imedi /  03 თებერვალი 2020, 13:08 / სანდო წყარო

უამინდობის გამო 4 თებერვალს ზვავისა და მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ 4 თებერვალს ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

16 იანვარი 2021, 15:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა შეექმნა

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიულ მართვას განაპირობებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: „ქართული ოცნება“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავია ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ მოლაპარაკებებზე მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:17

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გავრილოვის ღამე მელიას ღამე იყო, კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „გავრილოვის ღამე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პარტიების დაფინანსებაზე: ყველა მხარეს ვუსმენთ, ყველა არგუმენტს ვითვალისწინებთ - ზუსტად ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან

ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების არგუმენტები, რომლებიც ამბობენ: რატომ უნდა დავაფინანსოთჩვენი გადასახადებიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოების ნაწილმა ხმა მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტში იმუშაონ და ეს დაფინანსება მიიღონ არჩევნების საფუძველზე, ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, ყველაფრის გაუქმებას ითხოვენ, რა საჭიოა ან რამდენას სამართლიანია ასეთ დროს მათ მიიღონ ბიუჯეტში შეტანილი ფული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა

ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

16 იანვარი 2021, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება

„ბატონი ბიძინას გარეშე რთულია პარტიისთვის, მაგრამ შევეცდებით, გაათმაგებული მუშაობით ჩვენ ეს გამოწვევა გადავლახოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი კლანები „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს

რაღაც კლანებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. არავითარი კლანები პარტიაში არ არსებობს. ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ისინი ცდილობენ, აქცენტები ჩვენზე გადმოიტანონ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გუნდი არის ერთიანი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე

გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა.

ვლადიმერ ბოცვაძე

16 იანვარი 2021, 14:58

სამართალი

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია.

გიორგი კახიანი

16 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს

მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა

პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აცილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას

როგორც ვხედავთ, ირაკლი კობახიძეს აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე განათლებული, ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერია.

შსს

16 იანვარი 2021, 14:40

სამართალი

კასპში, ერთ-ერთ საწარმოში 2 ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

ბექა დავითულიანი

16 იანვარი 2021, 14:40

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა, ვისაუბროთ პოზიციების დაახლოებაზე და ოპოზიცია პარლამენტში შემოვიყვანოთ

გუნდის პოზიცია ყრილობაზე გამოვხატეთ. არჩეულია ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2021, 14:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ, და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით

ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნება პირველ რიგში ერთიანი საქართველოა, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით

„ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.