არავინ ხარ, ჩვეულებრივი ჭანჭიკი ხარ“, - უპასუხა თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს.
დილით პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირება იყო, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვას აპირებდნენ.
28 ნოემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 11:56
მსოფლიო
ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ანექსირებული რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა. შესაბამისი კანონპროექტი მადურომ პარლამენტს გადაუგზავნა.

06 დეკემბერი 2023, 11:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს - მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:50
რეგიონი
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში აცანასა და ჭანიეთში ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო.

06 დეკემბერი 2023, 11:45
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები პეკინში, ეროვნული სახალხო კონგრესის ვიცე-სპიკერს შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საპარლამენტო დიპლომატიასა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე.

06 დეკემბერი 2023, 11:27
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა - დიახ!
კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია და იმედი მაქვს მომავალ შაბათ- კვირას ევროპული საბჭო მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ - განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:27
რეგიონი
ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა.

06 დეკემბერი 2023, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ გვჭირდება დახმარება სხვა ქვეყნებთან, რათა უნგრეთმა ისინი დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

06 დეკემბერი 2023, 11:20
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება
ახალი წელი ახლოვდება, მეგობრებო! 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:16
საზოგადოება
პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.

06 დეკემბერი 2023, 11:13
რეგიონი
კახეთში, სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

06 დეკემბერი 2023, 11:05
საზოგადოება
თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 11:04
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით დააკავეს.

06 დეკემბერი 2023, 11:03
საზოგადოება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე, ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა გამართა.

06 დეკემბერი 2023, 11:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მიზანია დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე.

06 დეკემბერი 2023, 10:59
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა.

06 დეკემბერი 2023, 10:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორად ვახტანგ გაბრიჭიძე დაინიშნა
ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

06 დეკემბერი 2023, 10:50
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით.

06 დეკემბერი 2023, 10:48
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის გაფრენის დარბაზში სრულიად განსხვავებული, აეროპორტის კონცეფციაზე მორგებული კვების ობიექტი AIR FOOD გაიხსნა. ქუთაისის აეროპორტი ბაზარზე პირველია, სადაც ქართული კომპანია AIR FOOD გამოჩნდა. კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.

06 დეკემბერი 2023, 10:46
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ.

06 დეკემბერი 2023, 10:34
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიყრიდი კენჭს. თუმცა მას გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეორე ვადით არ ეყარა კენჭი, თუ თანამდებობისთვის ბრძოლას არც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი ისურვებდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.